ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2011


სურათები

სურვილი

გვირილებად გამომაყარა
ტანზე სურვილმა:
შენთან ყოფნის, შენი მოსმენის...
რომ არ გამიხმეს,
ყოველ საღამოს წყალივით
ვუსხამ:
ერთგულებას და თავდადებას.

მანამდე

სანამ ძარღვებში ნაკადულივით
მოედინება სისხლი,
სანამ მზის ენერგიით ვიმუხტები
და ყოველ დილით ხარბად ვსუნთქავ
ახალამოსული ბალახის ნედლ სურნელებას,
სანამ თვალები ჰორიზონტს იქითაც კი
იცქირებიან
და გული უფრო მეტს ხედავს,
ვიდრე სინამდვილეში არის,
მანამდე:
შიშნარევი სიხარულით ავირბენ აღმართს,
რომ ერთი ხელის კვრით შევაღო
ჩემი ეზოს ჭრიჭინა ჭიშკარი.


იდილია

სხვა არაფერი:
ოწინარიანი ჭის ცივი წყალი,
ხელისგულებში მომწყვდეული მზე
და საღამოობით მტვერგაცლილი იზაბელას ფერი ზეცა –
აი, სულ ესაა, ჩემი სოფლის იდილია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები