ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2011


რიტუალი

დედა,
ჩვენი ძველი ჩაიდანი როცა დაუსტვენს
უცხო ჩიტივით,
გაზს გამოვრთავ აუცილებლად.
ნუ იდარდებ.
მე ხელები არ მიკანკალებს,
ჩაის დავასხამ თეთრ ფინჯანში,
რომელსაც ოქროსფერი ვარაყიც კი აღარ ემჩნევა
და მაინც  მიყვარს.

ადრე ეს იყო
ყოველდღიური, ოჯახური  რიტუალი:
მამა საუზმობს,
შენ ჩაის უსხამ
(ჩაისფერია მამის თვალებიც - მოსიყვარულე, თბილი, თბილი)
და რა თქმა უნდა, იქვე ვზივართ მე და ჩემი და.
ვთამაშობთ:
ჩაი თეთრ ფინჯანში, გაშლილი  ზღვაა.
შენ - ლიმონის თხელი ნაჭერი,
ჩვენ - ორი  კურკა
დავცურავთ მშვიდად მამის ზღვაში
და ვიცინით.
და გვიხარია.

რა საქსი, ან რა კუზნეცოვი...

დედა, ნუ იდარდებ.
ეს ზღვა კოვზით არ დაილევა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები