ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგა პავლიაშვილი
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2012


გულს ვკითხე ასაკი

გულს ვკითხე ასაკი, წლები დამიმალა,

მეც იდიოტივით ავმღერდი,

სარკემ ვერცხლისფრად რომ შემომანათა,

მერე მივხვდი, რომ დავბერდი.

ისე გავლიე მთელი ცხოვრება,

დროის საზღვარს არ ვავლებდი,

სიბერის ზღურბლზე მივმდგარვარ უკვე,

ახალგაზრდობავ, დამნებდი.

გულს ვკითხე ასაკი, წლები დამიმალა,

მეც იდიოტივით -ავმღერდი.    gp

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები