ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2012


* * * (ყველა ის ჯებირი მინდა დავამსხვრიო...)

ყველა ის ჯებირი მინდა დავამსხვრიო,
რასაც ეხეთქება სიტყვა გაგიჟებით,
გისმენ მოთმინებით, რაც გსურს, დამაბრალე,
ოღონდ, ნუ მეტყვი, რომ თითქოს მავიწყდები!
ყველა სინამდვილე ტყუილს აუხირდა,
ღამე ფანჯრის მინებს შერჩა გაწოლილი...
ახლა შენს გარეშე გავხდი უფუნქციო,
მატარებელს ჩახსნილ, უქმი ვაგონივით...
რადგანაც საკუთარ სინდისთან ვკამათობ,
რადგანაც ისედაც მპატიობ არაფერს,
ჯანდაბას, სუყველა ტყუილი ლოდინი,
ავდგები და ჩემს ბედს თვითონვე გადავწყვეტ:
უშენოდ ზღვის ტალღებს ფსკერამდე ჩავყვები,
რომ გული ბოლომდე გაჩერდეს შენს გამო
და ვიცი, სიკვდილს თუნდ ტანზეც კი ავეკრა,
შენ ამის მიზეზსაც გაიგებ ვერასდროს!

ლიკა ოხანაშვილი

22.02.2012



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები