ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2012


დედაი (მთის ხმაზე)

თოლს ჩინი დააკლდა,
დაბრმა დედაი და,
ჯანღ ჩამოსწოლია
ორთავ ქუთუთოსა.
დაღლა ეკარება,
თითქოს ვერცსაიდან,
ცა გაწვიმდებაო,
ამბობს, უთუოდა.
არცრას აგიძრახავს
კარში მოჩუჩუნე, 
ისრე დაასვენებს
ბანზე ბებერ მუხლსა.
თავქვე არაგვია რბის,
ქვებზე მოჩუხჩუხე,
დარდს კი, როგორც უწინ,
კალთას დაიმუხლავს.
მერმე გაისწორებს
თავზე შავ ჩიქილას,
ბეჩა, მიმალავდეს
გათეთრებულ თმებსა.
დაკოჯრილ თითებით
მალ-მალ მაიჩრდილავს
შუბლას, რახანია ელის
ერთადერთსა.
უბრად ყურს მიუგდებს
აბუქებულ რიყეს,
,,ბალღი მამდისაო...”
გულს დაიფენს ხელსა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები