ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2012


მარტივად

ზამთარში ბეღურებს
თუ დავაკვირდებით,
დათოვლილ ტოტებზე
სხედან და უცდიან.
სხედან და უცდიან,
ღმერთის დაპირებულ,
თავის წილ ნამცეცებს,
როდის მიუყრიან.
გავფერთხავთ სუფრას და
ამ  სუფრის ნარჩენებს,
"არსობის პურიდან"-
კეთილი გული გვაქვს?
ეს ერთი შეხედვით,
-უფალი ხომ თვითონ გვაჩეჩებს -
სიკეთის კეთება 
სურს ჩვენი ხელებით.
ჩვენ კი,...- ჩვენ ვიბრალებთ
და ვერ გაგვიგია,
-და რა მარტივია-
ამ დიდ სამყაროში,
ყველას და ყველაფერს,
თავისი წილი აქვს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები