ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 იანვარი, 2012


რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატები დიდი და ძლიერი, ხოლო საქართველო პატარა და სუსტი

საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად:

თ ა ვ ი 16.
სახელმწიფო და ეკლესია

მუხლი 142.
სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოკიდებულნი არიან.

მუხლი 143.
არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა.

მუხლი 144.
ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია.


საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებულმა კონსტიტუციამ, შემდგომი ცვლილებებით, პრინციპულად უარყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპები და აღიარა საქართველოს მრავალეროვანი და მრავალსარწმუნოებრივი სახელმწიფოსაგან საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეტად სპეციფიკური „დამოუკიდებლობა“, რაც სახელმწიფოს მიერ, ანუ სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე გადასახადის გადამხდელების მიერ აკრეფილი გადასახადების ხარჯზე, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებაში გამოხატა, ანუ მოხდა ერთი კონკრეტული სარწმუნოებისთვის უპირატესობის მიცემა (მაგალითად, საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებლების აჭარის და აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობის აღმსარებლობასთან შედარებით) და „ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან ... სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში 4,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის ქართველი არის სულ 3,5 მილიონი. ამ 3,5 მილიონში შედიან როგორც ქრისტიანი მართლმადიდებლები, ისე ქრისტიანი კათოლიკეები, აგრეთვე სხვა აღმსარებლობის, მათ შორის მუსლიმანობის, მიმდევრები, აგრეთვე ის ადამიანები, რომლებიც არ იზიარებენ არანაირ რელიგიურ შეხედულებებს. შედარებისთვის, თურქეთის რესპუბლიკაში და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ცხოვრობს, სხვადასხვა მონაცემებით, 5 მილიონიდან 8 მილიონამდე ეთნიკური ქართველი, ძირითადად მუსულმანური აღმსარებლობის მქონენი. ასეთ პირობებში, თავისუფლების და თანასწორობის თავისთავადი მნიშვნელობაც რომ არ მივიღოთ მხედველობაში და მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებებით ვიმსჯელოთ, მაშინ ქრისტიანი მართლმადიდებელი უმცირესობის (დიახ, უმცირესობის, 3 და 3,5 მილიონი უმცირესობაა 5 და 8 მილიონთან შედარებით) მიერ ვიწრო ჯგუფური ეგოიზმის გამოჩენა არამართლმადიდებელი უმრავლესობის (დიახ, უმრავლესობის, 5 და 8 მილიონი უმრავლესობაა 3 და 3,5 მილიონთან შედარებით)  მიმართ ეწინააღმდეგება არა მარტო საერთო ქართული ერთიანობის ინტერესებს, არამედ, საბოლოო ანგარიშით, გარკვეულ პირობებში, დამღუპველია საქართველოს სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, პოტენციური მოკავშირეებისთვის (მხედველობაში მაქვს თურქეთის და ირანის სახელმწიფოების ტერიტორიებზე მცხოვრები 5-8 მილიონი ქართველი) უგუნურად ხელის კვრისა და პრაგმატული მოსაზრებების გამო სხვა სახელწიფოების მხრიდან პოლიტიკური იზოლაციის ან არასაკმარისი მხარდაჭერის შემთხვევაში (გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორია). საქართველოს სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვის შემთხვევაში არც საქართველოს სამოციქულო  მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია იარსებებს დიდხანს, საკითხავია, ორგანიზაციულად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საერთოდ თუ იარსებებს.

რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატები დიდი და ძლიერი, ხოლო საქართველო პატარა და სუსტი?

ციტატა დუგლას ს. სთივენსონ’ის (Douglas K. Stevenson) წიგნიდან ”ამერიკული ცხოვრება და ინსტიტუტები” (“American Life and Institutions”, Stuttgart, Federal Republic of Germany, 1998, pages 24-26):

“Looking at religion in the U.S., we are oce more faced with typically American contradiction. From its very beginning as a nation, Americans have been extremely careful to separate church and state, religion and government. The constitution, specifically the First Amendment, forbids the government to give special favors to any religion or to hinder the free practice of any religion. As a result, there are no church taxes in the United States, nor is there an official state church or a state-supported religion. There are no legal or official religious holidays. Christmas, for example, is an important religious holiday for Christians. However, Congress cannot proclaim it, or any other religious observance, to be an official or legal holiday. To do so would violate the Constitution. There are no political parties in the United States that have “Christian” in their names and there are no crosses in the courtrooms. The days are long since passed when it was assumed that America was, or should be, “a White, Anglo-Saxon, Protestant” (WASP) nation. Yet surveys show that religion continuous to be quite important to many Americans, especially when compared with people in other countries. A nationwide poll in 1994 indicated that 59 percent of Americans regard religion as very important in their lives. Still, 69 percent thought religion was losing its influence on U.S. life…
Although religion plays an important role in the personal lives of many Americans, it has relatively little real influence in political matters. This is especially true at the national level. Some Americans, for example, were afraid that conservative, religious supporters of President Reagan would be able to affect national policies in the 1980s. Today, however, it is clear that these fears were unfounded. The size of America, the tradition of religious toleration, and the separation of church and state by law, as well as the extreme variety of religious backgrounds of Americans have prevented religion from gaining much influence on politics. Especially in comparison with many other western countries, the influence of religion on public and political institutions in the United States is minimal. Court cases dealing with such issues as whether a private Catholic hospital can be allowed to place a cross on its own smokestack, or whether Christmas nativity scenes in public places go against the separation of church and state, indicate how seriously this separation is taken”.

ვიცი, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან ეწყინება, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ბატონ დუგლას ს. სთივენსონ’ს (Douglas K. Stevenson) თავის წიგნში აღწერილი აქვს არა საკუთარი შეხედულებები სახელმწიფოს მოწყობის საკითხებზე, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ხელისუფლების და შტატების ხელისუფლებების მიერ გატარებული რეალური პოლიტიკა ამერიკის სახელმწიფო მოწყობის სფეროში.

ბატონ დუგლას ს. სთივენსონ’ის (Douglas K. Stevenson) მიერ ინგლისურ ენაზე დაწერილი ტექსტი ამ სტრიქონების ავტორის მიერ სპეციალურად არ არის ნათარგმნი ქართულ ენაზე, ვინაიდან ბატონ დუგლას ს. სთივენსონ’ის მიერ გამოთქმულ აზრებს, იმას, რაც ამერიკის შეერთებული შტატების, მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს, მოქალაქეების უმრავლესობის მიერ ელემენტარულ ჭეშმარიტებად აღიქმება,  საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქართულ ენაზე ჯიუტად არ ან ვერ აღიქვამს.

ამ სტრიქონების დაწერის მომენტისთვის, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ”საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე – აფხაზური”, მიუხედავად ამისა, ხშირად, როგორც საჯარო სამსახურში, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილ ხელისუფლებაში, ისე კერძო კომპანიებში, იატაკის მწმენდავად მუშაობის დაწყების მსურველებსაც კი აუცილებელ პირობად თხოვენ არა ქართული და აფხაზური ენების, არამედ ინგლისური ენის ცოდნას, ამიტომ დაბეჯითებით ვურჩევ იმ ქალბატონებს და ბატონებს, რომლებიც პატარა და სუსტი ტერიტორიის მოსახლეობად (მხედველობაში მაქვს სხვა სახელმწიფის ფაქტიურ კოლონიად ყოფნა) ყოფნას ამჯობინებენ დიდი და ძლიერი სახელმწიფოს მოქალაქეებად ყოფნას (მხედველობაში მაქვს დიდი და ძლიერი საქართველოს სახელმწიფო) :

იქნებ ისწავლოთ ინგლისური ენა და  ბატონ დუგლას ს. სთივენსონ’ის (Douglas K. Stevenson) მიერ ინგლისურ ენაზე დაწერილი წიგნი წაიკითხოთ. იქნებ ბატონ დუგლას ს. სთივენსონ’ის მიერ ინგლისურ ენაზე დაწერილი ელემენტარული ჭეშმარიტებების წაკითხვის შემდეგ მაინც გააცნობიეროთ, რომ უკეთესია იყო დიდი და ძლიერი სახელმწიფოს (მხედველობაში მაქვს დიდი და ძლიერი საქართველოს სახელმწიფო) მოქალაქე – თავისუფალი ადამიანი, ვიდრე პატარა და სუსტი ტერიტორიის მოსახლე – სხვა სახელმწიფოს კოლონიაში მცხოვრები მონა, თუნდაც ამერიკელი მონათმფლობელის მონა. იმიტომ რომ თავისუფლების და თანასწორობის იდეოლოგიის გარეშე, ანუ ყოველი ადამიანის სამოქალაქო უფლებების უზრუნველყოფის გარეშე საქართველო დიდი (დიდი=3,5 მილიონ ქართველს უშუალოდ საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე + 5-8 მილიონი ქართველი თურქეთის და ირანის სახელმწიფოების ტერიტორიებზე)  და ძლიერი (ძლიერი=თავისუფლება+თანასწორობა) ვერასდროს გახდება.


ადვოკატი კახაბერ როდინაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები