ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2012


ზღაპარი თოვლიან გზაზე

მახსოვს მე ეს გზა, ბავშვობიდან  როგორ მიყვარდა,
ამოვიარე დღეს აღმართი მარტომ შორიდან,
სოფელში ამ დროს თითქმის  სძინავს ყველა ბინადარს,
ანდა რა შიში? - ბავშვობაში ყოფნა მომინდა.

დათოვლილ ხეებს ფეხზე  სძინავთ  ისე მშვიდად და. . .
და როგორც მაშინ, თითქოს ახლაც,  მამა მოვიდა.
ის  მინათებდა, თავის ხელით , მთვარე -ჩირაღდანს,
ის  უხილავად მომყვებოდა მაღლა გორიდან.


თეთრი სიჩუმე , - წილნაყარი ქვემოთ მიწასთან,
დგას ისე,  თითქოს ზეცას, ზემოთ, სიტყვით მიმართავს.
ეს  თეთრი  ველიც,  გასაოცრად,  ისე  ბზინავს და. . . ,
თითქოს ფერიამ  ჯადო  ჯოხი მასზედ მიმართა.

ცაზე ციმციმად მობრჭყვიალე წვრი-წვრილ მნათობებს,
მთვარესთან ერთად სცვივათ შუქი...- თოვლზე დატოვეს -
მივდევ ასე და სულ არ მინდა გზა რომ  ათავდეს,
მსურს უსასრულოდ მივყვებოდე ზღაპარს ნათოვებს. . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები