ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2011


ცივ ქვაზე დაგდებ

როგორც ნაციხარს თაღლითი ძმები,
როგორც ნაომარს სანგრის ბიჭები, 
მე მენატრება განვლილი წლები,
რომელნიც წუხილს თუ მანიჭებენ.

წლები, რომლებსაც ნაფეხურები
ჩემი ატყვია გაცრეცილ დაღად,
ძველი ცოდვები, როგორც მდგმურები,
ჩასახლებულან ჩემს სულში ნაღმად.

მთელი ცხოვრება რომ გავურბოდი
და  დღესაც ვცდილობ, იქნებ გავექცე,
მეფობს სიცრუე_ჩემი საბედო
და გარეწრებთან იყოფს სარეცელს

გიჟის ხალათში დაჩეჩქვილ ხელებს
ვმალავ და ბედი არაფრად მაგდებს.
სანამ გამისკდი და  ჩამასველე,
გულო, დროებით ცივ ქვაზე დაგდებ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები