ნაწარმოებები



ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2012


***


ფერების ლხინი/დარი რომ არი/,
მეწყერი,წყარო,გზა და ბულული.
ნისლის ტალღები ყვავილოვანი
და სიმსუბუქე სალამურული.

გადარჩენილი საშინელებას-
ბან-გუმბათების აბალახებას.
ცის მხარეებში აფრინველება,
ზღვის სიღრმეებში ჩაკალმახება.

მზერა-კოცონში ნამის მკრეფელი,
ოქრო სიჩუმის და მზის ქნარების.
შორს მწვერვალები-ლაღნი მეფენი
და მთები,როგორც ამირბარები.

ღმერთის გულივით თბილი ფიცრული,
ნათება სიბრძნის,ალბათებურის.
სამოთხის გავლით მზესთან მისული
და კიდევ ერთხელ დაბადებული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები