ისეთი ლამაზები ვერ გამოვიდა, სოფელში , შეშის ღუმელში რომ ცხვებოდა, თავებიც არა აქვს ისეთი კოხტა და დაბრაწული, მაგრამ მაინც ტრიალებს მადისაღმძვრელი სურნელი და მოზრდილ თეფშზე დადებული რამდენიმე საშობაო ღვეზელი პატარა, ცივ, ნესტიან ოთახს თითქოს ათბობს და კიდეც ანათებს. მარიამი პაწაწინა სარკმელთანაა განაბული,გამვლელთა ნაბიჯებს უყურებს და ცდილობს, შორიდან მაინც მოჰკრას ყური სანატრელ "ალილოს". -არ მოვლენ! -ამბობს სევდიანად.- ეს სოფელი არაა და აქ არ დადიან შობის მახარობლები... - ჯერ არ იციან მარიამ, აქ რომ ვცხოვრობთ, გაიგებენ და მოვლენ..ალბათ - ამშვიდებს დედა. - სხვები რომ ცხოვრობენ, ეს ხომ იციან? მაგრამ არავისთან მისულან. მთელი დღეა ვუსმენ, შენ რომ წასული იყავი, მაშინაც ვუსმენდი, საერთოდ არავის უმღერია "ჰაი, ჰაი, ჰაი, ალილოო" - წაიღიღინა, მაგრამ, უცებვე გაჩუმდა. იცის დედამ , როგორ უყვარს მარიამს მეალილოეები. სოფელში ადრიანად იწყებდა მათ დასახვედრად მზადებას: ხურდა ფულს აგროვებდა, კანფეტებს გადაინახავდა, ვაშლისა და მანდარინის პატარ-პატარა გორებს დგამდა, ყველასთვის რომ თანაბრად ეწილადებინა საშობაო ნობათი. შორიდანვე მოჰკრავდა ყურს შობის პატარა მახარობელთა შეუწყობელ ხმებს და სიხარულისგან ციბრუტივით დაბზრიალდებოდა -მოდიან, მოდიანო... გვიან ღამით, როცა სოფლის ორღობეებში სიჩუმე დაისადგურებდა, ფანჯარაზე სანთელს აანთებდნენ, დედა ყველაზე დიდ და ლამაზ ღვეზელს წელზე სამჯერ შემოატარებდა და ამბობდა: "ღმერთო, სული მთელი, გული მთელი, ტანი მთელი მიეცი ჩემს გოგონასო". მერე, სანამ ჩაეძინებოდა, თვითონაც ჩუმად იმეორებდა "სული მთელი, გული მთელი, ტანი მთელი...ღმერთო..." დილით, დიდ სინზე დახვავებული უამრავი ღვეზელიდან ერთს აიღებდა და... -დედაა, მამააა...ისევ მე შემხვდააა!!!!- მეზობლებსაც ესმოდათ გახარებული ბავშვის ყვირილი, რომელმაც კიდევ ერთხელ აღმოაჩინა საშობაო ღვეზელში ჩამალული "ოქროს" ფული. პატარა კი არის მარიამი, მაგრამ მაინც იცის,ვისაც ღვეზელში ფული შეხვდება, ის იმ წელს ყველაზე ბედნიერი იქნება. შარშანაც მარიამს შეხვდა, მაგრამ უკვე ეჭვი ეპარება , რომ იმ ფულს ბედნიერება მოჰქონდეს. აღარ არის მარიამი ბედნიერი, იმიტომ, რომ ახლა ის და დედა მარტო არიან, დიდი ქალაქის პატარა ქუჩის ციცქნა ოთახში შეყუჟულები. მთელ დღეებს მარტო ატარებს, იმიტომ, რომ დედა მუშაობს, იმიტომ, რომ მარიამი "დიდი და ჭკვიანი გოგოა" და მისი მარტო დატოვება შეიძლება. ეზოშიც კი არ გავა. მხოლოდ სარკმლიდან იყურება, საიდანაც გამვლელთა ფეხების მეტი არაფერი ჩანს... თუმცა, რამდენიმე დღეა , ქუჩის კუთხეში, პირდაპირ ქვაფენილზე, ერთი მოხუცი ზის ხოლმე, წინ რკინის ჯამი უდგას. ძალიან იშვიათად, ჯამში ჩაგდებული ხურდის წკრიალიც ესმის მარიამს, სულ უნდა, დედა რომ მოვა, თხოვოს, ჩვენც ავუწკრიალოთ ჯამი მოხუცსო, მაგრამ დედა ისე გვიან მოდის, რომ ბაბუ იქ უკვე აღარაა. დღეს ადრე მოვიდა , ღვეზლები უნდა დაეცხო და იმიტომ. ბაბუ ჯერაც აქაა. მარიამი ისევ სმენადაა ქცეული, მაინც აქვს იმედი, რომ შობის მახარობლები გამოჩნდებიან. დედას ეცოდება მარიამი, მაგრამ უცებ გაუელვა " ხურდად ქცეული სამი ლარი დამეზოგა"... გოგონა ღვეზელებიან თეფშს დასცქერის. დედიკოს ერთი ეშმაკობის შესახებ კარგა ხანია იცის მარიამმა: "ოქროს" ფულიან ღვეზელზე თითქმის შეუმჩნევლად, ჯვარია გამოსახული. ჭურჭლის რეცხვაში გართულ დედას, არც გაუგია, როგორ გაიხურა გოგონამ კარი. მარიამმა უცებ გადაჭრა ქუჩა, მოხუცთან მიირბინა, ხელში თბილი ღვეზელი ჩაუდო , წაუჩურჩულა -"ქრისტე იშვა ბეთლემსაო..." და ისევ სახლისკენ გაიქცა. მოხუცმა ფრთხილად გადატეხა სურნელოვანი ღვეზელი..."ოქროს" ფული ქვაფენილზე აწკრიალდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. როგორ გამათბო.... მაისშიც ვიგრძენი შობის ჯადოსნურო ღამე!
როგორ გამათბო.... მაისშიც ვიგრძენი შობის ჯადოსნურო ღამე!
37. ძალიან მომინდა , დღეს სულმა მომთხოვა ეს ნაწარმოები წამეკითხა, როგორი თბილი და გულის გამათბობელი ნაწერია, გაიხარე ავტორო ამ სითბოსთვის. ველოდები ახალ პროზებს. ძალიან მომინდა , დღეს სულმა მომთხოვა ეს ნაწარმოები წამეკითხა, როგორი თბილი და გულის გამათბობელი ნაწერია, გაიხარე ავტორო ამ სითბოსთვის. ველოდები ახალ პროზებს.
36. მომეცა საშუალება ხუთიანები დავწერო)) როცა დრო მაქვს,ვცდილობ წაგიკითხო,ძალიან მომწონხარ,გულს მითბობ <3 მომეცა საშუალება ხუთიანები დავწერო)) როცა დრო მაქვს,ვცდილობ წაგიკითხო,ძალიან მომწონხარ,გულს მითბობ <3
35. კი არაა შობა,მარა ჯონათანი ის ავტორია,რომლის ყველაფერი უნდა წაიკითზო. კეთილი და თბილია გავთბი(არადა ჩემთან ცივა) კი არაა შობა,მარა ჯონათანი ის ავტორია,რომლის ყველაფერი უნდა წაიკითზო. კეთილი და თბილია გავთბი(არადა ჩემთან ცივა)
34. საოცრად თბილი მოთხრობაა... ++ საოცრად თბილი მოთხრობაა... ++
33. ჯონათან რამაგარია...) 5 - სიყვარულით ზღვისპირელი ჯონათან რამაგარია...) 5 - სიყვარულით ზღვისპირელი
32. ალბათ თქვენც თქვენი ნაწარმოებებივით თბილი ხართ <3 ალბათ თქვენც თქვენი ნაწარმოებებივით თბილი ხართ <3
31. ესეც რა თბილია.. რატომ არ წამიკითხავს აქამდე?!
დავიწყე და ღვეზელის ისეთი სურნელი დატრიალდა სახლში, რომ მმ ^_^
კარგია
ესეც რა თბილია.. რატომ არ წამიკითხავს აქამდე?!
დავიწყე და ღვეზელის ისეთი სურნელი დატრიალდა სახლში, რომ მმ ^_^
კარგია
29. უჰ კარგი იყო! უჰ კარგი იყო!
28. ავტირდი ..
ძალიან მომეწონა ! ავტირდი ..
ძალიან მომეწონა !
27. ძალიან თბილი და ლამაზია. ) ძალიან თბილი და ლამაზია. )
26. შენ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ავტორი ხარ...ბევრი+++++ წარმატებებიიიიი..
ალბათ ის კვერებიც ისეთივე გემრიელი იქნებოდა როგორც ეს პროზა.
კარგია შენ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ავტორი ხარ...ბევრი+++++ წარმატებებიიიიი..
ალბათ ის კვერებიც ისეთივე გემრიელი იქნებოდა როგორც ეს პროზა.
კარგია
25. თბილად წერ და ხელშესახებად.
ნიკიც შესაბამისი :)<< ჯერ კიდევ როდის =) თბილად წერ და ხელშესახებად.
ნიკიც შესაბამისი :)<< ჯერ კიდევ როდის =)
24. ძალიან , ძალიან თბილი ნაწერი სოფლის სურნელით გაჯერებული, მთელი გულით მომინდა თქვენი მოთხრობის პერსონაჟი ვყოფილიყავი... დაგლოცოთ უფალმა და გაგახაროთ. +5 ძალიან , ძალიან თბილი ნაწერი სოფლის სურნელით გაჯერებული, მთელი გულით მომინდა თქვენი მოთხრობის პერსონაჟი ვყოფილიყავი... დაგლოცოთ უფალმა და გაგახაროთ. +5
21. "when you cut it mama mama please save me a slice" <3
++++++++++++ "when you cut it mama mama please save me a slice" <3
++++++++++++
20. კარგი ხარ,ჯონათან!გაიხარე! კარგი ხარ,ჯონათან!გაიხარე!
19. კარგი ჩანახატია:) კარგი ჩანახატია:)
18. ,,ეზოშიც კი არ გავა. მხოლოდ სარკმლიდან იყურება, საიდანაც გამვლელთა ფეხების მეტი არაფერი ჩანს... ” +++++ ,,ეზოშიც კი არ გავა. მხოლოდ სარკმლიდან იყურება, საიდანაც გამვლელთა ფეხების მეტი არაფერი ჩანს... ” +++++
16. ამ თითქმის გამოზაფხულზე შობის განწყობა მომიტანა. კარგი ნაწერია ძალიან ამ თითქმის გამოზაფხულზე შობის განწყობა მომიტანა. კარგი ნაწერია ძალიან
15. აი, ეს კი ნამდვილად წავიკითხე სხვა საიტზე და მომეწონა...არ მახსოვს, მგონი, გავაპლიუსე კიდეც (თუ არ ვცდები) თუმცა, ახლა ვერ ვპოულობ... რატომღაც.... აი, ეს კი ნამდვილად წავიკითხე სხვა საიტზე და მომეწონა...არ მახსოვს, მგონი, გავაპლიუსე კიდეც (თუ არ ვცდები) თუმცა, ახლა ვერ ვპოულობ... რატომღაც....
14. აი, ეს კი ნამდვილად წავიკითხე სხვა საიტზე და მომეწონა...არ მახსოვს, მგონი, გავაპლიუსე კიდეც (თუ არ ვცდები) თუმცა, ახლა ვერ ვპოულობ... რატომღაც.... აი, ეს კი ნამდვილად წავიკითხე სხვა საიტზე და მომეწონა...არ მახსოვს, მგონი, გავაპლიუსე კიდეც (თუ არ ვცდები) თუმცა, ახლა ვერ ვპოულობ... რატომღაც....
13. რა კარგიააააა :) რა კარგიააააა :)
12. მომეწონა, რაღაცნაირად მესევდიანა!, მომეწონა, რაღაცნაირად მესევდიანა!,
11. მარიამმა უცებ გადაჭრა ქუჩა, მოხუცთან მიირბინა, ხელში თბილი ღვეზელი ჩაუდო , წაუჩურჩულა -"ქრისტე იშვა ბეთლემსაო..." და ისევ სახლისკენ გაიქცა. მოხუცმა ფრთხილად გადატეხა სურნელოვანი ღვეზელი..."ოქროს" ფული ქვაფენილზე აწკრიალდა.
გაიხარე, ჯონათან! 5 მარიამმა უცებ გადაჭრა ქუჩა, მოხუცთან მიირბინა, ხელში თბილი ღვეზელი ჩაუდო , წაუჩურჩულა -"ქრისტე იშვა ბეთლემსაო..." და ისევ სახლისკენ გაიქცა. მოხუცმა ფრთხილად გადატეხა სურნელოვანი ღვეზელი..."ოქროს" ფული ქვაფენილზე აწკრიალდა.
გაიხარე, ჯონათან! 5
10. თბილად წერ და ხელშესახებად.
ნიკიც შესაბამისი :) თბილად წერ და ხელშესახებად.
ნიკიც შესაბამისი :)
8. დიდი მადლობა ...არ ველოდი, ნამდვილად:)) მრავალ ბედნიერ შობა-ახალ წელს დაესწარით! დიდი მადლობა ...არ ველოდი, ნამდვილად:)) მრავალ ბედნიერ შობა-ახალ წელს დაესწარით!
6. წ ა ი კ ი თ ხ ე თ ! :) +5 შობას გილოცავთ! წ ა ი კ ი თ ხ ე თ ! :) +5 შობას გილოცავთ!
5. წ ა ი კ ით ხ ე თ! წ ა ი კ ით ხ ე თ!
4. კი ძალინ მომეწონა:) გილოცავ ქრისტეშობას:) კი ძალინ მომეწონა:) გილოცავ ქრისტეშობას:)
3. გუშინ წავიკითხე ლ.ლორიას გვერდზე ეს ფრაზა და საოცრად მომეწონა:"მაგრამ არ შეიძლება მათხოვარს ის მისცეო, რაც შენ არ გჭირდებაო" მრავალ შობას დაესწარი ავტორო! გუშინ წავიკითხე ლ.ლორიას გვერდზე ეს ფრაზა და საოცრად მომეწონა:"მაგრამ არ შეიძლება მათხოვარს ის მისცეო, რაც შენ არ გჭირდებაო" მრავალ შობას დაესწარი ავტორო!
2.
ამაღელვებელია...-"ქრისტე იშვა ბეთლემსაო..." და ისევ სახლისკენ გაიქცა. მოხუცმა ფრთხილად გადატეხა სურნელოვანი ღვეზელი..."ოქროს" ფული ქვაფენილზე აწკრიალდა.
მრავალ შობას, ჯონათან +5
ამაღელვებელია...-"ქრისტე იშვა ბეთლემსაო..." და ისევ სახლისკენ გაიქცა. მოხუცმა ფრთხილად გადატეხა სურნელოვანი ღვეზელი..."ოქროს" ფული ქვაფენილზე აწკრიალდა.
მრავალ შობას, ჯონათან +5
1. ძალიან თბილი და სულის შემძვრელია:)
მრავალ შობას! შეგეწიოთ ძალიან თბილი და სულის შემძვრელია:)
მრავალ შობას! შეგეწიოთ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|