ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2011


მონატრება

"მონატრება რომ სავსე თასივით გადმოივლის, იმას რა ჰქვია, ნეტა?.."
                                                                            რობერტ მესხი.



მომნატრებიხარ... რომ არც ველოდი, მომნატრებიხარ ისე!
დაგინახე და... მივხვდი მაშინვე, რომ შენით ვიყავ სავსე,
როგორც, რთველის დროს, ყურძნით - გიდელი, როგორც ხურდებით - ქისა,
ან რქაწითელის ყურძნის ნაჟური ღვინით (პირთამდე) - თასი....

მონატრებაა?..
                მე კი მეგონა, ცეცხლი ედება სხეულს
და სიმხურვალე, სუნთქვას რომ მიხშობს, მოლეკულებად დამშლის!
მონატრებაა?...
                შენთან სიშორემ სული მიმსგავსა სნეულს
და... დავაფასე ედემის ბაღში ევას შეჭმული ვაშლი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები