ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2012


ჩემი ბაღი

ეს ამინდები ცივი,
ერთმანეთს ისე მისდევს,
თებერვალს თუ დასტირის,
და კამელიის ფოთლებს
ატოკებს ქარი. -ჩრდილი
უფორმო სურათს ტოვებს
კედელზე...-ამის იქით,
სუროს დაქსაქსულ ტოტებს
უპყრიათ სივრცე დიდი,
თითქმის მთელ კედელს მოსდევს.
დაჰყურებს თავზე რიდით
პატარა ბაღის მოდელს.
შიგ გაზაფხული მიზის,
ქარები ჩადგეს ოდეს,
ამიყვავილდი მიდი
და ეს ზამთარიც მორჩეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები