ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2008


უწესო თამაში

გირი დაუმატეს... და ტკივილის პინა
დაქანდა მიწისკენ სამყაროს სასწორზე.
შენი აღარ მჯერა!  თუ სადმე არსებობ,
ღმერთო, გამოდი და თვალი გამისწორე!

ობოლ პატარას რომ ბრჭყვიალა ბზრიალას
ეზოში ართმევენ ბოროტი დიდები,
მერე კი შორიდან მწარედ დასცინიან
შენც ასე წამართვი სულ ბოლო იმედი.

და ბედნიერების ფრთალურჯი ფრინველი-
მისი გალობა რომ მართლა მირონია,
მხოლოდ ერთადერთხელ, შორით დამანახვე...
მერე კი წამართვი... გეყო ირონია...

ვთამაშობთ? ფეხებზე მკიდია წესები
და ცხელ საფეთქელთან ცივ ლულას ვისწორებ:
სანახაობები ხომ გიყვარს, უფალო?
გამოდი და თვითმკვლელს თვალი გამისწორე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები