ნაწარმოებები



ავტორი: მიშიკო ბენდუქიძე
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2012


არა, შენ ვერასოდეს მოგკლავენ

არა, შენ ბედი არა გქონია,
მაგრამ დამცველი ბევრი გყოლია,
შვილების სისხლი შემოგსხმევია
თვალზე ცრემლები შემოგლევია
არა, შენ სახელს ვერ გააქრობენ
არა, შენ ვერასოდეს მოგკლავენ
ო, არა, შენ ვერ გიგლოვებთ ვერა
შენ გაგვიძლიერე შენ შვილებს რწმენა.
სული გაქვს დიდი და უტეხელი
და ეს ცხოვრება გაუტეხელი
შენთვისაც გამოდგა დაუთმობელი
თავისვე აზრის გაუგებელი
შენა ხარ ჩემი გულის ჭაღარა
ხან დიდი იყავ, ხან კი პატარა
ხან თურქის იყავ, ხან კი სპარსელის
მაგრამ შენ მაინც დარჩი ქართველის.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები