ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2012


  ჩამოტვირთვა

თავისუფალი ლექსი (იმის შესახებ,თუ როგორ თენდება...)

რიჟრაჟისფერი აქვთ სახლებს.
თუნუქისსაკვამურებიანი კრამიტი
თვალებს ახელს.
როგორც ფიშკები,მოგებული კარტი და აზარტი.
ამინდი-
ყურებთან წუილით ზამთარი.
გვაგიჟებს მე და შენ ახლა ეს დრამა.
იქნებ ჯობია რომ ადგე, ან დამთავრდე
ესკადა.
ვიგონებ თუ როგორ დაგკარგე,
თუ როგორ დამემსხვა მინებად მაჯებზე სამყარო.
აქამდე
ისეთი სიჩუმე იყო...
ახლა რომ
დაბრუნდე,არ მაწყობს...
ნეტა მოვესწრო- მზე ჩამომიჯდეს საწოლთან,
ადაპტაცია-რამოდენიმე წუთში.
ჩვევა-დილაობით ფუნთუშა უშაქრო მაწონთან,
პუნში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები