| ავტორი: პეგასი ჟანრი: პოეზია 16 მარტი, 2012 |
სიზმარში ჩნდებით, დათოვლილო ბორჯომის მთებო და ღამეს მითევს თეთრი ფიფქი თვალებწყლიანი, მახსოვს,ნამქერში,როგორ თრთოდა ნაძვების სუნთქვა, როგორ მარწევდა შენს კალთაში სიო სიამის;
ახლა წვიმებით გაზაფხული გეწვია ალბათ, ხავსიან კლდეზე პაწაწინა წყარო ლიკლიკებს, წიწვის სურნელში იძირება სველი ტყეები, ნისლი მსუბუქად მიუყვება ცვრიან ბილიკებს;
ვერ გთმობთ ეს გული,ფრთაშესხმული, გაფრენას ლამობს, მანდ დამრჩენია ყრმობა ტკბილი და ნაფერები, ო...მერამდენედ მოიტაცეთ თქვენ ჩემი ფიქრი, ზამთრის თვალებში შემოხვედით ნაზი ფერებით;
სიზმარში მათოვს მოგონება,ბორჯომის მთებო და სასთუმალთან კვლავ ზვავდება ქათქათა ფიფქი, ზმანებასავით მონატრება თან გასდევს დღეებს, თქვენ ისევ მანდ ხართ,შეუცვლელი,წლები კი მიქრის
2007წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ლამაზი ლექსია. დადებით ემოციას აღძრავს. დიდი მადლობა :) ბევრი შეფასება გექნებათ დღეს ჩემგან. :) ლამაზი ლექსია. დადებით ემოციას აღძრავს. დიდი მადლობა :) ბევრი შეფასება გექნებათ დღეს ჩემგან. :)
10. საყვარელი ლექსია :) ბევრი ლამაზი სიტყვა ამოვიკითხე :) კარგი ხარ, პეგას! + საყვარელი ლექსია :) ბევრი ლამაზი სიტყვა ამოვიკითხე :) კარგი ხარ, პეგას! +
9. ჩემი მოწონება + ჩემი მოწონება +
7. ლამაზი ლექსია, მოკითხვა, პეგასო! ლამაზი ლექსია, მოკითხვა, პეგასო!
6. კარგიაა:))ზუსტადა გადმოცემული ბორჯომის მთების ხავერდოვნება:))დეტალ დეტალ ჯდება რააა:))მაგარია დზაან მომეწონა:)პატივისცემით:_ კარგიაა:))ზუსტადა გადმოცემული ბორჯომის მთების ხავერდოვნება:))დეტალ დეტალ ჯდება რააა:))მაგარია დზაან მომეწონა:)პატივისცემით:_
5. ახლა წვიმებით გაზაფხული გეწვია ალბათ, ხავსიან კლდეზე პაწაწინა წყარო ლიკლიკებს, წიწვის სურნელში იძირება სველი ტყეები, ნისლი მსუბუქად მიუყვება ცვრიან ბილიკებს; რა ლამაზია....რა ნოტიო...ტყის სიმშვიდე და სურნელი მოიტანა...5555 ახლა წვიმებით გაზაფხული გეწვია ალბათ, ხავსიან კლდეზე პაწაწინა წყარო ლიკლიკებს, წიწვის სურნელში იძირება სველი ტყეები, ნისლი მსუბუქად მიუყვება ცვრიან ბილიკებს; რა ლამაზია....რა ნოტიო...ტყის სიმშვიდე და სურნელი მოიტანა...5555
4. გულწრფელი ლექსებია აქ სულ...ბევრის ყრმობაა (თუნდაც -"სააგარაკო") ბორჯომნის ხეობასთან დაკავშირებული...და "კუკუშკაც":) გულწრფელი ლექსებია აქ სულ...ბევრის ყრმობაა (თუნდაც -"სააგარაკო") ბორჯომნის ხეობასთან დაკავშირებული...და "კუკუშკაც":)
3. კარგი მონატრებული , სევდანარევი ლექსი! კარგი მონატრებული , სევდანარევი ლექსი!
2. არა,არასგზით არ გავბრაზდები...ვერ გავბრაზდები,ბლაგვო,თუმც იყო სიტყვა შენი ბასრი:))))))))))))) ბორჯომი მეტია,ვიდრე ეს ლექსი, მას ჩვენს გულებში გაუდგამს ფესვი! :)))))))))))) საღამოობით ჩემს ამბებს გიყვებით შინაურულად.მხოლოდ ეგ არის... არა,არასგზით არ გავბრაზდები...ვერ გავბრაზდები,ბლაგვო,თუმც იყო სიტყვა შენი ბასრი:))))))))))))) ბორჯომი მეტია,ვიდრე ეს ლექსი, მას ჩვენს გულებში გაუდგამს ფესვი! :)))))))))))) საღამოობით ჩემს ამბებს გიყვებით შინაურულად.მხოლოდ ეგ არის...
1. ბორჯომი ისე მიყვარს... და საერთოდ ეს ხეობა, რომ არ შემიძლია ნებისმიერ მასზე დაწერილ ლექსს ან რაიმე მსგავსს არ ვეტრფოდე....
არადა ბორჯომი უფრო მეტია ვიდრე ეს ლექსი.. ან მსგავსი მათნი... (იმედია ავტორი ბოლო სიტყვებზე არ გამიბრაზდება :) ბორჯომი ისე მიყვარს... და საერთოდ ეს ხეობა, რომ არ შემიძლია ნებისმიერ მასზე დაწერილ ლექსს ან რაიმე მსგავსს არ ვეტრფოდე....
არადა ბორჯომი უფრო მეტია ვიდრე ეს ლექსი.. ან მსგავსი მათნი... (იმედია ავტორი ბოლო სიტყვებზე არ გამიბრაზდება :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|