ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2011


ფლე-შს

დამღალა ცხოვრების იწილო-ბიწილომ,
გული გამიწვრილა,
მცხვენია, სიცოცხლე როგორ დავიჩივლო?
არადა ამას წინაც...-
სოფლის სამდურავში, ჩემს თავს წავასწარი.
მე  დავიღალე , ძალიან დავიღალე,
აღარაფერი მინდა,
ვიდრე გათვლილია, იყოს უფრო ადრე,
ოღონდაც დამაძინა...-
ღმერთო, საუკუნოდ შენთან წამიყვანე!
როგორ დამეტანჯა სული ხეტიალში...-
მეგონა  მივასწარი,
დრომ ძლივს გაიმეტა სახლი ქეციანი,
სულ სხვა მისამართით.
სული  ხეტიალში როგორ  დამეტანჯა...-
მეგონა მივასწარი,
არადა, სათუთია, მოსაფრთხილებელი,
ღმერთამდე მისატანი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები