ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2008


SALE

ახლაც ბოლომდე იხარჯები...
შენიდან, როგორც ხურდას ჯიბიდან,
დაუდევრად იღებ გრძნობებს და
ალაგებ დახლზე.
არა გასაყიდად, არამედ ამზეურებ და
ეს სიამოვნებას განიჭებს...

შენთან მოსული კეკლუცი კლიენტები,
მუშტრის თვალით შეაფასებენ შენეულ ,,ტავარს”,
სათითაოდ გკითხავენ ფასს...
შენ კი ეტყვი, რომ არ იყიდება და
ხელცარიელს გაისტუმრებ მათ...

კმაყოფილი ხარ ,,ვერშედეგმოტანილი” ვაჭრობით,
იცინი, დასცინი, თამაშობ,  და...
ერთობი შენივე ემოციებით.
მაზოხისტი ხარ...
მიუხედავად იმისა რომ აქ არაფერი იყიდება,
თითოეულს თავისი მარკა და ფასი აქვს,
გარდა ტკივილისა...

რა საჭიროა? ისედაც ყველას საკმარისი აქვს
მაგრამ, მოვა ვიღაც...
და მის შეძენას მოინდომებს.
შენ კი ეტყვი რომ ძალიან ძვირია და
დაუდევრად გააბრუნებ უკან,
შეუფასებელი ,,საქონლის” უცნაურ კლიენტს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები