ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2012


  ჩამოტვირთვა

მოჩვენება

მე არ ვარსებობ...
და თუ მხედავთ,
უნდა იცოდეთ, რომ
გეჩვენებით...
სინამდვილეში მე
არ ვარსებობ...
რადგან სამყარო,
თქვენ რომ ასე მარტივად ცხოვრობთ,
ჩემთვის უცხოა, ცივია და
მკაცრიც ძალიან,
რომელიც ხშირად ფეხებში მირტყამს,
რომ წავიქცე და მუხლები გადავიტყავო...
ამიტომ არ ვარ...
ვეფარები საკუთარ ჩრდილს და
ვიმალები ჩემი ფიქრებით ანაგებ ქოხში,
ნისლისფერ ქოხში,
გამჭვირვალე ტყის პირას რომ მაქვს...
მე არ ვარსებობ...
და თუ გინდათ, მართლა მხედავდეთ,
როგორიც ვარ სინამდვილეში,
და არა ისეთს,
რომ გგონიათ, მხედავთ და მიცნობთ,
მესტუმრეთ მაშინ,
გამჭვირვალე ტყეში მესტუმრეთ,
შემოაღეთ ნისლისფერი ქოხის კარი,
რომ მერე ერთად შემოვუსხდეთ
მუხის მაგიდას და
ერთმანეთი გავათბოთ სუნთქვით...
სხვანაირად მე:
არ ვარსებობ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები