კოლხური ნოსტალგია
ცხრა მილიონი ლაზი, კოლხი, მეგრი და მესხი... - პონტოს ნაპირის გასწვრივ მათი გულის ხმა მესმის!..
ცხრა მილიონი ლაზი, ზანი, ჭანი და მესხი... -პონტოს ნაპირის გასწვრივ მათი ფიქრის ხმა მესმის!..
ცხრა მილიონი ლაზი, კლარჯი, ხალიბი, მესხი... -პონტოს ნაპირის გასწვრივ მათი ტკივილი მესმის!..
ცხრა მილიონი ლაზი, შავში, ჯავახი, მესხი... -პონტოს ნაპირის გასწვრივ მათი ქვითინი მესმის!..
ცხრა მილიონი ლაზი, სომხი, ერუში, მესხი... -პონტოს ნაპირის გასწვრივ მათი ოცნება მესმის!..
ცხრა მილიონი ლაზი, ჭანი, აფხაზი, მესხი... -პონტოს ნაპირის გასწვრივ მღერის... და სუნთქვა მეკვრის!..
ოდითგან ბრწყინავს ცა მზით / ზღვას რომ ჩაჰკვრია მკერდში / სულის - ურიცხვი ლაზის, სისხლის - უშქარი მხედრის...
ცხრა მილიონი მოყმის მესხის, ჯავახის, ჭანის მიწად ჩატანილ ბოღმით მტრის შელეწილი ჯანი...
ცხრა მილიონი კოლხის ხსოვნა წაგებულ ომის!.. -ცხრა მილიონი ქოხი ზრდის ფაფარაშლილ ლომებს!!!
სარფის სამანთან ოთხკეცი სონეტი-მონოლოგი
ჭანეთო და ლაზისტანო, კლარჯეთო და ერუშეთო - გული ვითღა გავიხაროთ, ვმონებთ ვიდრე ბედს უღმერთოს?!.
როსღა - ჩვენმა ორჩხომელმა ისრებრ პონტოს ზღვა გაჰკვეთოს?!. - გაყოფილმა ორად ერმა საქმე ერთი ვით აკეთოს?!.
ვით მივუვალთ დიდ წინაპართ, ძმანი ერთურთს თუ ვერ ვიხსნით?!. როდის აქეთ გაიაფდა მოსისხლისთვის ჩვენი სისხლი?!.
როსღა დავდოთ გაჭრილ სარფთან ფიცი - ცოტნეს საკადრისი?!.
ვითღა ჰპოვონ ძვლებმა შვება, ამ ზღვისპირად დაფლულებმა, ვიდრე კიდევ ნატვრად რჩება ერთმანეთის დაბრუნება?!.
ვიდრე გული უქმად შვრება, ვიდრე სისხლი ჯავრით შრება... ერთხმად ძმობის გამარჯვების არ დავჭექეთ ვიდრე ძმებმა?!.
ვიდრე გვესმის სარფის კართან მოთქმად ,, სი სო ული ბატა ’’?!. ვიდრე ცრემლი სულშიც ატანს, როს ამ ხმასაც ქარი ფანტავს?!.
ყელში ბურთებრ მეჩხირება, ქვითინს გულს რომ ამოვატან...
ამ ზღვის პირად დავანება ხომ ღვთივ ერგო ლაზიკიას?!. როს ძმები ვართ ალალები, ,, მეზობლობა ’’ რას მიქვია?!.
სევდაც ჩვენი დანანებით ჩვენს ერთობილ ცას მიჰკვრია...
ამ ზღვას მიჯრილ მთებში ჰქრიან სულნიც ჩვენთა წინაპართა... ჩვენ ხომ გვახსოვს - ჟამთა წიაღ ეს კედელი ვინ აღმართა?!.
არც ტყვევნილი, არც ხიზანი - შენსას ზიხარ ეზო-ყურეს!.. არც ცრემლი გაქვს ნასხვისარი, დღემდის რითაც შემოჰყურებ
შენს განაყოფ მამულ-დედულს - ჩვენს ძველ, ზიარ არემარეს... არ გაგვწირავს ღმერთი ბედკრულთ - ნანატრს მოგვახარებს ხვალეს!..
დავიბრუნებთ მალე ერთურთს - კიდევ ცოტაც, გენაცვალე!..
აგერ გვრინიც გვესმის გმირთა - ამ მიწას შეწირულ სპათა... ზღვა ჭოროხის ზვირთებრ ირთავს ჰანგებს, ციდან ჩამონატანს...
- ჩვენ სისხლ-ხორცი ჩვენი გვინდა!.. ჩვენ არც მიწა გვინდა სხვათა!.. - მესმის ორად გაჭრილ სარფთან როგორც ,, სი სო ული ბატა ’’...
მონატრების და იმედის საღამოები
დღეს ერთმანეთის რა ცოტა გვესმის ერთურთთან ყოფნას კი დღემდის ველტვით და ერთმანეთის ტკივილს და კვნესას საუკუნოვან ცრემლებით ვალტობთ...
მაინც ერთურთის სიმღერას ვუსმენთ ჩვენი ჰანგებიც ერთგვარად ჟღერენ და ფიქრნიც, ჟამი ჩვენს გულს რომ უსევს, ბნელში ერთმანეთს ეძებენ ჯერაც.
ერთი დედა-ზღვის დგაფუნი გვესმის როცა ტალღები ლაღად დაჰქრიან და ვაყურადებთ ჩვენივე ფესვებს ერთურთისკენ რომ მიისწრაფიან...
მაშინ კი, როცა მნათი, დაღლილი დასალიერთან თვალს აფახურებს და ზღვის სხვადასხვა მხრიდან ბალღივით მის ჩასვენებას ერთად გავყურებთ.
ერთდროულად რომ გვემშვიდობება, ერთგვარს გვპირდება დარსაც ხვალინდელს მერე, მაშვრალი ჯაფით სოფელი ვიდრე სასთუმალს თავქვეშ დაიდებს,
ახედავს ცას და გახედავს არეს იგემებს ზეფირს მოავგაროზეს და თუთარჩელად გაბადრულ მთვარეს დაეკითხება ხვალის ტაროსებს.
ამ დროს ნაპირთან მდგარი დღე ცისმარ, გაჩენის დღიდან რაც რომ ეწერათ, რომ მიელტვიან სადღაც სიზმარეთს მშვიდად ერწევათ სუსტი კენწერო.
ცისკენ ყელაწვდილს და ტანწერწეტა სანთლად ჩამოქნილ ჩვენ კვიპაროზებს და სწამთ რომ ჩვენი იღბალი ბერწი ობლის კვერს ვეღარ ჩაიჩაროზებს.
დასაბამით რომ ცხვება იდუმალ და თონეს რომლის, უვლის განგება და ზეციერი როცა ინდომებს, ჩვენიც გახდება სვე გასაგები.
მანამ კი ღალოს ძველი ლოდინი და ერთად ყოფნის კვლავ მონატრება მერე კი ვტყორცნით მზერა ბოლომდის ბრმა ბედისწერის ვერაგ ნატერფალს!..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კოლხური ნოსტალგია-პირდაპირ ტანში ჟრუანტელმა დამიარა-ტკივილის, იმედისა და სიამყის!!
დიდი მადლობა ავტორს! პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) კოლხური ნოსტალგია-პირდაპირ ტანში ჟრუანტელმა დამიარა-ტკივილის, იმედისა და სიამყის!!
დიდი მადლობა ავტორს! პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
3. მაშინ კი, როცა მნათი, დაღლილი დასალიერთან თვალს აფახურებს და ზღვის სხვადასხვა მხრიდან ბალღივით მის ჩასვენებას ერთად გავყურებთ.
ერთდროულად რომ გვემშვიდობება, ერთგვარს გვპირდება დარსაც ხვალინდელს მერე, მაშვრალი ჯაფით სოფელი ვიდრე სასთუმალს თავქვეშ დაიდებს,
ახედავს ცას და გახედავს არეს იგემებს ზეფირს მოავგაროზეს და თუთარჩელად გაბადრულ მთვარეს დაეკითხება ხვალის ტაროსებს.
მაშინ კი, როცა მნათი, დაღლილი დასალიერთან თვალს აფახურებს და ზღვის სხვადასხვა მხრიდან ბალღივით მის ჩასვენებას ერთად გავყურებთ.
ერთდროულად რომ გვემშვიდობება, ერთგვარს გვპირდება დარსაც ხვალინდელს მერე, მაშვრალი ჯაფით სოფელი ვიდრე სასთუმალს თავქვეშ დაიდებს,
ახედავს ცას და გახედავს არეს იგემებს ზეფირს მოავგაროზეს და თუთარჩელად გაბადრულ მთვარეს დაეკითხება ხვალის ტაროსებს.
2. ..
კაი კაცი. კარგი პოეტი.
ყველა სიკეთე. ..
კაი კაცი. კარგი პოეტი.
ყველა სიკეთე.
1. გეხარით იმო ძია, უფალმა გისმინოთ. გეხარით იმო ძია, უფალმა გისმინოთ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|