ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2011


ჩემთან დარჩები თუ...

დღეს ისევ ნაცრისფრად შევღებე ხედები,
ისევ იმ სევდას ვფლობ, რაც თავს არ მავიწყებს.
თითქოს წარსულისკენ აღარ ვიხედები,
მაგრამ მომავალზე ფიქრს მაინც არ ვიწყებ.

დღეს ისევ ზამთარს ვგრძნობ სულიდან ხორცამდე,
სიცივე მყინავს და სიშორე მახელებს
და სანამ ბავშვივით ტირილსაც მოვრთავდე,
გავურბი ყველაფერს, რაც ტკივილს მაყენებს.

და ისევ გრძელდება ჭიდილი განცდებთან,
მკაცრ წესებს უხეშად უარყოფს გრძნობები
და მე ვეღარ ვიგებ, საერთოდ რა ხდება,
ჩემთან დარჩები თუ... დამემშვიდობები....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები