ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2012


ამსაგაზაფხულო

შემომეპარე და ნატერფალებზე ორთქლი აგდის...
მეძინა მეგონა...
გამომაფხიზლე და
თვალები ამიწვა მზის სხივებმა...
თვალებდაჭყეტილი გიმზერ და
ვინ იცის, უკვე მერამდენედ:
მაინც აღმოვაჩენ შენში ახალ-ახალ სასწაულებს...
ჩიტები გამიფრინდნენ ჩემი დაქანცული მაჯებიდან...
შეგრძნებას მიტოვებ:
თითქოს ეს-ესაა ჩემში გაჩნდი...
ზამთრის ღამესავით თურმე
მონატრებაც გამიგრძელდა...
მაინც გავჯიუტდი...
სიკვილმისჯილივით დაგელოდე:
როცა გადარჩენის შანსიც არ არსებობს
– ეს ვიცი და
მაინც ველოდები ხვალის გათენებას,
ვიღიმები...
ლამის ენას ვუყოფ
უკვე გარდაუვალ ბედისწერას
და ვიცი,
ჩემს საფლავზე, მეცხრე საოცრებად,
ამოვლენ გვირილები...
შემომეპარე და ნატერფალებზე ორთქლი აგდის...
სურნელს დაატარებ იების, ენძელების, ფურისულის...
რამდენი ხანია, უშენო წამებმა დრო გაყინეს...
რამდენი ხანია...
მგონი გაჩენიდან შემიყვარდი...
ჩიტები გამიფრინდნენ ჩემი ქანცგაცლილი მაჯებიდან...
აბა, რა უნდოდათ ახლა ჩემს მაჯებზე შემომსხდარებს...
როცა შეამტვრიე ყველა დაგმანული კარ-ფანჯარა,
შენი სიფერადე ლამის სახადივით შემეყარა...
...............................
მეძინა მეგონა და როცა მომესტუმრე, 
გამოვფხიზლდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები