ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2012


ანაბეჭდები

ვცხოვრობ უზრუნველად სამყაროში,
რომელიც მე გამოვიგონე.
კარი ღიაა და უამრავი ადამიანი შემოდის...
და ყველას შემოსვლა განსხვავებულია,
ნაბიჯებზე ვცნობ:
მოკრძალებას თუ უხეშობას;
აღფრთოვანებას თუ ცინიზმს;
მოფრთხილებას თუ დაუდევრობას...
ერთი თუ თითის წვერებზე დადის,
მეორე – დააბოტებს...
ჰო, უამრავი ადამიანი შემოდის, რადგან
კარი ღია განგებ დავტოვე.
მოდიან და ათვალიერებნ
ნახატებივით გამომზეურებულ ჩემს სულს და
წარუშლელ კვალს მიტოვებენ:
თავიანთი თითების,
თავიანთი თვალების და სუნთქვის ანაბეჭდებს...
ზოგი მიდის,
მაგრამ ზოგი სამუდამოდ იკავებს ადგილს
ამ უცნაურ გალერეაში.
ეგაა მხოლოდ:
ანაბეჭდები არასდროს ქრება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები