ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2008


ჰმ!


ცრემლებით ძალიან იშვიათად,
უფრო, რეალობით ვტირი.
შეგრძნებებს თმებივით ვიშლი ახლაც,
ვსაუბრობ სიმშვიდის პირით...

სიტყვებიც საკმაოდ იშვიათად,
ვეპყრობი ჩურჩულსაც ფრთხილად.
თვალებში სინათლე მიკიაფებს,
მისული ჩაქრობის პირას...

_ ლექსები?!
ჰმ...
მართლა იშვიათად!
დიდი სიხშირით კი, ვურევ
ცხოვრებას, ტკივილს რომ მიქიაქებს,
და მელნად იღვრება სული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები