ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პროზა
5 თებერვალი, 2012


პროზა არა ის.

თუ  წვიმიანი ან თოვლიანი ამინდი  არ მსიამოვნებს,მხოლოდ იმის გამო,რომ
შეიძლება ფიქრებში გართულს წავაწყდე ისეთ ადამიანს,ვინც ამ დროს სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ დაწესებულებაში, წელატკივებულს უწევს ,სველი ტილოთი წმინდოს სხვისი ტალახიანი  ნაფეხურები.
  თუ ყოველ ღამით,ღუნღულა საწოლში ჩამთბარს მძულს ასეთი (ერთი შეხედვით ელემენტარული) ფუფუნება,მხოლოდ იმიტომ,რომ ვიღაც თონესთან გავლისას ცდილობს წამიერად გათბეს და თან დაბრაწული პურის სურნელიც იყნოსოს.
  რამდენად გამარტივდებოდა საქმე,რომ ფუფუნება დავშალოთ ფუფუდ და ნებად,ფუფუ დიდი არაფერია,აი ნებას კი ყოველთვის გამოვიყენებდით(შესაძლებლობასთან ერთად),რა თქმა უნდა ჩვენი და სხვისი კეთილდღეობისთვის.
  რეალობა კი დაახლოებით ასეთია:
-შენ რა,ყოველდღე ნატურალური რძის პროდუქტით არ იკვებები?
-შენ  რა,არ იცი,რომ ეგ ზედა მაგ შარვალს არ უხდება?

-რა დროს სოფლის სიმშვიდეზე ფიქრია,გაერთე,ისიამოვნე.

-შენ რა,არ იცი,როცა გეუბნებიან,წვერი გაიპარსე,რათ გინდაო,რომ უნდა გაიპარსო?

ოკ.
მასე მოვიქცევი(შესაძლებლობების ფარგლებში)მაგრამ შენ რა?

  და სხვისი ამდენი შენიშვნით ,სხვისი ამდენი  კომენტარით,სხვისი ამდენი ამდენით,გიღრმავდება ფიქრი პარალელურ სამყაროზე ,სადაც ყველაფერი პირიქითაა.
  საკუთარი თავისადმი მეტის მოთხოვნის გრძნობა და მისი ვერდაკმაყოფილება,არასრულფასოვნების შეგრძნებას რომ იწვევს,ხშირად  სწორედ ამას იყენებს სხვა შენი სისუსტეების პოვნაში.
  საკმარისია,ცხოვრების მანძილზე ორ ან სამ ეგოცენტრიზმით შეპყრობილ პიროვნებასთან მოგიწიოს ურთიერთობა,რომ შეიძლება მან ცხვარზე მეტი მოგთხოვოს : მისცე ხორცი,რძე მატყლი,ამასთანავე იყო მგლების საკბილოც ან როგორც თათრის ცინგლიან ბავშვს,გკრას ხელი და  „გადი იქეთ“-ო მოგაძახოს,სიტყვით თუ არა ქცევით.
      მხოლოდ იშვიათად გათენებული დილის იმედზე ვერ იქნები,როცა ახალგამოფხიზლებულზე,იმის გაფიქრებაც  კი თავს გატკიებს,რომ უნდა ჩაიცვა.
  ბოლო დროს რეალობაში მომხდარი არასასიამოვნო ფაქტები იმდენად მიუღებელი და უცხო გახდა ჩემთვის,რომ მგონია,თითქოს საერთოდ არც მომხდარა.

  სიზმრების დროს კი დავდივარ მიცვალებულთა დარბაზებში და შიშნარევი მოლოდინით ვგრძნობ,რომ სულ მალე მეც მოვხვდები იმათ რიგებში,ვისაც შეეხო ამნისტია და ნაადრევად გათავისუფლდა ცხოვრებისგან ცხოვრებაშივე.
  სიცოცხლე და სიკვდილი იმ ორ ადამიანს გავს,რომელიც მათთვის საერთო აზრზე უაზროდ კამათობს.
  სიცოცხლე თუ სიკვდილი?
  უ-თუ-ოდ უნდა შეიცვალოს რაღაც,მანამდე კი...
ბედი თუ არა,ბებიაჩემი  მაინც გამიღიმებს ხანდახან.
  როცა ვინმეს ადამიანობით მკურნალობას დააპირებ, გამოყენების ინსტრუქციას კარგად უნდა გაეცნო,ესაა და ეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები