ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2012


დედიკოს ლექსი (დათუნიას)

შენი თვალებიდან ვიწყებ დილას,
გულისცემასავით ყოველწამს გგრძნობ,
ცაა სულ სხვაგვარად მოწმენდილი,
მზის სხივი ღრუბელზე ტოვებს ამბორს.

გიკოცნი ფუმფულა ხელისგულებს,
დრო თვალსდახელსშუა იპარება,
ღმერთს ვთხოვ სათნოებას შენთვის, ულევს,
ბედნიერებასთან ზიარებას.

ხის ტოტზე პაწია ჩიტუნები,
ბუმბულს თოთო ფოთლით ინამავენ,
ისე ჭკვიანურად იყურები,
თითქოს, გაიზარდო გინდა მალე.

ვერცერთ გაღიმებას ვერ ვივიწყებ,
შენს ყველა მიმიკას ვარქმევ სახელს,
და სასწაულივით ველი იმ დღეს,
დედას რომ პირველად დამიძახებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები