ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2012


ნატვრის ხეები (2)

ნისლი წევს გზაზე,
ხეები დგანან
და ასე ყველას დასანახად,
ასე აშკარად,
ორთქლის აბაზანებს იღებენ მშვიდად.
მერე კი თითქოს,
აბანოდან გამოსულებს,
ახლად დაბანილ,
სუფთა  ტანებზე,
მოუცვამთ ჭირხლი...-
საქორწილო , თეთრი სამოსი-
ყინვა მაესტრო- კუტურიე,
კაცი, რა კაცი-
(ქედს ვიხრი, მისი ნიჭის წინაშე)
ყალმით ნახატი,
ხე -  პატარძლები
გზადაგზა სჩანან...
და თიქოს ჩემთვის
გაუმართავთ  ზამთრის  "პაკაზი".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები