ღამის თბილისი,დეკემბრის. მით უფრო. თუ ოდნავ ითოვა,საერთოდ! თოვლიან ამინდში შენი ქათქათა თითები მათბობენ. მიყვარხარ, პატარა თოლია! ჩიტივით გიხდება ოთახში ჟღურტული, სიცილი, კისკისი,ეს დავიდარაბა... მოფრინდა სარკმელთან გულგამოპუტული მესკია ჩიტი და შეირხა დარაბა. თქვენ, ალბათ, ერთმანეთს ძალიან ეწყობით: შენ მინის აქეთ და ის მინის იქიდან. მაშ,ასე:(გიყურებთ) სპექტაკლი იწყება, ვზივარ და გამხნევებთ სულ ბოლო რიგიდან. მე ვცხოვრობ ქალთან, რომელიც გიჟია, რომელიც ატმის ყვავილი იყო და გაცვივდა მარტის ქარების ყიჟინით. მიყვარს და ასეთი გაფრენა მიყვარდა. მე ვცხოვრობ ქალთან, რომელიც ფისოა, მოვა და კისერზე ბრჭყალებით დამსერავს, ვერ გავიმეტებ,დივანზე ვისროლო, ვერ გამოვავლენ ჩემ ძაღლურ ხასიათს. ............................................................. მე ვცხოვრობ ზღვისპირა ქალაქის ამინდთან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. ჰო კარგია:-) ჰო კარგია:-)
29. რა მაგარია ეს ბიჭი, თითქმის ყოველდღე შემოვდივარ აქ. რა მაგარია ეს ბიჭი, თითქმის ყოველდღე შემოვდივარ აქ.
28. მე ვცხოვრობ ქალთან, რომელიც გიჟია, რომელიც ატმის ყვავილი იყო და გაცვივდა მარტის ქარების ყიჟინით. მიყვარს და ასეთი გაფრენა მიყვარდა.
მოეწონა არტეს;)+++ მე ვცხოვრობ ქალთან, რომელიც გიჟია, რომელიც ატმის ყვავილი იყო და გაცვივდა მარტის ქარების ყიჟინით. მიყვარს და ასეთი გაფრენა მიყვარდა.
მოეწონა არტეს;)+++
26. სიკეთე ავტორს..+5 სიკეთე ავტორს..+5
25. საყვარელი ლექსია, მომეწონა 5! საყვარელი ლექსია, მომეწონა 5!
24. მომწოოოოოოოონს.... მომწოოოოოოოონს....
23. მაგარი ლექსია :) აი გრძნობა რომ მოდის. ძალიან მომეწონა. +2 (პლიუს უსასრულობასაც დავწერდი რომ შემეძლოს) მაგარი ლექსია :) აი გრძნობა რომ მოდის. ძალიან მომეწონა. +2 (პლიუს უსასრულობასაც დავწერდი რომ შემეძლოს)
22. წარმატებები პირად ცხოვრებაში!!! და ბედნიერი ახალი წელი! წარმატებები პირად ცხოვრებაში!!! და ბედნიერი ახალი წელი!
21. თვითონ ხარ შენ გიჟი! თვითონ ხარ შენ გიჟი!
20. : ) უბრალო და საყვარელი ლექსია, მომეწონა : ) უბრალო და საყვარელი ლექსია, მომეწონა
18. ყოველთვის მიხარია აქ შემოსვლა,ვიცი რომ სიყვარულიანი ლექსქი დამხვდება. მთავარია თქვენმა სიყვარულმა არ მოისუსტოს,ლექსი რომ სუსტია ავტორმაც იცის მგონია(მის ლექსებთან შედარებით რასაკვირველია) უკარგესი თანამედროვე ხარ და უნიჭიერესი გიო. ყოველთვის მიხარია აქ შემოსვლა,ვიცი რომ სიყვარულიანი ლექსქი დამხვდება. მთავარია თქვენმა სიყვარულმა არ მოისუსტოს,ლექსი რომ სუსტია ავტორმაც იცის მგონია(მის ლექსებთან შედარებით რასაკვირველია) უკარგესი თანამედროვე ხარ და უნიჭიერესი გიო.
17. გენაცვალეთ.... :) გენაცვალეთ.... :)
16. მიყვარს და ასეთი გაფრენა მიყვარდა! ამ სიყვარულით უკანასკნელ ამოსუნთქვამდე!!!
ძალიან ლამაზია! წარმატებები!!! მიყვარს და ასეთი გაფრენა მიყვარდა! ამ სიყვარულით უკანასკნელ ამოსუნთქვამდე!!!
ძალიან ლამაზია! წარმატებები!!!
15. მე მომეწონა!! წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) მე მომეწონა!! წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
14. ..
საუკუნეა არ გვინახია ერთმანეთი. ვიღონოთ რამე.
ყველა სიკეთე. ..
საუკუნეა არ გვინახია ერთმანეთი. ვიღონოთ რამე.
ყველა სიკეთე.
13. ლამაზი ლექსია და საყვარელი....
მომეწონა...
ლამაზი ლექსია და საყვარელი....
მომეწონა...
12. ბიჭო,ჯაზსს ვუსმენ და ურაკზე რა მინდა, შემომიცდა თვალი და თურმე ვარ და ბარემ გაკოცებ მელოტ თავზე და ამ ლექსს ხვალ შევაკნატუნებ სიმპო მელოტო:* ბიჭო,ჯაზსს ვუსმენ და ურაკზე რა მინდა, შემომიცდა თვალი და თურმე ვარ და ბარემ გაკოცებ მელოტ თავზე და ამ ლექსს ხვალ შევაკნატუნებ სიმპო მელოტო:*
11. მომეწონა, თუმცა ხასიათი არა ინსტიქტი! მომეწონა, თუმცა ხასიათი არა ინსტიქტი!
10. რეალური სიყვარულია გადმოცემული,ზუსტი ცხოვრებისეული და არა( როგორც იციან ხოლმე უმეტესწილად პოეტებმა)პლატონური, არარსებული,წარმოსახვითი ძალიან მომეწონა :)++ რეალური სიყვარულია გადმოცემული,ზუსტი ცხოვრებისეული და არა( როგორც იციან ხოლმე უმეტესწილად პოეტებმა)პლატონური, არარსებული,წარმოსახვითი ძალიან მომეწონა :)++
9. ძალიან :) ++ ძალიან :) ++
8. აუ რა საყვარელი ლექსია,აი ზუსტად საყვარელი... + აუ რა საყვარელი ლექსია,აი ზუსტად საყვარელი... +
7. მოგიკითხეთ...:) ორივენიცა...:-* მოგიკითხეთ...:) ორივენიცა...:-*
6. ა, შე კაცო, თვარა ერთი გაფიქრება გავიფიქრე, ადრე უკეთეს ლექსებს უწერდა-მეთქი... ა, შე კაცო, თვარა ერთი გაფიქრება გავიფიქრე, ადრე უკეთეს ლექსებს უწერდა-მეთქი...
4. ლამაზია... თანაც ძალიან.... ფინალი განსაკუთრებით მომეწონა :) ++ ლამაზია... თანაც ძალიან.... ფინალი განსაკუთრებით მომეწონა :) ++
3. დავინახე ირინკა:) კიდევ გეტყვი-მიყვარს თქვენი სიყვარული... დავინახე ირინკა:) კიდევ გეტყვი-მიყვარს თქვენი სიყვარული...
2. კარგი მეუღლე გყავს. კარგი მეუღლე გყავს.
1. ..მაგარი ძაან.. + ..მაგარი ძაან.. +
|
|
მონაცემები არ არის |
|
|