ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია დადიანი
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2011


იქ, ელეე




ორი გვირაბი...გამოდიხარ,უკან გაბრუნებს...
წრეზე ბრუნვაა.
ამიწყლიანდა თვალები და უმომავლობა
გაცვეთილი საბურავია.
იქაც გრძელდება სიცოცხლე
მიჭირს მოყოლა...
გავიყავით...
ვიჩხუბეთ..
არ დამინდეს...
აქ ერთმენთის სისხლს ვიფიცებდით.
მერე რა, რომ...
რომ გვშიოდა,გვწყუროდა,გვციოდა
უქალობაც გვჭირდა...
ვერ გავუძელი,ისინი შეიცვალნენ,
მე ტყეში გავიჭერი..
ზუსტად არ მახსოვს,შემოდგომა ზაფხულში
რატომ ცეკვავდა...
რა მეცეკვება მეთქი,გავიფიქრე და
ფოთლები წვერებად ამომეზარდა...
ელე...ელე...ელეეეე
სად აღარ გეძებე,დროში არეულმა თავი ჩამოვედი
ბრაზის მაგიდაზე,
თვალი გადავავლე
ყველაფერს ანუ შენ გიყურებ.
მერე რა რომ ვერ გპოულობ,
მერე რა რომ მინდოდა გაგპარვოდი ორი დღით
და მეგობრებთან ერთად დამესვენა,
მერე რა რომ სულელი ვარ...
აი,მე შენ ამ ყველაფრითაც ძალიან მეყვარებოდი.
ელეეე
ყველა ფოთოლო შენ გგავს,სიფრიფანა,მრავალფერი,
ზოგჯერ ხმელი...
და ვაი,რომ ჩვენს მხარეშიც ქარი იცის...
იქ,სადაც დავტოვე რამდენიმე მეგობარი და ჩემი მთელი ბავშვობა
იქ,არაფერი იცის...
იქ ერთფეროვნება ცვლის ერთფეროვნებას...
იქ,ცარიელი ქალაქი დგას,დგას და გვეძახის...
ელე,იქ...
მომეცი ხელი,რა მალე მოსულა ზამთარი...
ეს ჭრელი კაშნე როგორ გიხდება...
ახლა მეტყვი:არა,მე ვუხდებიო...
გახსოვს ანრის დედა მეზობელს რომ წყევლიდა
სულ ერთი სიტყვით?
"სიკვდილი"-ო?!
შემპირდი, რომ რაც არ უნდა ჩავიდონო,
არ დამწყევლი.
იქ,ელეე,სიცოცხლეს საგიჟეთი ქვია,
წყალს ნერვები,პურს უსხეულობა,
გაგიმართლა...იქ ღვინო არ იციან...
იქ,არც მეგობრობა იციან, ელე...
აქეთობისას,ფეხში დაჭრილმა, ზღვის ნაპირთან დავამარცხე სიკვდილი,
ღრმად ჩავფალი სილაში, უთავო ვარსკვლავი მკერდში შემომიძვრა
და ქიმებით დამესერა გული...
არა,ელე,ის ღვინო არა,სისხლი იყო...
დედაჩემის და მამაჩემის სისხლი,კიდევ უფლის
და კიდევ ჩვენი მომავლის...
ელე,სანაპიროზე რამდენიმე ძვირფასი ადამიანი დამრჩა,
მაგრამ ვიცი,რომ მივბრუნდები და...
კარგად დამიმიზნეს,
ზუსტად მარცხენა მხარეს,
ზურგში დამჭრეს...

ახლა შენს ხელებს ვიცავ ზამთრისგან,ზუსტად ისე
როგორც ჩემი მეგობრების საფლავს ბებერი ჭადარი.
ელე,მე იქიდან მოვდივარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები