 | ავტორი: როლანო ჟანრი: საბავშვო 12 მარტი, 2012 |
კუნძული სამსოკოთა (ეძღვნება ქარდას)
თავი პირველი
არც ისე დიდი ხნის წინ და არც ისე ახლო წარსულში, კუნძულზე, რომელსაც სახელი არ ჰქონდა, ზღვის პირას, პატარა ქოხში ცხოვრობდა ქვრივი მეთევზე, ქალიშვილთან ერთად. ქოხიო ვამბობ თორემ, მათი საცხოვრებელი პატარა სასახლეს წააგავდა. მეთევზის ქალიშვილ მარას ძალიან უყვარდა ზღვა და ხშირად დაჰყვებოდა მამას სათევზაოდ. ზღვის ქვეშეთში მეგობრებიც ჰყავდა. შევიდოდა თუ არა მარა წყალში (მიუხედავად იმისა, რომ მამამისი მეთევზე იყო), სხვადასხვა ჯიშის თევზები შემოეხვეოდნენ გოგონას გარს და ნაირ-ნაირ საჩუქრებს ჩუქნიდნენ. სხვადასხვა ზომისა და ფერის მარგალიტებს, ზღვის კომბოსტოს (რომელიც, მარას ძალიან უყვარდა), ნიჟარებს და ვინ მოთვლის კიდევ რამდენ რამეს. სწორედ ამ მარგალიტებითა და ნიჟარებით ჰქონდა მორთული მარას თავისი საცხოვრებელი. სახურავი ნიჟარებით ისე ჰქონდა აწყობილი, რომ ცოტა არ იყოს უცნაური, მაგრამ სოკოს ფორმა ჰქონდა. მარას ორი მეზობელი ჰყავდა. მათ მარას ნახელავი ძალიან მოეწონათ და სთხოვეს გოგონას, მათთვისაც აეწყო სოკოსმაგვარი სახურავები. მარამ მათაც გაულამაზა სახლები, რითაც ძალიან ასიამოვნა ისინი. ასე იდგა ზღვის პირას სამი პატარა, კოხტა, სოკოსმაგვარი სახლი. მარას მამა, უთენია მიდიოდა სათევზაოდ. შინ ხელცარიელი არასოდეს ბრუნდებოდა. მოვიდოდა, თევზს გაასუფთავებდა, ჩაუწყობდა მარას კალათაში და გოგონაც სიმღერ-სიმღერით გაუყვებოდა ქალაქის გზას. ბაზართან თევზის გამყიდველი ელოდებოდა, კალათას გამოართმევდა, ფულს ჩაუთვლიდა, მამასთან მოკითხვას დააბარებდა და გოგონა საღამო ხანს უკან ბრუნდებოდა. ერთ დღეს მარას მამა, ზღვიდან ადრე დაბრუნდა. - მარა, ნახე შვილო ბადემ რა ამოქაჩა. Eდარწმუნებული ვარ, ეს ზღვის საჩუქარია. - გოგონა მამას მიუახლოვდა. Kკაცს ხელში ლამაზი, ფერადი შუშის ბოთლი ეჭირა, რომელიც ძალიან მჭიდროდ იყო თავდახურული. - გავხსნა თუ ასე დავტოვოთ, ლამაზი ბოთლია, თაროზე შემოდგი. - რას ამბობ მამა, ჯობია გავხსნათ. რა იცი, ეგებ შიგ “ჯინი” ზის? - გაიცინა მარამ. - ეს ბოთლი ისეა დახურული, რომ გოლიათიც კი ვერ გახსნის. - ჩაილაპარაკა კაცმა და ბოთლის ხუფს ხელი ჩაავლო. ბევრი ეწვალა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა. - წადი, ძია თედროს დაუძახე, ეგებ მან მოახერხოს რამე. - (ძია თედრო მეზობელ სოკოში ცხოვრობდა). Mმოვიდა ძია თედრო, მაგრამ რად გინდა. მანაც ვერაფერი მოუხერხა ბოთლს. - მომეცი, მე ვცდი, - გამოართვა გოგონამ მამას ბოთლი. აღმოჩნდა თუ არა ბოთლი მარას ხელში, თავისით გაიხსნა. Mმარა შეცბა და ბოთლი მამას გაუწოდა. კაცმა ბოთლი გადმოაბრუნა, საიდანაც დაგორგლილი ქაღალდი გადმოვარდა. - წაიკითხე, - მიაწოდა მამამ წერილი შვილს. მარამ ქაღალდი გაშალა და ხმამაღლა დაიწყო კითხვა: ბრძანება ვინც ამ ბოთლს იპოვნის, სასწრაფოდ უნდა მოვიდეს “დაწყევლილ მინდორზე”. MMმომსვლელი უნდა იყოს ქალიშვილი, არა უმეტეს 18 წლისა. კუნძულ სამსოკოთა მეფე ქამუს პირველი” - ახლავე ჩავიცმევ და წავალ, მე ხომ ზუსტად 18 წლის ვარ. - წამოიძახა მარამ. - არსადაც არ წახვალ. ეგ ადგილი დაწყევლილია. როგორც ამბობენ, მაგ მინდორზე, ჩვენი მეფის, ქამუს პირველის სასახლე იდგა. საუკეთესო მეფე ყოფილა უბედური, გულუხვი და ლმობიერი. ორი ვაჟი ჰყავდა, თავისი სასახლის ორივე მხარეს, ვაჟების სასახლეები ყოფილა წამოჭიმული. ასე ამბობენ სასახლეები ცოტა სხვანაირი ფორმისა იყოო. აი, ცოტა ჩვენ სახლებს წააგავდა. - რაღაც უცნაურს ამბობ, - გააგრძელა საუბარი ძია თედრომ. - სად ჩვენი ქოხები და სად მათი სასახლეები. - მე მივდივარ, - ძალიან მშვიდად წარმოსთქვა მარამ. - წერილი ჩემთან მოვიდა, ნუთუ ვერ ხვდებით? - მარა სწორია, უნდა წავიდეს. - წარმოსთქვა თედრომ. მე წავიყვან ჩემი ურმით. ჩემ ბებერ ცხენს კიდევ შეუძლია ჩვენი ტარება. - მამამ ვეღარაფერი უთხრა შვილს. - ეჰ, მოიქეცი ისე, როგორ საჭიროდ თვლი, - ჩაილაპარაკა და სახლში შევიდა. მარა მიჰყვა მამას, მოეფერა, აკოცა და გარეთ გავიდა. აცრემლებულმა კაცმა თვალი გააყოლა ერთადერთ ქალიშვილს. - ეს ყოფილა ჩემი ბედიო, - ჩაილაპარაკა და სალოცავად კუთხეში ჩაიმუხლა. ძია თედრო და მარა კი ურემზე მოკალათდნენ და დაწყევლილი მინდვრისაკენ აიღეს გეზი. - ძია თედრო, მომიყევი რა მოხდა მერე. სად გაქრა მეფე თავისი ოჯახითა და სასახლეებით? - იკითხა მარამ. - არავინ იცის ჩემო გოგონი. ერთ დღეს სასახლეები უგზოუკვლოდ გაქრა. Mმას მერე, ვინც იმ ადგილს მიუახლოვდება, ისიც იკარგება. ამიტომ იქ, აღარავინ მიდის. ამბობენ მეფე-ქამუსის დროს, ჩვენი კუნძული ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სამეფო იყო. მეფის გაქრობის შემდეგ კი სულ უკან-უკან წავედით. ახლა კი რა დღეში ვართ შენ თვითონაც ხედავ. ამ საუბარში იყვნენ ჩვენი გმირები გართულნი, რომ უეცრად რაღაც ნათება გამოჩნდა. - ეს სწორედ ის ადგილია, - ხმადაბლა ჩაილაპარაკა, ცოტა არ იყოს შეშინებულმა თედრომ. Uურემი ნელ-ნელა მინდორს უახლოვდებოდა, ნათებაც მატულობდა და ჰოი, საოცრებავ. დაწყევლილ მინდორზე, რომელზეც ბალახიც კი აღარ ხარობდა, კარგად მოვლილი, ლამაზი ბაღი ახარებდა თვალს და იქვე, სამი უზარმაზარი, სხვადასხვაფრად განათებული სასახლე აღმართულიყო. - ეს მეფე ქამუსის სასახლეებია. - ჩაიჩურჩულა კაცმა. ხედავ, მართლა როგორ გავს ჩვენ სახლებს? მარა ურმიდან გადმოვიდა და ნელი ნაბიჯით სასახლისაკენ წავიდა. ამავე დროს სასახლიდან რამოდენიმე კაცი გამოვიდა. ერთ-ერთი მათგანი გამოეყო დანარჩენებს და მარას ხელი გაუწოდა. ეს მეფე იყო. - მარა, ჩემო გოგონი. მე მეფე ქამუს პირველი ვარ. ორი ვაჟი მყავს. შენ ერთ ერთი უნდა ამოირჩიო და ცოლად გაჰყვე. დანარჩენს მერე აგიხსნით. კარგი იქნება თუ უფროს ვაჟს აირჩევ. Mმარას ხმა არ ამოუღია, მხოლოდ სასახლესთან მდგომ ახალგაზრდებისაკენ გაიხედა. Gგაიხედა და ერთ-ერთ ყმაწვილს, რომელიც თვალს არ აცილებდა მას, ხელი დაადო. - გაგიმართლა მელოს, - მიმართა მეფემ ვაჟს. მელოსი მისი მეორე ვაჟი იყო. B- ბედნიერებას გისურებთ. იმედია 100 წლის შემდეგ გნახავთ. • მელოსი მიუახლოვდა მარას და ხელი ჩაჰკიდა. - მამა, რახან დედამიწაზე აღმოვჩნდი და მარას რჩეული გავხდი, ჩემზე ბედნიერი არავინ არის ამ ქვეყნად. 100 წელი აღარ მოგიწევთ ლოდინი. მე მოვძებნი ბოროტ გრძნეულ-ჯურხანძველს. აქამდე ხელ-ფეხი შეკრული მქონდა. Aახლა კი ყველაფრისთვის დავსჯი მას და ყველანი მალე ერთად ვიქნებით. - მიმართა მელოსმა მეფეს. მეფემ ხელი ასწია დასამშვიდობებლად, მაგრმ ამ დროს საშინელი კივილი გაისმა და ყველაფერი კვლავ გაქრა ერთი სასახლის გარდა, რომელიც მელოსს ეკუთვნოდა. ამ დღიდან კი მარას საცხოვრებელიც უნდა გამხდარიყო.
თავი მეორე
მარა აღტაცებული შესცქეროდა მელოსს. ყმაწვილმა ხელი გაუწოდა გოგონას და მიმართა: - მარა წავიდეთ, მამაშენს გავუაროთ და ჯვარი დავიწეროთ. ეს აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში შენ ვეღარასოდეს გიხილავ და ისევ მიწის ქვეშ აღმოვჩნდები. შენ ხომ ჩემი პირველი და ერთადერთი სიყვარული ხარ. - მიწის ქვეშ? შენ გინდა თქვა რომ ამდენი ხანი მიწის ქვეშ ცხოვრობდით? - თვალები გაუფართოვდა მარას. - საერთოდ გამაგებინე რა მოხდა, რა ხდება ან რა უნდა მოხდეს კიდევ. - ახლა ვერაფერს აგიხსნი, დრო მხოლოდ მზის ჩასვლამდე გვაქვს. - ახლავე ჩემს ურემს მოვაგორებ, - ჩაერია საუბარში ძია თედრო. - მელოსს გაეღიმა. - ურემი არ გვინდა, ჩემი ეტლით წავალთ, შენს ურემს კი ჩემი მსახურები მიხედავენ. - მიმართა უფლისწულმა თედროს. სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო მელოსმა, რომ სასახლის ეზოდან ექვსცხენშებმული, ოქროთი მოვარაყებული ეტლი გამოგორდა. Mთედრო გაოგნებული სახით შესცქეროდა ულამაზეს ეტლს, შემდეგ თავის ურემს გადახედა და ჩაეცინა. - მაშ მე თავში ჭკუა მაქვს, ამ ეტლის პატრონს ჩემი დანჯღრეული ურმით რომ გთავაზობდი წასვლას? - მიმართა კაცმა უფლისწულს. - სულაც არ არის დანჯღრეული, - გამოელაპარაკა მარა. - ძალიანაც კარგად ვიმგზავრეთ სახლიდან დაწყევლილ მინდვრამდე . - არ იდარდო ძია თედრო , თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, ურმის ნაცვლად მალე შენც ლამაზი ეტლი გექნება და ამ მინდორსაც დაწყევლილი აღარ ერქმევა. - მიმართა ყმაწვილმა ძია თედროს. - ახლა კი წავიდეთ. მელოსმა საცოლეს ხელი გაუწოდა და ეტლში ჩაჯდომაში მიეხმარა. შემდეგ თვითონ და ძია თედროც ჩასხდნენ. მეეტლემ ცხენებს მათრახი გადაუჭირა და ეტლს, სულ რაღაც სამიოდე წუთი დასჭირდა მარას სახლამდე მისასვლელად. სახლს მიუახლოვდნენ თუ არა, მარა ეტლიდან გადმოხტა და სახლის კიბეზე ჩამომჯდარ, თავჩაქინდრულ მამას ჩაეხუტა. - შვილო, ჩემო გოგონა, ჩემო ერთადერთო სიხარულო, შენი ნახვის იმედი აღარც მქონდა. - ამ სიტყვების შემდეგ ბაქრომ (ასე ერქვა მარას მამას) მამაკაცებს გახედა. - ეს ვინ არის? ჩაუჩურჩულა ქალიშვილს და მელოსზე მიანიშნა. - მამა, გაიცანი ჩემი საქმრო, მელოსი. Mმეფე ქამუსის უმცროსი ვაჟი. - გოგონამ ყმაწვილს ხელი ჩაჰკიდა და მამასთან მიიყვანა. - მეფე ქამუსის ვაჟი? მეხუმრებით? ჩვენი მეფე რა ხანია გარდაიცვალა, უფრო სწორედ გაქრა და დაგვტოვა კუნძულის მთელი მოსახლეობა უპატრონოდ. - ცოტა არ იყოს გაბრაზდა ბაქრო. - არა ბატონო ბაქრო, მეფე ქამუს პირველი არ მომკვდარა და არც გაქცეულა. მამაჩემი კეთილ გრძნეულებთან მეგობრობდა და ბევრ რამეში ეხმარებოდა.Bბოროტმა ძალებმა გადაწყვიტეს მასზე შურისძიება და კიდევაც განახორციელეს ჩანაფიქრი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიწის ქვეშ მოგვიხდა ცხოვრება. მხოლოდ 100 წელიწადში ერთხელ დაგვრთეს ნება ამოვსულიყავით მიწის ზემოთ ჩვენი სასახლეებიანად ერთი დღით. სწორედ ამ ერთ დღეში ტახტის მემკვიდრეს თავისი გულის სწორი უნდა ეპოვნა, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად შეუყვარდებოდა იგი და ცოლობაზე დათანხმდებოდა. თანაც ჩემმა ძმამ იმ გოგონას გარეგნობა იცოდა. სიზმარში ყავდა ნანახი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიმარჯვებდით და ბოროტი გრძნეული კი ძალას კარგავდა. მესამეჯერ ამოვედით მიწისქვეშეთიდან, მაგრამ ჩემი ძმა მესამედ დაბრუნდა უკან უსიყვარულოდ. - მელოსი მარას მიუახლოვდა, ხელი ჩაჰკიდა და ბაქროს მიმართა: - მე სასწაულად გამიმართლა, მარა როგორც კი დავინახე, მივხვდი რომ ჩემს წამებას ბოლო მოეღო. Mმარაა ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული. მოგვეცით ნება დავქორწინდეთ. თუ დღესვე დავქორწინდებით მე მიწისქვეშეთს აღარ დავუბრუნდები, შევძლებ მოვნახო ის ბოროტი გრძნეული და ჩემი ოჯახი გავათავისუფლო. - თხოვნით მიმართა მელოსმა მარას მამას. კაცი გაოგნებული შესცქეროდა ხან ქალიშვილსა და ხან კი უცნობ ყმაწვილს, რომელიც უფლისწულობას იჩემებდა და თან მარას ხელს სთხოვდა. - ასეა ჩემო ბაქრო, ასე. - დაიწყო საუბარი ძია თედრომ. - ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი. როგორ გაბრწყინდა დაწყევლილი მინდორი და მიწიდან სამი, სოკოსმსგავსი უზარმაზარი სასახლე როგორ ამოსრიალდა თავის ბაღებიანად. Aასე რომ მელოსი ნამდვილად ქამუსის ვაჟია. Aარ დაგვღუპო და უარი არ უთხრა ქორწინებაზე. შენ თუ დათანხმდები, მალე ჩვენი კუნძული ძველ დიდებას დაიბრუნებს. Mმელოსი ბოროტ გრძნეულს მოძებნის და ჯადოს მოახსნევინებს. - მარა, შენ რას ფიქრობ შვილო, გაყვები ამ ყმაწვილს ცოლად, მეფის ვაჟიც რომ არ იყოს? - ჰკითხა მამამ ქალიშვილს. - მამა, მე მელოსი სიცოცხლეს მირჩევნია. Pდავინახე თუ არა მივხვდი, რომ მაგის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. - თავი დახარა მარამ და ცრემლიანი თვალები შეანათა საქმროს. - კარგი, იყოს თქვენებურად. თედრო, ტაძარში წადი, გააფრთხილე ჯვრისწერისათვის მოემზადონ, აქ კარგა ხანია არავინ დაქორწინებულა. - რატომ? - იკითხა მელოსმა. - რატომ და, ხალხი გაუბედურებულ-გაჭირვებულია. ოჯახები თითქმის აღარ იქმნება. იმედია მამაშენის დაბრუნების შემდეგ, კვლავ ძველ კალაპოტში ჩადგება ცხოვრება. - უპასუხა ბაქრომ. - არ არის საჭირო. წავიდეთ, დარწმუნებული ვარ ტაძარში უკვე გველოდებიან. - წარმოსთქვა მელოსმა. Yყველანი ეტლში ჩასხდნენ. - უფლისწულო, შეიძლება ტაძარში ჩემი ქალიშვილიც წამოვიყვანო? მარას მეგობარია. - თხოვნით მიმართა თედრომ მელოსს. - როგორ არა, რაც მეტი ხალხი დაესწრება ჯვრისწერას მით უკეთესი იქნება. - ლისია, ლისია, - დაიძახა თედრომ, - ჩქარა წამოდი, თუ გინდა რომ ჯვრისწერას დაესწრო. მეზობელი სახლიდან, რომელიც ისეთივე ლამაზი და კოხტა იყო, როგორიც მარასი, გამოვიდა გოგონა. უბრალო, ჩითის კაბაში გამოწყობილი გოგონა დედოფალივით ყელმოღერებული მოაბიჯებდა. მის დანახვაზე მელოსს თვალები გაუფართოვდა. - ის არის, ის. - ვინ მელოს, ვიზე ლაპარაკობ? - ჰკითხა მარამ. E- ეს ის გოგონაა, ჩემი ძმა მთელი ამ წლების მანძილზე რომ ხატავდა. Aასე ამბობდა: “ცოლად მხოლოდ მას მოვიყვანო”. Eეს ჩემი ძმის სიზმრის გოგონაა. - უპასუხა მელოსმა. Lლისია ყველას მიესალმა და ეტლში ჩაჯდა. - შენი იცი რომ ჩემი სარძლო ხარ? - ნახევრად ხუმრობით, ღიმილით ჰკითხა მელოსმა ლისიას. - ვიცი. Mმე შენ ძმას ყოველ ღამე სიზმარში ვხვდები, მაგრამ მან არ იცის მე ვინ ვარ. მე კი არ ვიცოდი სად მეპოვნა იგი. - ახლა ხომ იცი? - ჰკითხა მელოსმა. - ვიცი და მოვძებნი კიდეც. - არც კი გაუღიმია ლისიას. ეტლი ტაძარს მიუახლოვდა. მღვდელი გარეთ ელოდა უფლისწულსა და მის თანმხლებთ. ყველანი ეკლესიაში შევიდნენ. ჯვრისწერა კარგა ხანს გაგრძელდა, საღამო ახლოვდებოდა. ის იყო მზე უნდა ჩასულიყო, რომ მღვდელმა მელოსი და მარა ცოლ-ქმრად გამოაცხადა. უფლისწულმა საცოლეს ძვირფასი ქვებით მოჭედილი, საგვარეულო ბეჭედი გაუკეთა თითზე. ჯვრისწერა დამთავრდა და ყველამ შვებით ამოისუნთქა. მელოსი მიწისქვეშეთს აღარ დაუბრუნდებოდა. - მარა, ძალიან მიჭირს თქმა, მაგრამ ბოროტი გრძნეულის საძებნელად დღესვე უნდა წავიდე. - მიმართა მელოსმა ცოლს. Mმარას წარბიც არ შეუხრია. - ვიცი ძვირფასო, ეგ რომ არ გეთქვა ვიფიქრებდი, რომ ჩემი გათხოვება შეცდომა იყო. უნდა წახვიდე და რაც შეიძლება სწრაფად. მაგრამ ერთი პირობით. მეც თან უნდა წამიყვანო. - არა, შენს სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩავაგდებ. - უშენოდ მე სიცოცხლე მაინც არად მიღირს. ამ წუთიდან მე და შენ სულ ერთად ვიქნებით. თუ დავიღუპებით, ერთდ მაინც წავალთ ამ ქვეყნიდან. უპასუხა მარამ და ქმარს გადაეხვია. Aამ დროს სასახლიდან სამი ცხენი მოიყვანეს. ერთი ცხენი საგზლითა და გზაში საჭირო ნივთებით იყო დატვირთული. Oდანარჩენი ორი კი ლამაზად შეკაზმული, ლამაზ მხედრებს ელოდნენ. მარა მამას დაემშვიდობა, ცრემლიანი ლოყები დაუკოცნა და მელოსის დახმარებით ცხენზე შეჯდა. - მამას მიმიხედე ძია თედრო, მამას. - შესძახა მარამ და ცხენი გააჭენა. მზე ჩავიდა და მხედრებიც თვალს მიეფარნენ.
თავი მესამე სამი დღე გაუჩერებლად მიაჭენებდნენ ცხენებს მარა და მელოსი. წასახემსებლად თუ გაჩერდებოდნენ ხოლმე. ცოტა ხნით თვალს მოატყუებდნენ და კვლავ გზას მიუყვებოდნენ. ხან ტყით მიდიოდნენ, ხან მინდვრით, ხან მთაგორიანი ადგილებით უწევდათ სიარული. დაიღალნენ, განსაკუთრებით გოგონა. - მელოს, როგორ უნდა მიხვდე რომ მივედით? ან სად მივდივართ იცი მაინც? - ვიცი ჩემო მარა, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ეს გზა უკვე გავიარე და ახლა მელოდებიან, რათა დახმარების ხელი გამომიწოდონ. ოღონდ ვინ მელოდება და სად, წარმოდგენა არა მაქვს. - უპასუხა ღიმილით მელოსმა. - გზა თვითონ მიგვიყვანს.. - სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო უფლისწულმა, რომ წინ მოხუცი კაცი გადაეღობათ. - თქვენ აქ რა გინდათ, განა არ იცით რომ ეს ჩემი სამფლობელოა? - მრისხანე ხმით იკითხა მოხუცმა. - ჩვენ კეთილ გრძნეულებს ვეძებთ, - მოუბოდიშასავით მელოსმა. - ისინი ერთ დროს მამაჩემის მეგობრები იყვნენ. Aახლა მე მათი დახმარება მჭირდება, რათა დავიხსნა ჩემი ოჯახი იმ ბოროტი ძალებისაგან, რომლებმაც მოაჯადოვეს და საუკუნეებია მიწის ქვეშ დაუდეს ბინა. - რა ჰქვია მამაშენს? - დაინტერესდა მოხუცი. - ქამუსი. - შენ მეფე ქამუს პირველის ვაჟი ხარ? - იკითხა უცნობმა და მელოსს ეჭვის თვალით გადახედა. - დიახ, ჩემო ბატონო. ქამუს პირველის უმცროსი ვაჟი გახლავართ. - იყო პასუხი. - ეს გოგონა ვინღაა, შენი დაა? - არა, მე და არა მყავს. ეს ქალიშვილი ჩემი მეუღლეა, მარა. - გაიღიმა მელოსმა, მაგრამ ხმაში სიცივე გაერია. - ეშმაკობით ნუ ცდილობთ ჩემი ვინაობის დადგენას. რაც გაინტერესებთ მკითხეთ. თანაც, ძალიან გთხოვთ ჯერ თქვენი ვინაობა გამიმხილეთ. თორემ ჩვენი საუბარი არ შედგება. - კარგი, იყოს შენებურად. არ გეწყინოს, მაგრამ რამოდენიმე შეკითხვა უნდა დაგისვა. - გისმენთ. - შენს ძმას რა ქვია? - გურაზი. - დედას? - არაია. - რამდენი წლის წინ ჩაგასახლეს მიწისქვეშეთში? - 300. - კეთილი, საკმარისია, მჯერა. მე მამაშენის უახლოესი მეგობარი, გრძნეული ეფროსი ვარ. ძალიან ახლობლები ვიყავით. იმდენად რომ, შენ და შენი ძმა მამაშენმა მე მომანათლინა. Mმაგრამ ნათლობა საიდუმლოდ შევინახეთ. ვინაიდან ერთად ვებრძოდით ბოროტ ძალებს, რომელსაც ჯურხან-მახრჩობელა მეთაურობდა (ახლა ჯურხან-ძველს რომ ეძახიან). გვეშინოდა თქვენთვის რაიმე არ დაეშავებინა. მე და ჩემს აღზრდილ ნათლულს, ქანელს რომ ვერაფერი დაგვაკლო, თქვენი ოჯახი ამოიჩემა. ვინაიდან კუნძული, სადაც ქამუსი მეფობდა, სამოთხის დარად ყვაოდა. ღარიბი კაცი არ არსებობდა, ყველას ერთმანეთი უყვარდა და ქურდობა კი არა, უბრალო წაკინკლავებაც არავის შეუმჩნევია. შეიძლება ითქვას, კუნძულზე ქამუსთან ერთად, სიკეთე მეფობდა. განა, ამას აიტანდა ჯურხან-მახრჩობელა? საქარიასი არ იყოს, თქვენი სახელმწიფოს ხელში ჩაგდებაც განიზრახა. Bბევრი იწვალა, ათასი ჯურის შავ-ბნელი ძალები ჩართო საქმეში და საბოლოოდ მოახერხა თქვენი ქვესკნელში ჩასახლება. თანაც ისეთი პირობით, რომლის შესრულებაც შეუძლებელი გახლდათ.. 100 წელიწადში ერთხელ, ერთი დღით, შეგეძლოთ დედამიწაზე ამოსვლა და ამ ერთი დღის განმავლობაში უნდა მოეყვანა ტახტის მემკვიდრეს ცოლი, რომელსაც იგი თავდავიწყებით შეუყვარდებოდა. - ორჯერ ამოვედით მას მერე დედამიწაზე და ორივეჯერ უშედეგოდ. - გააგრძელა საუბარი მელოსმა. - შემდეგ გადავწყვიტე წერილი დამეწერა, ბოთლში ჩამედო და ზღვაში გადამეგდო. ვიფიქრე, ეგებ ვინმემ იპოვნოს წერილი და ჩვენს საქმესაც საბოლოოდ რაიმე ეშველოს. მართლაც მესამე ამოსვლისას, სასახლესთან გოგონა დაგვხვდა. მაგრამ ეს გოგონა ჩემი მარა აღმოჩნდა, რომელიც ღმერთმა მე გამომიგზავნა და არა ტახტის მემკვიდრეს. მარა რომ დავინახე, ასე მეგონა მთელი ცხოვრება მას ველოდი. მარამ თავი დახარა და მორცხვად გაიღიმა. - მეც იგივე გრძნობა დამეუფლა. - ჩაილაპარაკა გოგონამ. - რა ვქნა ბატონო ეფროს, როგორ დავიხსნა ჩემი ოჯახი, რჩევა მაინც მომეცით თუ ვერ დამეხმარებით. - თხოვნით მიმართა მელოსმა გრძნეულს. - შევიდეთ სახლში. ჩემს ნათლულს გაგაცნობთ. ის ერთადერთია ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია. სიმართლე გითხრათ დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ ვცადოთ. მოსაუბრეები სახლისაკენ გაემართნენ. ამ დროს სახლიდან მუქი ფერის სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა გამოვიდა. საოცარი შეხედი იყო. ახოვანი, ლამაზი, თითქოს მკაცრი და ამავე დროს სიკეთით სავსე გამოხედვით. - რუხი რაინდი? - კითხვით მიმართა მელოსმა გრძნეულ ეფროსს. - ჰო, ეს არის ჩემი შვილობილი, ქანელი. ქანელი ეზოში ჩამოვიდა, სტუმრებს მიესალმა და სახლში შეიპატიჟა. ყველანი შენობაში შევიდნენ და უზარმაზარ, არაჩვეულებრივი სილამაზის დარბაზში აღმოჩნდნენ. სტუმრები თითქოს ზღაპრულ სამყაროში მოხვდნენ. დარბაზის ერთ მხარეს ნამდვილი ზღვა ლივლივებდა, ულამაზესი სანაპიროთი. ზღვაში პატარა კუნძულიც კი მოჩანდა, საიდანაც პაწაწინა არსებები უქნევდნენ მათ ხელს. მეორე მხარეს - უღრანი ტყე, სადაც ქურციკები, მგლები და ბაჭიები ერთად დარბოდნენ. ზღვის საპირისპიროდ უდაბნო მოჩანდა, სადაც აქლემების ქარავანი ზოზინით მიიკვლევდა გზას თითქოსდა გაუსაძლის სიცხეში. ერთ-ერთ მხარეს, მაღალზე მაღალი, 50-60 სართულიანი სახლები მოჩანდა. - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. სიმართლე გითხრათ დიდი ხანია ველოდი ჩვენ შეხვედრას. დაისვენეთ და შემდეგ ერთად მოვიფიქროთ, არის თუ არა რაიმე საშუალება თქვენი ოჯახის დასაბრუნებლად. - მიმართა ქანელმა უფლისწულს. - არა ქანელ. მე დასვენების დრო არ მაქვს. - იყო პასუხი. - მაშინ წავიხემსოთ და თან ვისაუბროთ. - თანახმა ვარ, მაგრამ სანამ სუფრასთან დავსხდებოდეთ გთხოვ ჩემი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილო და ამიხსნა, რა ხდება ამ დარბაზში. ან ასეთი მაღალი სახლები საიდან გაჩნდა? - ქანელს გაეღიმა. - ეს ჩემი ოთახია. ჩემი ნათლიების დახმარებით შექმნილი ოთახი. კედლებზე ნაჩვენებ ადგილებში ჩემი მეგობრები ცხოვრობენ. ასე უფრო ადვილად ვუკავშირდებით ერთმანეთს. ერთი დაძახება და უმალ მათთან გავჩნდები ხოლმე. Eეს მაღალი სახლები კი 21-ე საუკუნეა, სიმართლე გითხრა მანდ არავის ვიცნობ, მაგრამ ყოველი შეთხვევისათვის ახლოს მინდა ვიყო, რა იცი რა ხდება, ეგებ მაგათაც დავჭირდე. - ნამდვილი სასწაულია, - ერთხმად წამოიძახეს მარამ და მელოსმა. - ჩვენ თუ დავმეგობრდით (რაშიც ეჭვი არ მეპარება), სამსოკოთა კუნძულის ადგილი თუ მოინახება შენს საოცარ სამყაროში? - რასაკვირველია მოინახება. თქვენ კუნძულზე ხშირად ვარ ნამყოფი, შენი პატარაობაც კარგად მახსოვს. - მიუგო ქანელმა. - კი მაგრამ, რამდენი წლის ხარ? - დაიბნა მელოსი. - არ ვიცი. ეფროსს ეცოდინება. ალბათ 400 ან 500 წლის ვიქნები. ჯერ ახალგაზრდა ვარ. - უკვდავი ხარ ხომ? - ჰკითხა მელოსმა. - შენ ხომ რუხი რაინდი ხარ. შენზე ლეგენდები დადის. - არა, მოკვდავი ვარ. მაგრამ, სანამ დედამიწაზე საბოლოოდ არ დავამარცხებ ბოროტებას, მანმადე ცოცხალი ვიქნები. ასეთი დავალება მაქვს მიღებული ღმერთისგან და ვცდილობ რაც შეიძლება სწრაფად შევასრულო. - სამწუხაროდ ბოროტებამ ისე მძლავრად გაიდგა ფესვები, რომ ვფიქრობ აქ კიდევ დიდხანს მოგიწევს დარჩენა. - უპასუხა მელოსმა. ამასობაში ქალებმა სუფრა გაშალეს. Mმამაკაცები მაგიდას შემოუსხდენ და ხმადაბლა დაიწყეს საუბარი. - ახლა მოკლედ მოგიყვები ჩვენს ამბავს. - დაიწყო უფლისწულმა. - მე ხომ გითხარი რომ გელოდით. - ცოტა მკაცრად გააწყვეტინა ქანელმა საუბარი მელოსს. - ქანელ! - ხმას აუწია გრძნეულმა ეფროსმა. - ნუ დაგავიწყდება ვის ელაპარაკები. Mმელოსი უბრალოდ უფლისწული კი არაა. მეფე ქამუსის ვაჟია. ასე რომ ცოტა შეარბილე საუბარი. - კარგი, იმედია არ გეწყინათ. - იგივე ტონით განაგრძო ქანელმა. - საქმეზე გადავიდეთ. თანახმა ხართ? მელოსმა უხმოდ დაუქნია თავი. - არაფერი მწყენია, შენ სწორი ხარ. რა ვქნა, ასე ვარ აღზრდილი, უაზროდ უნდა ვარიგო ყველას ჭკუა. - გისმენ ქანელ! - ჩვენ საქმეს ამძიმებს ის გარემოება, რომ ჯურხანი, რომელმაც თქვენ მოგაჯადოვათ და მიწისქვეშეთში ჩაგამწყვდიათ ცოცხალი აღარ არის. - რააა??? - წამოხტა მელოსი. - გამოდის, აღარაფერი გვეშველება? - დაწყნარდი უფლისწულო, ჯურხანს შვილი დარჩა, რომელიც ჩემს მეგობრად თვლის თავს. მასაც ჯურხანი ჰქვია. მაგრამ არც ჯურხან-მახრჩობელაა და არც ჯურხან-ძველი. ჯურხან-სლიპინა კი შეიძლება დავარქვათ, - მხიარულად გადაიხარხარა ქანელმა. ახლა ისაა მიწისქვეშეთის მეფე. თქვენი ამბავი შეიძლება არც იცის. - ჯადოს მოხსნა შეუძლია? - არ ცხრებოდა მელოსი. - არ ვიცი. გავესაუბროთ. თუ გინდა გამოვიძახებ და თვითონ გვეწვევა. Aარა, ჯობია ჩვენ ვესტუმროთ. თუ თქვენი ამბავი არ იცის, იქაურობას მასთან ერთად დავათვალიერებთ და რაიმეს მოვიფიქრებთ. - ქანელი ადგა, “ახლავე მოვალო”, ჩაილაპარაკა და გაუჩინარდა. რამოდენიმე წუთში ქანელი დარბაზში დაბრუნდა, ხელში უცნაური ფორმის კვერთხი ეპყრა. Mმელოსი წამოხტა და ქანელთან მიიჭრა. - ეს ჯურხან-მახრჩობელას კვერთხია. მას ეჭირა ხოლმე ხელში. შენ საიდან გაქვს? - ჯურხან მეორემ მისახსოვრა. თქვენი მოსისხლე მტრის ვაჟმა. ახლა, ამ კვერთხის საშუალებით ჩავალთ მასთან სტუმრად. - მიუგო ქანელმა. - ხომ არ გეშინია? ეგებ მარტო წავიდე? - წავედით! - წამოიძახა უფლისწულმა. - მელოს, გთხოვ ფრთხილად იყავი, - ჩურჩულებდა მარა. - ფრთხილად იყავი. - მელოსმა მარას შუბლზე აკოცა და ქანელს მიმართა. - წავედით მეთქი, რაღას ელოდები. - ჯურხან მოვდივააარ! - დაიძახა ქანელმა და კვერთხი მიწას რამოდენიმეჯერ დაჰკრა. მიწა გაიხსნა, ორივე ახალგაზრდა თან ჩაიყოლა და ისევ შეიკრა პირი ისე. თითქოს არაფერი მომხდარაო.
თავი მეოთხე
თითქოს არაფერი მომხდარაო, ქანელი და მელოსი უკვე მიწის ქვეშ იმყოფებოდნენ და სიბნელეს შეუჩვეველნი აქეთ-იქით დაბნეულად იცქირებოდნენ. ამ დროს თითქოს რაღაც ხმაური შემოესმათ. - ამას ვის ვხედავ, ქანელ მეგობარო აქ რამ მოგიყვანა? უფრო სწორედ ჩამოგიყვანა? - მოესმათ ყმაწვილებს, ცოტა არ იყოს უცნაური ხმა. ქანელი ამასობაში სიბნელეს შეეჩვია და გაკვირვებული შესცქეროდა რაღაც გაურკვეველ, გამჭვირვალე არსებას, რომელიც რაღაცით მის ძველ მეგობარს, ჯურხან მეორეს წააგავდა. Uუკან კი, წელში მოხრილი, მახინჯი არსებების მთელი არმია ედგა. - შენ ვინ ხარ? - ყოველი შემთხვევისათვის იკითხა ქანელმა. - მე შენი მეგობარი, ჯურხანი ვარ. ნუთუ აღარ გახსოვარ? - ეშმაკურად მოჭუტა თვალები მოსაუბრემ. - სრულიად მიწისქვეშეთის მბრძანებელი. - არ მეგონა თუ კიდევ გნახავდი. - დააყოლა დამცინავად. - მე, სხვანაირი მახსოვხარ, ჩემო ჯურხან. - მაინც როგორი? - კვლავ ჩაიცინა ჯურხანმა. - სტუმართმოყვარე, ერთგული მეგობარი და რაც მთავარია, უფრო კარგი შესახედი. - ღიმილითვე უპასუხა ქანელმა, მაგრამ ვაი იმ ღიმილს. ვინც ქანელს იცნობს, ემახსოვრება, რომ მისი ეს ღიმილი კარგს არაფერს მოასწავებდა. ჯურხანი, ცოტა არ იყოს შეცბა. - რა გაწყენინე ასეთი ქანელ, რატომ მელაპარაკები ისე, გეგონება შენი მტერი ვიყო. - მეგობრებს ისე არ ხვდებიან როგორც შენ მე შემხვდი. ეტყობა მამაშენის კვალს დაადექი. მამაშენს კი რა დაემართა მაგის გამო, მე მგონი გახსოვს. - ნუ მახსენებ მაგას. თორემ ჩვენს მეგობრობას მართლაც ბოლო მოეღება. - წამოიყვირა ჯურხანმა. - მე რომ შენი სახე დავინახე, მაშინ მივხვდი, რომ ჩვენი მეგობრობა კარგა ხნის დამთავრებულია. მაგრამ, ეგ არ მადარდებს. შენნაირი მეგობრები არ მჭირდება. ვალში ხარ ჩემთან, ვალს კი გადახდა უნდა. - მკაცრად მიმართა ქანელმა ყოფილ მეგობარს. - რა ვალი მაქვს, აბა ერთი გამახსენე? - ჩაილაპარაკა მიწისქვეშეთის მეფემ. მელოსი იდგა და გაკვირვებული ხან ერთ მოსაუბრეს შესცქეროდა, ხან მეორეს და ვერაფერში გარკვეულიყო. - აა, აღარ გახსოვს? Gგაგახსენებ. მაგრამ, ჯობს შენ თვითონ გაიხსენო, მერე გვიანი არ იყოს. - გვიანი ვისთვის, შენთვის? - ახლა უკვე გადაიხარხარა ჯურხანმა. - არა ჩემო მბრძანებელო. შენთვის იქნება გვიანი, შე ხოჭოების შთამომავალო. აღარ გახსოვს არა, როგორ ჩამოგიყვანე მიწისზემოდან? როგორ დაგსვი ტახტზე მეფედ, როგორ გავაძევე ბიძაშენი. როგორ მომატყუე, როდესაც კეთილშობილ არსებად მომაჩვენე თავი. ახლა დამთავრდა. მიწისქვეშეთს მეფე არ სჭირდება. - ნელ-ნელა ემატებოდა სიბრაზე ქანელს. - რას მერჩი ქანელ, განა რამე დაგიშავე? სიკეთე რაც გამიკეთე მახსოვს. მაგრამ შენთან ვალში არ ვარ. - წამოწითლდა ჯურხანი. - განა მამა შენ არ მომიკალი? ობლად და უპატრონოდ შენ არ დამტოვე? მას მერე დაეპატრონა ბიძაჩემი ტახტს და ყველანი გაგვაძევა მიწისქვეშეთიდან. რა აღარ გადავიტანეთ და ეს ყველაფერი შენს გამო მოხდა! შენ იყავი ჩემთან ვალში, ახლა კი ბარი-ბარში ვართ. ქანელს სახე შეეცვალა, მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა და რომ ჯურხანი ნაწილობრივ მართალი იყო. - გეთანხმები მეგობარო, დავივიწყოთ რაც იყო. ზედმეტად გავცხარდი, მაგრამ მამაშენმა ისეთი ბოროტება ჩაიდინა, რომ მისი გამოსწორება თითქმის შეუძლებელია. - მაინც რა ჩაიდინა ასეთი? - იკითხა ჯურხანმა, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა, რომ ქანელის ნათქვამი არ გაკვირვებია. - რა ჩაიდინა? ჩემი ოჯახი ისე მოაჯადოვა, რომ სამუდამოდ ქვესკნელში ჩაამწყვდია. - წინ წამოიწია მელოსი. - ჩვენი სამეფო გაანადგურა და ხალხი მათხოვრებად აქცია. Mროგორც ვიცი, მაგ ჯადოს მოხსნა, მხოლოდ მამაშენს შეეძლო. თანაც შენ რომ გისმენ ვხვდები, რომ არანაირი სურვილი არ გაქვს ადამიანებს დაეხმარო. - ძალიან ცდები უფლისწულო, - მიმართა ჯურხანმა მელოსს. - საიდან იცი მე ვინ ვარ? - გაიკვირვა მელოსმა. - ვიცი მელოს, მაგ ჯადოს ამბავიც ვიცი. მაგრამ, მამაჩემმა ფიცი დამადებინა, რომ სანამ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი, თავისით არ გათავისუფლდებოდა, მანამადე არაფერი შემეცვალა. Aახლა კი, რადგან შენ თვითონ მოახერხე ჯადოსგან თავის დაღწევა, მე სრული უფლება მაქვს მამაჩემის მიერ ჩადენილი ბოროტება გამოვასწორო. ქანელი თავდახრილი უსმენდა ჯურხანის სიტყვებს. - გეთანხმები მეგობარო და სამწუხაროდ არც მე ვარ ნაკლები ბოროტების ჩამდენი. რამდენი ადამიანი მომიკლავს, მართალია ამას სხვების გადასარჩენად ვაკეთებდი, მაგრამ.... - ქანელს ცრემლები მოადგა. - რა უფლება მქონდა მამაშენი რომ მოვკალი. საქარია კი გადავარჩინე, მაგრამ შენი ქვეყანა ხომ გავაუბედურე. ბოროტებას ბოროტება მოჰყვება და სწორედ აი ეს ბოროტების ჯაჭვი უნდა გავწყვიტო. დღეს დავიფიცებ, რომ აღარასოდეს ჩემი ხელით არავინ მოკვდება. ვინც ბოროტებას ჩაიდენს დავსჯი, მაგრამ მოკვლის უფლება მე არ მაქვს. Bბოროტებას როგორ შევაჩერებ, თუ მე თვითონ არ შევწყვეტ სისხლისღვრას. - მელოსი და ჯურხანი აღტაცებული სახეებით შესცქეროდნენ ქანელს. - ახლა უკვე ნამდვილად მჯერა რომ ბოროტების დამარცხებას მართლა შესძლებ. - მიმართა ჯურხანმა. - ჯურხან, ვიცი რომ დედამიწისაკენ გული არ მიგიწევს, მაგრამ მინდა რომ ფიცის დადებას ჩემ ნათლიებთან ერთდ შენც დაესწრო. - თხოვნით მიმართა ქანელმა ჯურხანს. - თანახმა ვარ. ახლა კი წავიდეთ, საქმეს მივხედოთ. - ყველანი სასახლისაკენ გაემართნენ. - სარდაფში უნდა ჩავიდეთ. - წარმოსთქვა ჯურხანმა, იქვე დამაგრებული ჩირაღდანი აიღო და სარდაფის კიბეებს ჩაუყვა. დანარჩენებმაც მას მიბაძეს. სარდაფი საკმაოდ ღრმა ჩანდა. - სიმართლე გითხრათ აქ პირველად ვარ. სარდაფში ჩასვლა ყველას აკრძალული გვქონდა. მამაჩემმა დამიბარა, სარდაფში მხოლოდ მაშინ ჩახვალ, როდესაც მეფე ქამუსის ვაჟი მოგაკითხავს, ოღონდ აუცილებლად ქანელიც თან უნდა ახლდესო. ყველაფერი ისე ახდა როგორც მან იწინასწარმეტყველა. - სარდაფის კიბეები არ ილეოდა, ქვემოდან კი თითქოს ღრენა-ღმუილის ხმა ისმოდა. - ეს რა ხმებია? - გაოცებით იკითხა ქანელმა. - ეს ურჩხულია, რომელიც ჯადოს მოსახსნელ ელექსირს იცავს. სამწუხაროდ ქანელ კიდევ ერთი მკვლელობის ჩადენა მოგიწევს, მეფე ქამუსის ოჯახი რომ გადაარჩინო. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ურჩხული თუ არ გავანადგურეთ ელექსირს ხელში ვერ ჩავიგდებთ. - კიდევ კარგი ჯერ ფიცი არ დამიდია. - გახუმრება სცადა ქანელმა, ქარქაშიდან ხმალი ამოასრიალა, სირბილით გააგრძელა სვლა და სიბნელეში გაუჩინარდა. - ქანელ რას აკეთებ, მარტო ვერ გაუმკლავდები. - დაუძახა ჯურხანმა, მაგრამ პასუხი არავის გაუცია. ცოტა ხანში ქვესკნელიდან ისეთი ხმები გაისმა, ძარღვებში რომ სისხლს გაგიყინავს. ბრძოლა დაიწყო. ჯურხანი და მელოსი ცდილობდნენ რაც შეიძლება ჩქარა მიახლოვებოდნენ ურჩხულის ადგილსამყოფელს, მაგრამ სანამ ჩვენი გმირები ქანელის დასახმარებლად კიბეს მიუყვებოდნენ, ურჩხულის ღრიალი ყმუილს დაემსგავსა, შემდეგ ნელ-ნელა მინელდა და საბოლოოდ სრულიად შეწყდა. - ნუღარ ჩამოდიხართ, ელექსირი მე მაქვს, ურჩხულიც აქ არის, გვერდზე მიზის. ცოტა ელექსირი მაგასაც დავალევინე და ლეკვივით თვინიერი გახდა. ჩემთან წავიყვან, ტყეში გაერთობა. წლების მანძილზე სიბნელეში ჩაკეტილი გაბოროტდებოდა აბა რას იზამდა, - გაიცინა ქანელმა. ჯურხანი და მელოსი მაინც ჩაუყვნენ კიბეს ბოლომდე. მათ თვალწინ საოცარი სურათი გადაიშალა, ქანელი ელექსირით ხელში მიწაზე იჯდა და მძიმედ სუნთქავდა. გვერდზე უზარმაზარი ურჩხული ეჯდა, იღიმოდა და შიგადაშიგ ხელებს ულოკავდა ყმაწვილს. - დავისვენე, შეგვიძლია მიწის ზემოთ ავიდეთ და სახლისაკენ გავუდგეთ გზას. - წარმოთქვა ქანელმა. - აქედან პირდაპირ სამსოკოთა კუნძულისაკენ მივდივართ. მეფე-დედოფალი ვნახოთ და პატივი მივაგოთ. - ქანელ, ელექსირი მელოსს მიეცი, დალიოს და ჯადოც მოიხსნება. იმავ წუთს ქვესკნელიდან ამოვა მეფე-დედოფალი თავის ამალითა და ჩვეულებრივ, მიწიერ ცხოვრებას გააგრძელებენ. ჰო, კიდევ ერთი, არანაირი ჯადო მაგათზე აღარ იმოქმედებს. მშვიდად და წყნარად გააგრძელებენ დარჩენილ სიცოცხლეს. - მიმართა ქანელსა და მელოსს ჯურხანმა. - ახლა კი შეგვიძლია გზას გავუდგეთ. არ მეგონა თუ კიდევ მომიწევდა მიწის ზემოთ ასვლა, მაგრამ ძალიან მინდა ქამუსსა და მის მეუღლეს შევხვდე და მამაჩემის მაგივრად ბოდიში მოვუხადო. მზად ხართ ასასვლელად? - ახალგაზრდებმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს. ჯურხანი წელში გაიმართა, თიქოს სიმაღლე მოემატაო. - მიწავ გაიხსენ!!!! - დაიღრიალა მან არაადამიანური ხმით. ამის თქმა და ყველანი მიწის ზედაპირზე აღმოჩნდნენ. ქანელის გვერდზე ლეკვივით ყურებდაცქვეტილი ურჩხული იდგა.
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საინტერესო ზღაპარია. ველი გაგრძელებას. საინტერესო ზღაპარია. ველი გაგრძელებას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|