ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2012


სახლი სიყვარულისა (ეგოიზმი)

ეს ვინ მოვიდა?
ვინ შემოაღო ჩემი კარი დაუკითხავად?
ვინ დამიტოვა ფანჯრები ღია?
მე ხომ სახლი ვარ,
ჩემს სიმშვიდესა და სიმყუდროვეს
ვშობ,
ვინ დამირღვია ეს სიმყუდროვე?
მითვლემილი გრძნობები ვინ შეაფხიზლა?
უკითხავად გამოაცოცხლა ყველა
შეგრძნება და ემოცია...
უნდა ვბრაზობდე, მაგრამ...
ამაოდ...
რადგან სითბო და სილამაზე
დაჰყვება თითქოს...
როცა იღიმის, ვნათდები
და მინდა მარად იღიმებოდეს...
უფრო ვმაღლდები...
ნატერფალებზე იები ამოსდის
და ჩემი იატაკი იისფერი ხალიჩაა,
ჩემი ჭერი – მტვერგაცლილი იზაბელას ფერი,
ხოლო კედლებს მოკანკალე ვარდისფერი დაედო,
ზუსტად ისეთი,
ატმის ყვავილებს რომ აქვთ ხოლმე,
სიოს ოდნავი წარმოქროლვისას.
რა მემართება, თავად არ ვიცი...
ნუთუ ვეძახდი?
უხმო ძახილი გაიგონა უცხო სტუმარმა,
ამიტომაც შემომესტუმრა...
ახლა ვიცანი...
ეს თქვენ მოსულხართ,
თქვენო აღმატებულებავ,
სიყვარულო...
.........................................................
მე სახლი ვარ და
საკუთარ სიყვარულს ვშობ...
ეგოისტი ვარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები