ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2012


ჩემი მზე...

ჩემი მზე იღიმის მუდმივად...
შენ ნუ დაუშლი...
და ნუ გეგონება, რომ ეს მხოლოდ ჩემი ოცნებაა...
სულაც არაა ძნელი წარმოიდგინო:
გაღიმებული მზე;
ამღერებული ცა,
აცეკვებული ტყე...
სულ ერთი პეშვი ფანტაზია კმარა ამისთვის,
სულ ერთი პეშვი...
და შენც დახატავ:
ფურცლის კუთხეში
გაღიმებულ მზეს!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები