ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იელი
ჟანრი: პროზა
7 დეკემბერი, 2011


საქართველოს შვილი (რეალური ისტორია ნაწილი მესამე)

            didi droa am saitze agar vyopilvar da es yvelaferi atas rames sheidzleba mivawero,mtavari ki isaa rom საქართველოს შვილი-s gagrdzeleba shemidzlia.saitze ver shemovdiodi,magram,istoria tavisi gzit midioda otxad gakecil tabaxis purclebze iwereboda. exla chems win gadashlili tabaxis purclebidan iseti sitbo modis,rom,maidzulebs saswrafod gadavide mtavarze...
 
      შეხვედრა მეექვსე
დედაჩემი მოვიდა.კარების ხმა და მისი უკმაყოფილო ბუზღუნი გავიგონე.ალბათ ჩემი დაუდევრად დაყრილი კეტები არ მოუვიდა თვალში.
-სოფო,ახლავე თუ არ დამალევინებ წყალს,ამ კეტებს გადაგიყრი დღესვე!კატეგორიულმა ტონმა მაშინვე მომწყვიტა კომპს და სამზარეულოში მიმავალ დედას გზად გადავუსწარი.
-ოჰ,სახლში ხარ? მე მეგონა არ იყავი.
-აბა რომ დამიძახე?_გამიკვირდა სერიოზულად.
-ეგ ისე,ვცადე._გაეცინა დედაჩემს.
-ყოჩაღ დედა,მშვენიერი ტაქტიკაა._ვერ შევიკავე მეც თავი.
-რას აკეთებ? მოდი საჭმელი გავაკეთოთ რამე..ნუ იმანჭები,არაფერი გამოგივა._გამაფრთხილა ისევ კატეგორიული ტონით.
-მაინც რის გაკეთებას აპირებ? კაი რა დე რა დროს საჭმელია ამ სიცხეში._შემიწუხდა გული და ალტერნატიული გზის ძიება დავიწყე.
-საღამოს რომ მეტყვი მშიაო,მაგას გიპასუხებ! ფეხი არ გაადგა ოთახიდან და პარკებიდან ამოალაგე,ვნახო ერთი რა ვიყიდე. მთლიანი ფული დავხარჯე,არა,მაინც რა უბარაქობა მჭირს, ამ უბანს კიდევ რა ჭირს ასეთი,მათხოვრები აკლდა და ისინიც შემოგვესია,დაბლა ზის კიბესთან ერთი ბავშვი,მინდოდა ხურდები მიმეცა,მაგრამ ამ პარკებს ვერაფერი მოვუხერხე,დაბლა რომ დამედო,ვაითუ დაევლო ხელი და გაქცეულიყო და მერ.....
-რა თქვი დე? ბავშვიო? როგორი ბავშვი?-შევაწყვეტინე სიტყვა და ხელებში დავეტაკე.
-როგორი და ჩვეულებრივი, 2 თავი არ ჰქონია._გააპროტესტა დედაჩემმა ჩემი გაჩერება და პარკებისკენ მიმითითა.
-ბიჭია თუ გოგო?_სასურველი პასუხის მოლოდინში ლამის ყურები დამასკდა.
-უფრო ბიჭი,რას გაიგებ ამ თაობისას.კულულები კი აქვს და გაარკვიე ეხლა შენ გოგოა თუ ...სად გარბიხარ,სად,მოგკლავს მამაშენი იცოდე,გამოცდები გაქვს ჩას...
  კიდევ დიდხანს მესმოდა დედაჩემის უბოროტო ხმა და კიბეებს გიჟივით ვახტებოდი.. ჰმ.. თურმე პარკებს ვერაფერი მოუხერხა.. რომ დაედო,ვაითუ დაევლო ხელი.. და ეს ყველაფერი ითქვა ბავშვზე... ბავშვზე,რომელიც საჭმელს არ აიღებს,ნაყინს არ გამომართმევს, თუ სანაცვლოდ რამე არ მომიტანა...ოხ,დედაჩემო,როგორ შეცდი, თუმცა არ მიკვირს,მე ვიცნობ ბექას,ის ხომ არა...მე ვიცი მისი გული,მან ხომ არა. ისე,ვინ იცის ბექა ასე მარტო ჩემთან იქცევა და სხვასთან გაბოროტებული მხეცუნაა.
      გადარეული გავვარდი გარეთ და ის იყო. მოწყენილი ატრიალებდა ხელში რაღაცას. თავი დავიმშვიდე,ამოვისუნთქე და მივეპარე.თვალებზე ხელი ავაფარე,მაგრამ, ,,ვინ ვარ,გამოიცანი'' ვეღარ ამოვთქვი.მთელი ძალით მომხვდა სახეში მისი პატარა,მაგრამ, ღონიერი ხელები და უღონოდ იქვე ჩავჯექი.
-ეს რა მიყავი შე მართლა მხეცო._ სიმწრის ცრემლები და ცხვირიდან წამოსული სისხლი ერთად მომდიოდა სახეზე და მაისურს წითლად მიღებავდა.
-აუ შენ ხარ?_ გაწითლდა მართლა სისხლივით ბექა და აკანკალდა.
-აბა ვინ გეგონა,რა დღეში ჩამაგდე ერთი შეხედე,რა დაენახება ეხლა დედაჩემს, ხომ გაგიჟდა ქალი და ჩამომართვა ჩვენება._უსიამოვნოდ წამოვდექი კიბიდან ამ ყველაფრის წარმოდგენაზე.
-არ მინდოდა დედის სულს გეფიცები._ამოიოხრა და თავი ჩარუნა.
-კაი კაი,ამას აღარაფერი ეშველება. წამო,წყალი და რამე ვიყიდოთ,ასე ხომ არ ვიჯდები აქ. წამო მეთქი,არც გაბედო გაპარვა! _დავუცაცხანე გაბრაზებულმა და ხელი ჩავავლე.
მარკეტში ნაცბობ ქალს ლამის გული გავუხეთქე,მერე იქ შემოხეტებულ მეზობელს ძლივს ავარიდე თავი და გამოვეპარე,მერე დიდხანს ვიბანდი სახეს და ვფრუტუნებდი გაბრაზებული.
-ახლა რა ვქნათ? მივუჯექი როგორც იქნა ბექას გვერდით.
-არ ვიცი!
-რა დაგემართა? მე ჩამილეწე სახე და შენვე ბრაზდებიიიიიი?_ამასხა ტვინში.
-არ ვბრაზდები შენზე, ჩემ თავზე მომდის გული...მაგრამ,მართლა არ მინდოდა.
-გვეყოფა ახლა. მოდი ფოტოს გადაგიღებ და ამით შევრიგდებით...
-არა!-კატეგორიულად იუარა და ფეხზე წამოხტა.
-რა იყო? რა დაგემართა?-გამიკვირდა გულწრფელად.
-არ მინდა ფოტო და ვსო!-გამიმეორა ისევ,
ბევრი ვეხვეწე,მაგრამ ვერ დავიყოლიე. მერე მოვუყევი, რომ მასზე ერთ ძალიან კარგ საიტზე ვწერდი და იქ მინდოდა ფოტოს დადება.ამაზე სულ გამიგიჟდა და გაიქცა.
ვინანე,ნეტა სულ არ მეთქვა მეთქი და სახლში ავბრუნდი.დედაჩემს ჩემი გასიებული სახე არ გამორჩენია მხედველობიდან და ჯოჯოხეთური საღამო გადამატანინეს.

  შეხვედრა მეშვიდე
ეს შეხვედრა 2 კვირის მერე მოხდა,მანამდე ჩემი მხეცუნა არსად გამოჩენილა და ეც გამოცდებისგან გულგაწყალებულს საკუთარი თავისთვისაც არ მეცალა. აი დადგა ნანატრი დღეც, გამოცდები დავამთავრე, ჩემებიც ზუსტად იმ დღეს წავიდნენ დასავლეთში, ახალი ტანსაცმელიც შევიძინე და ასე მეგონა, სიხარულისგან გული გამისკდება  მეთქი.
  კეპი ხელში შევატრიალე და გულმოსულმა ჩავიტენე ჩანთაში.. ეს დაკარგვა რა იცის ამ ბავშვმა...ნეტა სად არის,რას აკეთებს,ან აფუჭებს.
ბექა მხოლოდ საღამოს ვნახე ავლაბრის მეტროსთან. ვიღაც თავის ტოლ ბიჭთან ერთად იდგა და ჭამდა პურს. ის იყო მისკენ გავიქეცი,რომ შემამჩნია და უკანმოუხედავად მოკურცხლა. არ მივაქციე ჩემი დაქალის ძახილს ყურადღება და გავეკიდე. კარგა ხანი ვირბინეთ, ბოლოს ეტყობა გული ამოუჯდა და ერთერთ ჩიხთან წამოვეწიე...
-სად გარბიხარ, რა იყო? მემალები? ან აქ რა გინდა,რას აკეთებ?_მივასკდი გულამოვარდნილი და შუბლიდან ოფლი მოვიწმინდე.
ხმა არ გამცა. იჯდა და ქოშინებდა პატარა ფინიასავით.
-რა იყო? არ მელაპარაკები? ბექა შენ რა მთვრალი ხარ?!_ჩამიწყდა ხმა.
-ხო,მერე რა, ცოტა დავლიე. დიდი ამბავი, უკვე დიდი ვარ,მარტო მე კი არა, სხვებმაც დალიეს ._გამიცინა უკვე გულზე მოშვებულმა.
-ამიტომ გაიქეცი,ხო?
-არააა.. იმიტომ რომ..._დაება ენა.
-თქვი, თქვი. არ გაგიბრაზდები._წავათამამე მისი გულწრფელობით გახალისებულმა.
-ისა... რომ აღარაფერი გატკინო, იმიტომ გავიქეცი.
    გავშრი. ვერ გავერკვიე თავიდან. მერე მივხვდი, რომ წინა შეხვედრისას ჩემს დასისხლიანებულ სახეს გულისხმობდა.თავი დამნაშავედ ეგრძნო და აღარ მეკარებოდა. ისიც აწუხებდა, რომ ფოტოს გადაღებაზე უარი მითხრა.
-ეგრე როგორ შეიძლება ბექა? რატომ ერთხელ მაინც არ მნახე?
-გნახე, როგორ არ გნახე._ გამოცოცხლდა უცებ. მეტროთი გამოგყევი და 300 არაგველზე ჩამოხვედი. მერე teusu რომ აწერია, იქ შეხვედი. დაგელოდე, მაგრამ რომ გამოხვედი, ვერ შემამჩნიე. გზის იქეთ ვიდექი. ჩემით მე ვერ მოვედი._მოიწყინა ისევ.
-მე შენ რაღაც გიყიდე._მომინდა მისი გამხიარულება. აი ნახე, რა ლამაზი კეპია._ამოვაძრე უცებ ჩანთიდან და თავზე დავამხე. ზუსტად მოერგო. უარესად მოიღუშა.
-შენ რა კარგი ხარ და მე კიდევ რა ცუდად გექცევი..._ჩაიბურტყუნა გაგულისებით. კეპი მოიძრო და დააშტერდა. რატომღაც დავიძაბე. ამ ბავშვის არაპროგნოზირებადი ხასიათი შოკში მაგდებდა. ახლა რაღას იზავს? გამიელვა. ალბათ გადააგდებს. უცებ გაიცინა, თითქოს მზემ გამოანათა წვიმის მერეო და ხელი ჩამავლო,კეპი დაიხურა და გამიყოლა. პატარა საქანელაზე შეხტა და თავი მეფური მოწყალებით დამიქნია.
-გადამიღე...
-და რომ არ...
-გადამიღეე._გაიმეორა ჯიუტად.
        სასწრაფოდ მოვიჩხრიკე ჩანთა. ფოტოაპარატი თან არ მქონდა. მობილურს ხელი დავავლე და გადავუღე.
-მეტი აღარ გადამიღო._ჩამოხტა საქანელადან. დამპირდი რომ ამ ფოტოს არავის აჩვენებ.
-ვერ დაგპირდები. იცი რა ბექა? აი, ხომ გახსოვს საიტზე რომ გითხარი? იქ მინდა დავდო, გესმის? დამიჯერე ვერავინ გიცნობს, გავამუქებ ფოტოს და აი ისე დავდებ, კარგი? მინდა ხალხმა გნახოს იქ და დაიჯერონ შენზე რასაც ვწერ.
-ჩემზე რას წერ? როგორ?_მოიღუშა ისევ.
-საერთოდ არაფერს ცუდს, აი როგორც ხდება ისე ვწერ. დღეს ხომ გნახე? რომ მივალ ამ ყველაფერს დავწერ და ფოტოსაც დავდებ, კარგი?_ისე ვებოდიშები ამ პატარა ბავშვს, რომ თითქოს მის სამყაროში ვიჭრები და სულს ვუფორიაქებ.
ხმა არ ამოიღო. ე.ი არ დამეთანხმა, მაგრამ, არც უარზეა.
-რატომ გადამაღებინე ფოტო?- ჩავეკითხე.
-იმიტომ, რომ ქუდი მაჩუქე._მიპასუხა სრულიად გულგრილად და ჩვეულებრივად. ამ პატარა ბავშვს უკვე გამჯდარი ჰქონდა პატივისცემის გადახდის სურვილი, სანაცვლოდ რამე კარგის გაკეთება. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ვინმე ცუდად მოექცეს, თორემ მასაც ალბათ ისეთივე გაბოროტებით გადაუხდის სამაგიეროს, როგორი სიხარულითაც მე დამრთო სურათის გადაღების უფლება.
მთელი საღამო ერთად გავატარეთ, დეიდაშვილთან წავიყვანე, გარეთ ხეტიალს ისევ ეს ჯობია მეთქი. წამომყვა, ჩუმად, დიდი კაცივით მოაბიჯება, ხმას არ იღებდა, დროდადრო უკმაყოფილოდ შემომხედავდა და სულ ეგ იყო.
  ძალით მივიყვანე, უკან იხევდა და ბოლოს კარები გამიღეს.  ნათესავები გადავკოცნე და ჩამოვჯექი.
-ეს ბავშვი ვინაა?_ვეღარ დამალეს ცნობისმოყვარეობა დეიდაშვილებმა.
_ჩემი უბნელია, მარტო იყო და ჩემთან ერთად წამოვიყვანე._გავუტარე კითხვა ჩემებს და სხვა თემაზე გადავიტანე ყურადღება. დეიდაშვილის ბავშვი მიუახლოვდა, მისი კბილა, ერთი თაობის ბავშვები იდგნენ ერთმანეთის წინ, ერთი დაკაცებული, დარდიანი და აზრიანი თვალებით, სევდიანი სახით, მუშტებშეკრული და ჯიუტად უყურებდა, მეორე ხელში ჯოისტიკით, აცანცარებული, უდარდელი და მომღიმარი სახით, თითქოს და იმის უპირატესობით, რომ თავის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, გარს დედა,მამა და ნათესავები ეხვია, ბექა კი მარტო იყო, ჩემს მეტი არავინ ყავდა გვერდით.
  არაფერი არ უთქვამს საერთოდ, უხმოდ იჯდა. მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, როცა ჩვენს უკან კარები მიიხურა და მარტო დავრჩით.ხელი ჩამკიდა და უხმოდ ვიარეთ კარგა მანძილი.
-მე უკეთესი დედა მყავდა._მითხრა უცებ.
-რა? _გამეფანტა ფიქრი.
-მე უკეთესი დედა მყავდა._გაიმეორა ისევ ჯიტად.
ისევ ვერაფერი ვთქვი, ან რა უნდა მეთქვა? რას ეტყოდით, თქვენ, მკითხველო? რატომღაც მგონია, რომ ვერაფერს. სახლამდე მიმაცილა და უცებ გამახსენდა, რომ მთელი საღამო მშიერი იყო. არაფრისთვის დაუკარებია ჩემებთანაც პირი. ეხლა ვინ იცის, მშიერი უნდა წასულიყო სახლში და დაწოლის წინ ხმელი პური გაეღრნა, ან იქნებ ესეც არ ჰქონოდა. ეშმაკობა უნდა მეხმარა, თავისით არ აღიარებდა, რომ მშიერი იყო.
-აუ ბექაა, დამერხა._ვუთხარი მისთვის ნაცნობი სლენგით.
-რა მოხდა?_ახლა მას გაუკვირდა ჩემი უეცარი გამოხტომა.
-მშია და სახლში არაფერი არა მაქვს მგონი, ჩემები წავიდნენ სოფელში და ვერ დამეხმარები რამე რომ გავაკეთოთ? ერთად ვჭამოთ რა, მარტო ჭამა რა პონტია?
-კარგი, ამოვალ._დამეთანხმა ყოყმანის შემდეგ, მიყურებდა ჭკვიანი თვალებით და იქ უსაზღვრო მადლიერება ეწერა. მიმიხვდა... მიმიხვდა რატომაც მოვიმიზეზე მისი დახმარება.იმასაც მიხვდა, რომ არანაირად არ მშიოდა,მაგრამ...მადლობელი დარჩა ჩემი მიზეზით. მკვირცხლად ამოირბინა კიბეები და სამზარეულოში კარებში ჩადგა.
-ხელები დაიბანე და მერე გავაკეთოთ რამე.
  უხმოდ დაიწყო ჭამა. ჯერ ნელა, თითქოს ერიდებაო,მაგრამ, ბოლოს მაინც თავისი გაიტანა შიმშილმა და გულიანად დააცხრა წვნიანს. რაც გადავუღე ყველაფერი შეჭამა. ვიჯექი და ერთი აღრიალება ყველაფერს მერჩია.
-დანები გიყვარს?_დამისვა კითხვა.
-კი, რატომ მკითხე?
ჯიბეები მოიჩხრიკა და პატარა,ძალიან ლამაზი დანა ამოიღო.გამომიწოდა და მის თვალებში ისევ წავიკითხე სამაგიეროს, პატივისცემის გადახდის უსაზღვრო სურვილი.ხელისკანკალით გამოვართვი,ვეღარ მოვითმინე და ჩავეხუტე.
წასვლის წინ ჩემი ძმის მაიკა ვაჩუქე, სუნამო მოეწონა და ისიც თან გავატანე. კიბეები სირბილით ჩაიარა. აივანზე გავვარდი, თითქოს იგრძნოო, ამომხედა, ხელი დამიქნია და წავიდა. მიდიოდა და მის ჭკვიან თვალებს ვხედავდი,მისი ნაბიჯების ხმა მესმოდა. იქვე აივანზე ჩავჯექი და ტირილი დავიწყე. რა მატირებდა, ვერ გავაცნობიერე მაშინ და ვერც ეხლა ვხვდები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები