ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2012


სიმშვიდე

ოთახიდან ოთახში სიჩუმე გადამაქვს,
ვცდილობ რომ როგორმე განწყობა გადმოვცე.

ქუჩებს აქვთ სურნელი
დამწვარი ფოთლების.

არ მინდა ვარღვიო უცვლელი სიჩუმე,
ამიტომ ფიქრისას
ბოლომდეც არ ვფიქრობ.

სიმშვიდე ყოფილა ჰაერზე მსუბუქი,
ჰაერი დრო და დრო სიმშვიდეს ამძიმებს.

თბილისის პატარა პარიზულ კაფეში
ვსხედვართ და გაყინულ ხელს როცა გამითბობ,
სხეულის კიდეში
მზის სხივით დამფრთხალი სიცივე თამაშობს.

თბილისის პატარა პარიზულ კაფეში
ვსხედვართ
და სიმშვიდე კვლავ ჩემით თამაშობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები