ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2011


ბეღურა-ხელები

ჩემი გაყინული ხელები
ბეღურებივით იღლიის ქვეშ შეიფარე და
გამითბე...
ხომ იცი, რომ ხელთათმანი კი არა,
შენი სხეულის სითბო მჭირდება.
ამომიშანთე გულზე,
რომ არასოდეს დამკარგო
და იმ ავგაროზივით შემიბი ყელზე,
ახალდაბადებულს დედამ რომ გაგიკეთა.
განა არა ვიცი,
რომ ჩემნაირი ქალების შეყვარება
მსხვერპლს მოითხოვს და
ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს
მსხვერპლშეწირვის წარმართულ რიტუალს?..
ჰო, ვიცი, მაგრამ...
შენც ხომ ხვდები,
რომ მხოლოდ შენ გთხოვ:
ბეღურებივით შეიფარო ჩემი ხელები...
რადგანაც სხვა ხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს