ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2012


არ ჩაქრეს

არ ჩაქრეს

უფალო,
უწყალე,
ჰო.., იცის,
ბინძური სული აქვს
და მაინც,
იქ,  ქვემოთ,
კუნჭულში სულისა,
პატარა,
მბჟუტავი,
სანთელი უნთია.
არ ჩაქრეს,
ბჟუტავდეს,
ამას გთხოვს ძალიან,
ჰო...მიხვდა უფალო,
მიხვდა, რომ
უბრალოდ,
უმისოდ,
ცოცხალი მკვდარია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები