ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2008


ბოდვა... სიზმარეული

ხმაურობს სიზმარეთი
და ღამეს ყარაულობს,
მე იქაც არეული
დავდივარ, აბდაუბდა...
წევს შუამდინარეთი,
ანბანთა სამფლობელო,
დუმს თითქოს არყოფილი
ქვეყანა ფარაონთა...
აქა-იქ ხეებია,
სისხლი სდით კვიპაროსებს,
კოშმარი ითავისებს
სხეულის არითმიას...
დგას მოლა მინარეთთან,
უიეროგლიფებო
ტყავები მიათრევენ
ჯერ კიდევ ცოცხალ ხბოებს...
იქნება, არც ვყოფილვარ
და ერთი სიზმარია
ეს ჩემი არსებობაც,
ან, იქნებ... სულ ერთია...
და ვიცი, უსათუოდ,
რომ ძილი მელოდება,
ცივი და უსიზმრებო
ძილი, ადრე თუ გვიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები