ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იველინა
ჟანრი: პროზა
20 დეკემბერი, 2011


ჩვენი სახლი

-დედაააა, დეეეეე ღამე, რომ მეძინება ფეხები არ მეტევა და ფეხები მეყინება. დეეეე. დეეე, დეეე, აი ასე მოკუზული ვწევარ, ისე ფეხებზე მცივა.
უყურებს პაწია დედას აცრემლებული აჩვენებს როგორ წვება.
-გამოყავი აბა დამანახე როგორ გეყინება.
ეუბნება დედა.
ისიც ფეხებს გარეთ ყოფს, პატარა ბავშის ჩასაწვენი ლოგინიდან, უკვე დიდა, მართლა არ ეტევა. ლოგინს ხის დიდი გალისავით ჩარჩო აქვს ირგვლივ და პაწია ფეხებს იმაში ყოფს.
დედამ საბანი აიღო. გამოყოფილ ფეხებზე შემოუკეცა.
-ახლა დედა? ახლა გცივაა?
-ახლა არა.
ეუბნება ბედნიერი პაწია. ღამე მაინც ცივა, ძილისას პოზიციას იცვლის ტრიალებს, მერე ისევ იკუნტება ისე როგორ მუცელში იყო. აღარ ცივა.

***
-რამდენჯერ უნდა გითხრა, აღარ ეტევა იმ ლოგინში. რა ვქნა, რა ვუთხრა ბავშვს. შუაშიც ანუკი გვიწევს. ამ ჩემს ძმასაც არ შეუძლია. იმიტომ არ მოყავს ცოლი, რომ ჩვენ აქ ვცხოვრობთ. გადავიდეთ აქედან როგორმე, ბავშვებიც ცოდოა, არ ვეტევით ხომ ხედავ, პატარა ორ ოთახიანი ბინაა. იმ პატარა ოთახს ოთახი ხომ არ ეთქმის. გადავიდეთ გია, გადავიდეთ.

აცრემლდა დედა.

-რა ვქნათ მერო, ფული არ გვაქვს სად გადავიდეთ, სად წავიდეთ.

გია ცდილობს ყურადღება გადიატანოს, საუბრის თემა შეცვალოს. დღეს ნათესავმა მოატყუა, რაღაცა საქმეს დაპირდა და თურმე სულ ტყუილად ართმევდა თვეში 250 ლარს. არ უნდა მერის უთხრას და აწყენინოს. არ უნდა. ეგონა ის საქმე გამოუვიდოდა და შეძლებდა. არ გამოუვიდა.

-------
-ახალ სახლში გადავდივართ? სად მივდივართ დედა? მერე გიორგის და თამუნას ვეღარ ვნახავ?! დედა დავრჩეთ რაა. დედა გთხოვ დავრჩეთ რაა...

-თამუუ მე მივდივაარ.
-გიო მოვალთ ხოლმე და ერთად ვითამაშოთ კაიი?

***
-დიდი ბინა არაა, ახალ გარემონტებულია. იცოდეთ არაფერი არ გააფუჭოთ თორემ გადაიხდით მერე ყველაფერს. სულ ახალი რემონტია, ყველაფერი ახალია. მანამდე ვინ ცხოვრობდა? რავიცი შვილო გასარემონტებელი იყო და გავარემონტეთ ძირითადად დახურული იყო. ჩვენ არ ვცხოვრობდით აქეთ, მერე ეს ბინა ვიყიდეთ და გვაქვს ახლაც. და გაქირავება გადავწყვიტეთ გავარემონტეთ.

***

-გია დღეს მთელი დღეა წყალი არ მოდის.
-რა ჭირს, რა მოხდა?!
-არვიცი ან დაწყდა ან შეიძლება"ნაპორი" არ ყოფნის მე-7-ზე ამოსასველად.
-ეზოში მოდის წყალი?
-კი მგონი ეზოში მოდის
-წავიდეთ ამოვიტანოთ წყალი. ბავშვებო მომეხმარეთ.

პაწიაც დაეხმარა. რა მძიმე იყო ბოთლი. რა მძიმე. ერთ ლიტრიანი ბოთლი იყო და რა მძიმედ ექჩებოდა ხელებს. პაწიას ძლივს მოქონდა თავისი წილი წყალი.

***
-გია წყალი ისევ არ მოდის დღეს.
-მერო მეზობელს, რომ ვკითხოთ?!
-ახლავე გადავალ ვკითხავ.

დიდი შავი კარია. დედა აკაკუნებს.
-გამარჯობათ ჩვენ თქვენი მეზობლები ვარ სამი თვეა. ბოდიშს გიხდით, რომ შეგაწუხეთ და წყალი არ მოდის ჩვენთან, თქვენთანაც არ მოდის წყალი? და ხომ არ იცით როდის მოვა წყალი?
-არა ჩვენთან მოდის წყალი. კარგი "ნაპორით" არ მოდის, მაგრამ მოდის.
-ვაიმეე ესეგი ჩვენ გაფუჭებული ყოფილა. ჩვენ კიდე ეზოდან ამოგვქონდა წყალი, თან ლიფტიც არ მუშაობს.
-არაუშავს მოდით ჩემგან აიღეთ წყალი.

დედა ძალიან გახარებული იყო. ბავშვებსაც უხაროდათ. ორი ვედრო წყალი აიღეს, მეტი მოერიდათ, მადლობები გადაუხადეს და წავიდნენ. შემდეგ იქნებ კიდე ვთხოვოთო. მამა ძალიან დაღლილი მოვიდა სამსახურიდან. პაწიამ დაინახა დედა როგორ აკაკუნებდა. სახლში არ იყვნენ, არც დილით იყვნენ სახლში, არც შუადღით, მერე დავინახეთ კარებიდან, როგორ გადიოდა სახლიდან. დედას მეტი აღარ დაუკაკუნებია.

წყალი შევაკეთეთ. შემკეთებელმა თქვა ძველი ტრუბებიაო. კოსმეტიკური რემონტია მარტო გაკეთებულიო.

მე-7 სათული იყო. პაწიას ძალიან უყვარდა ფანჯრიდან გახედვა. რაღაცა ქარხანა იდგა სახლის წინ. მერე ეს ქარხანა დაანგრიეს. ზამთარი იყო. და მერე უცებ მხოლოდ მდელო იყო. ცარიელი გაშლილი მდელო. და ზამთარში ამ წვიმიან ქალაქში სასწაული მოხდა. იშვიათად თოვს მართლა თოვლს. უფრო წვიმიანი თოვლია, უშნოდ რომ ატალახებს ქუჩებს. ეს ზამთარი კი გამორჩეული იყო. თოვდა რაღაც საოცრად. მთელი მდელო დაიფარა თოვლით. მთელი დღე გუნდაობდა პაწია და მისი დაიკო.
მერე პაწია ამ ადგილსაც გაიხსენებს, როცა ჩაუვლის. აივნიდან ხედავდა, როგორ დაიწყეს მერე ამ მდელოზე ეკლესიის შენება... გაიხსენებს როცა ამ ეკლესიას და ამ სახლს ჩაუვლის.

***
ისევ ძველ სახლში არიან. ოღონდ სტუმრად, პაწიას გული არ უთმენს დედას დაეთხოვა თამუნასთან და გიორგისთან სათამაშოდ. რამდენი ხანია არ უნახავს. თამუნა ცოტა გაუცხოებულია, ჯერ თამუნასთან შევიდა. თამუნას მამა მეზღვარურია. გიორგის მამაც მეზღვაურია. თამუნას სახლში ლამაზი  თოჯინა ბარბები ყავს. პაწიას ძალიან უყვარს ბარბები. თამუნას ბარბის სახლიც აქვს და ვაი ეს რა არის. ვაიმეეე - ფიქრობს პაწია გულში, ბარბის დანაა. ასეთი რამ არასოდეს ენახა. პატარა ვარდისფერი დანა.
-თამუნა ეს ბაბრბის დანაა?
-ხო ბარბის დანაა. სადღაცა თეფშებიც და ჩაგლებიცაა, მეზარება მოძებნა.
პაწიამ მოიწყინა. თამუნა უხალისოდ ეთამაშება. დედაც ამოდის. თამუნას დედას ციური ქვია. ციური დეიდამ დედას რაღაცეები აჩუქა პაწიასთვის. ჩემს თამუნას არ ჩაეტია, მამისმა ჩამოუტანაო და იქნებ მოერგოს ზაფხულშიო. პატარა მაისური შორტებია და როგორც პაწია ეძახის ყვავილებიანი "ბასანოჩკები". უხარია ძალიან, პატარა სასაცილო ბიჭი ახატია მაიკას, როდის მოვა ზაფხული. დედა მადლობებს უხდის.
გიორგისთან გადადიან. გიორგიც უხალისოდ ეთამაშება, ახალი თოფები აქვს. ვიღაცა სხა ბიჭები არიან გადმოსული. მერე რაღაცეებს უყვება. გიორგისაც ქონია ბარბი, ოღონდ ბიჭი ბარბი. კენი. რა საოცარი ბარბია, ხელები და ფეხები ეხრება, ხელებს სხვანაირად წევს...

***
ანას ნკეცებიანი მინი კაბა დაუპატარავდა და ის ზედაც. ახლა პაწიას უკვე მოერგო. პაწია ხანდახან ბრაზდება. ტანსაცმელს ანას ყიდულობენ ხოლმე და ანას რომ უპატარავდება მერე პაწიას აცმევენ. იშვიათად ყიდულობენ პაწიასთვისაც. უფრო ზაფხულში, იმ ზაფხულს ციური დეიდას ნაჩუქარ ახალ ტანსაცმელში ფოტოც გადაიღებს. "ბასანოჩკებიდან" თითები წინ ქონდა გამოწეული, პატარა იყო, მაგრამ არაუშავს. პაწია რომ გაიზრდება ამ ფოტოს დანანებით დახედავს და გაახსენდება...
პაწიას ბარბის ესპერანსა ერქვა. ერთი სერიალის გმირი იყო მაშინ ესპერანსა და ანამ ბარბის ასე დაარქვა სახელი და ისე ძველი ბარბი იყო სახე წაეშალა და ხატვის ნიჭით დაჯილდოებულმა დამ ახალი სახე მიუხატა კალმით. მაინც განსაკუთრებული ბარბი იყო.
***
დედამ დაურეკა და მოვიდა.
-ხომ გაგაფრთხილეთ არაფერი არ გააფუჭოთ მეთქი.
-რა ვქნათ ქალბატონო მზია. გაიკეთა ნესტი და გაშავდა ჭერი, ადრევე დაგირეკეთ რომ ძალიან არ მოედოს. მანამდე დახურული გქონდათ. ბინა ნესტს იკეთებს... რა ვქნათ...
-მალევე დატოვეთ ბინა. თვის ბოლომდე დაცალოთ უნდა, ქირა გადაიხადეთ და წადით. ახალ გარემონტებული ბინა როგორ გამიფუჭეთ.
ბრაზობს. ძალიან ბრაზობს და კიდე სხვა ბრაზიან რაღაცებს ამბობს.

***
-დედა, დედა კიდე გადავდივართ? დედა არ შეიძლება აქ, რომ დავრჩეთ? დედა. რომ უთხრა რომ ჩვენი ბრალი არაა და ჩვენ არ დაგვიხატავს ეგ იქ, არ დაგვიჯერებს დედაა?!...

-გადავდივართ...

და მერე ისევ და ისევ... ჩალაგება-ამოლაგებას ვერ ასწრებდნენ. პაწია დიდი, რომ გაიზრდება ყველა იმ ადგილს გაიხსენებს სადაც უცხოვრია ამ ქალაქში, როცა ჩაუვლის მერე და იქნებ თვალზე ცრემლიც მოადგეს.

***
მერე გაჭირვებით, წვალებით, სასამართლო პროცესებით იყიდეს მათი სახლი. აქ ვირთხები, ტარაკანები, თაგვები, რისაც ასე ეშინოდა პაწიას და მის დაიკოს აღარ იყო. ავეჯი თითქმის არ ქონდათ. "ლეჟანკებზე" იწვნენ... მაგრამ მერე ექიმმა არაო. ჩავარდნილი ლოგინი იყო "ლეჟანკა" და პაწიას ხერხემლის გამრუდება დაეწყო. მაგრამ მალევე მიუსწერს. მერე ლოგინზე და ლოგინის ქვეშ ფიცარზე იწვა პაწია და აი ასე ახლებურად გადიოდა წლები...

***
-აუუ მიყიდე რაა სიგარეტი.
ეუბნება გიო.
ისინი ისევ არიან როგორც მაშინ ადრე.
-კარგი რაა ნუ "ჟოშკობ" გოგო რაა. მიყიდე სიგარეტი. თქვენ რა გიჭირთ.

არაფერია, უბრალოდ მშობელბი სიგარეტის ფულს არ აძლევენ.
წლები გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა დამოკიდებულების გარდა. სიღარიბის და გაჭირვების გამო "მე შენზე კარგი ვარ და შენზე მაღლა ვდგავარ" დამოკიდებულება არ შეიცვალა. თუმცა როლები შეიცვალა.
თამუნაც ისეთივე მედიდური იყო, როგორც გიო. პაწიაც ისე გაუცხოვდა, როგორც ისინი გაუცხოვდნენ როცა სადღაც გადავიდნენ.
ბიძამ წლები არ მოიყვანა ცოლი, ისე ცხოვრობდა უბრალოდ მარტო.

პაწია დახედავს ფოტოს, ის დრო ახსენდება და ფიქრობს რა გული უთმენდა დედას, როცა აცრემლებული ეუბნებოდა, რომ ფეხები არ ეტეოდა და ეყინებოდა. ფიქრობს გაჭირვებულს რატომ არ ეხმარებიან, რატომ წყალსაც კი არ აძლევენ 1-2 დღე სანამ შეაკეთებენ... ფიქრობს რატომ ატყუებს გაჭირვებულს ნათესავი, ნაცნობი, უცხო და ყველა და იმ ორ კაპიკსაც კი წაგჯლეჯს, რომელიც აქვს. და რა მძიმეა გაჭირვებულის ბედი... დახმარების ნაცვლად აქეთ ზევიდან დახედავენ და იფიქრებენ რა წაართვან და საღამოს სახლში საჭმლის გარეშე დატოვებენ.

საბანს შემოიხვევს, პაწია ჭერს უყურებს, აღარ არის პაწია, მაგრამ გულში მაინც ვერ გაიზარდა. ისევ ისეთივე ბავშვური დარჩა როგორიც იყო... ის პატარა მეც მასში ცხოვრობს ... მოიხვევს საბანს და ფიქრობს... რა ტკბილი და თბილია სახლი. ჩვენი სახლი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები