ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2012


თოვლის ანგელოზები

თოვდეს მინდა...
უხელთათმნოდ ვგუნდაობდეთ ორივე...
და მერე,
დაღლილებმა და არაქათგამოცლილებმა,
თოვლის ანგელოზები გავაკეთოთ...
ნახე, რა რბილი და ფაფუკია თოვლი...
ჩემს ხელისგულებზე ღრუბლის ქულასავითაა
და სულ არ მცივა...
მოდი, ვიგუნდაოთ...
თმაზე დამათოვე და მითხარი, რომ
ეს თოვლი ჩემს თავს გაგონებს:
ისეთივე თეთრია, როგორც მე,
ანუ ჩემსავით დაუპყრობელი...
თოვდეს მინდა...
თოვლის პაპა დავდგათ ქუჩაში
და რომ არ დადნეს,
თოვლის გუნდები დავამატოთ...
შეხედე, თოვლი ხელისგულებში არ მიდნება...
ისეთი რბილი და ფაფუკი თოვლია,
არც მცივა,
დედის ყველა ტკივილს გეფიცები...
შენ ჩემი კუპრივით შავი თმა თეთრ თოვლზე
მარაოსავით უნდა გაშალო,
რომ უფრო მეტად იგრძნო კონტრასტი...
თეთრი და შავი,
თეთრი და შავი,
თეთრი და შავი...
როიალის კლავიშებია თითქოს...
და შენ დაუკრავ ჯერ არგაგონილ მუსიკას,
მსოფლიოში ყველაზე მშვენიერ მუსიკას:
სიყვარულზე, სილამაზეზე, სისპეტაკეზე...
თოვდეს მინდა...
მუხლამდე თოვლში დავდიოდეთ მე და შენ
და სუნთქვადამძიმებულებმა
თოვლის ანგელოზები გავაკეთოთ.
აი, ნახავ,
მალე მოვა თოვლი...
უხელთათმნოდ უნდა გეგუნდავო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები