ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2012


მე ვიცი, როგორ მოვკლა მატეო

მე ვიცი, როგორ მოვკლა მატეო-
ჩემი მეორე ქმარი რომიდან.
ისიც ეყოფა, რაც ვაპატიე.
ახლა განკითხვის ჟამი მოვიდა.
მე ვიცი კაცი როგორ ვატირო.
მათთვის შვებაა,ალბათ,ეს კიდევ-
როცა  ქალს ძალა არ აბადია
და შეციცინებს თვალში ფრესკიდან.
მე ვიცი ისე როგორ ვიმრუშო,
გარეთ დღე იყოს,სამი საათი,
დავრჩე უბიწო და სანიმუშო,
არ შევიცვალო არც მისამართი.
მე ვიცი როგორ მოვკლა მატეო,
სულ მარტივია მისი ალაგმვა.
ბოლოს რაც იყო,ვერ ვაპატიე,
როცა სხის ცოლებს ელაპარაკა!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები