ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2012


ფეხს ითრევს

-მორჩა ჩემი დრო!
ჩაიქნია თეთრი ხელი და
ბედს დამორჩილდა.
მეც მივაცილე კარებამდე, 
გაყინულ შუბლზეც ვეამბორე,
თუმც გაზაფხული ბევრად მერჩივნა.
წავიდა , მაგრამ ჯერ კიდევ მესმის,
ყურთან ახლოს, ზამთრის სიტყვები,
გულდაწყვეტილმა, წასვლისას კართან,
ძლივსგასაგონად  რომ შემომჩივლა.
-იქნებ დაბრუნდეს?....
ვერ დავიგულე გული საგულეს!

გაზაფხულს მხოლოდ  მაშინ ვიწამებ ,
როცა ბეღურებს აღარ შესცივათ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები