,,ასეთ ამინდში სულთა მეუფეც უგზოუკვლოდ დაბორიალებს და ვინ იცის, ვის გადააწყდება"
რიუნოსკე აკუტაგავა
როგორც კი გავიდა, მაშინვე ისეთი შეგრძნება დამეუფლა, სიზმარში საიდანღაც სიცარიელეში რომ ვარდები. ოღონდ ეს არა! მაგიჟებს უარაფრობის განცდა. მზად ვიყავი, მაშინვე უკან გავყოლოდი და მობრუნება მეთხოვა, მაგრამ მივხვდი, ზედმეტად ეგოისტური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან და კარში გავარდნის ნაცვლად, მშვიდად მივედი ფანჯარასთან. ძალიან დიდი ხანია, ასე აღარ უწვიმია თბილისში. ნამდვილი თავსხმაა. საერთოდ, ამინდი რომ მოქმედებს ადამიანის გუნება-განწყობაზე, გეცოდინებათ, მგრძნობიარეებზე-მითუფრო. ესღა მაკლდა! არა, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ წვიმდა. ეგ კი არა, მთელი ღამე საამოდაც ჩამესმოდა ყურში ჩემი ფანჯრის რაფაზე ატეხილი ხმაური, მაგრამ ახლა არ მესიამოვნა და კიდევ უფრო გამიფუჭა გუნება. აი, ჩემი ბექაც გამოჩნდა. საკმაოდ მედგრად მიიწევს წინ. (წარმომიდგენია, როგორ უნდობლად შემომხედავდა ახლა ნებისმიერი მამრი სიტყვა ,,ჩემი”-ს წარმოთქმის გამო). ალბათ, ფეხებიც გვარიანად უსველდება. დარწმუნებული ვარ, სახლში მისული სულ გინებ-გინებით გაიხდის ფეხსაცმელს. არადა როგორ ვჭირდები ახლა მე, რომ შევთავაზო ცხელი ჩაი, სამი კოვზი შაქრითა და ლიმონით, როგორც უყვარს. რა თქმა უნდა, სხვაც შეძლებს მისთვის რამე ცხელის მირთმევას, მაგრამ შემდეგ კალთაში ჩაჯდომას, ხელების კისერთან გაბანტვას და ჩემნაირ კოცნას.. ეჭვი მეპარება. მოკლედ, სწრაფად მიიწევს ჩემგან წასული ბექა მარტოობისაკენ, მე კი ვდგავარ მაღალ ფანჯარასთან ღამის პერანგში (რადგან დილიდან მეზარებოდა გამოცვლა) და უკან მიბრუნებაც არ მინდა. როგორც წესი, ჩვენ ნაკლებად ვფიქრობთ, ვინმე თუ გვიყურებს ფანჯრიდან. მთავარია, ოთახში არავინ იყოს. ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, სანამ ეს ფეხით მიუყვება გზას, სასწრაფოდ ხომ არ ჩამეცვა, ტაქსი გამეჩერებინა და შინ უიმედოდ მისულს ტკბილი ღიმილით ხომ არ დავხვედროდი-მეთქი, სავარძელში ფეხი-ფეხ გადადებული, მაგრამ მართალი ხართ, ზედმეტად დემონური სვლა იქნებოდა. ისევ სჯობს, სამზარეულოში გავიდე და რაიმე მჟავე მოვნახო. ახლა მხოლოდ ამას თუ შეუძლია ჩემი განწყობის გამოკეთება. ჟურნალის მაგიდაზე ბექას სიგარეტსა და სანთებელას ვხედავ და უფრო მიმძიმდება გული. ოჰ, რა საშინელი ჩვევა აქვთ ნივთებს, ყველაზე მძაფრად სწორედ ისინი გაგრძნობინებენ სიცარიელეს. სიგარეტს გვერდულად და სწრაფად ვიჩრი პირში და ვუკიდებ. რამე მჟავე. სასწრაფოდ! საბედნიეოდ, სამზარეულოში არ არის მისი კვალი. მოგონებებს თვითონ მოვუვლი როგორმე. ოხ, რა სულელი ხარ, საყვარელო! სად მიდიოდი. თან ასეთ ამინდში. არ სჯობდა, ვმსხდარიყავით, გვესაუბრა რამე ზედმეტად უბრალოზე, როგორიცაა ჩვენი მომავალი სახლი და წინასწარ გვებოდიალა, როგორი იქნებოდა ჩვენი მომავალი ჩვენს მომავალ სახლში. შენ კიდევ ადექი და წახვედი. აღარ მინდა მჟავე. წავალ და დავუკრავ. დიახაც, მივუჯდები დედაჩემისგან ნასახსოვლარ როიალს და თითების ატკივებამდე დავუკრავ. ვერ ვიტან, ამას რომ ვაკეთებ, ახლა კი ზუსტად ის დროა, ყველაზე საზიზღარი რაღაცები ვაკეთო. უბრალოდ მივუჯექი როიალს და ისე დავხედე ჩემს უბრალოდ დაწყობილ თითებს, რომ საკუთარი თავი შემეცოდა. კარგად დაკვრა არასდროს გამომდიოდა. საკმარისი განათლება არ მაქვს და არც ვარჯიშით მომიკლავს თავი ოდესმე. აი, წერა გაცილებით მეტად მსიამოვნებს, არა, ახლა ვიტყუები-სიამოვნებაზე უფრო ძლიერი შეგრძნებაა, მე რომ აუცილებელს დავარქმევდი. ჭამასავით ყოველდღიური არაა, უფრო კარგი სექსივითაა-პერიოდული. აბა, ახლა როგორ აგიხსნა შენ, რომ ის ვაჟბატონი დასაწერად მჭირდება მხოლოდ. თავიდან ითმენდი, ყლაპავდი, როგორც იტყვიან, ერთხელაც ამოგივიდა ყელში და წახვედი. თან რა ამინდში. და როცა გითხარი, არ არსებობენ მოღალატე ქალებზე ერთგულები-მეთქი, სულ გადაირიე. ჯანდაბა! ვერ ვიტან როიალას! არა, როიალს რას ვერჩი, მშვენიერი ინსტრუმენტია, თან მრავალმხრივ გამოყენებადი, მაგრამ არ შემიძლია დაკვრა, არაა ჩემი საქმე და მორჩა. ახლავე ავდგები, ჩავიცვამ და ჩემს მკერავს მივაკითხავ. თუ არ ვცდები, კოკო შანელი ამბობდა, კაბა მხოლოდ ტანსაცმელი არაა, ის ქალის ხასიათიაო. ჰოდა წავალ და დღევანდელ გაწყობას შევკერავ. მისაღებიდან საძინებელ ოთახში გასასველ დერეფანში სიკდილის სუნი რომ იდგა, თქვენც იგრძენით? ვაჰ, რა დღეა. რამე მთლიან კაბას ჩავიცვამ. მკერავთან მაინც მომიწევს გახდა და მეზარება. მოკლედ, შილიფად ვიცვამ, როგორც შენ იტყოდი. მე თხელის თქმას ვარჩევ, მაგრამ იყოს ახლა-შილიფად. რაღაცნაირი, სითბოსმომგვრელი მომენტია. კარადა ხომ საერთოდ-მოგონებების ბუდეა. აი, ამ კომბინიზონში, სპორტულად გამოწყობილი ვიყავი, როცა უკაცო და ქარიანი ქუჩა სიცილით ჩავირბინეთ და კუთხეში მჯდომი კაცისგან, ჯიბეში ნაპოვნი ხურდებით ვიყიდეთ ბავშვობისდროინდელი საწუწნი კანფეტები-მთელი საათი რომ სჭირდება მათ დაპატარავებას. აჰ, როგორი უბრალო ვარ ზოგჯერ. უკანასკნელი სამაგრიც შევკარი, კეფიდან მოვიშორე ხელები და ყურადღებით დავაკვირდი ჩემს ორეულს. ნუთუ მართლა ვეღარასდროს დავინახავ ამ სახეს შენს თვალებში. ღმერთო, როგორი სენტიმენტალური განწყობა მაქვს. აჰა, ისევ წამომცდა! არ მიყვარს უზენაესს რომ ვახსენებ ხოლმე. რა შუაშია საერთოდ ჩემს პრობლემებთან და მითუფრო, ჩემსა და შენს პრობლემებთან. თან ხომ გვახსოვს: ,,არა მოიღო სახელი უფლისა შენისა ამაოსა ზედა.” უბრალოდ, უხერხული შეგრძნება მაქვს. თვალის კონტურებს ვიმუქებ მხოლოდ, ჩემს ისედაც წითელ ტუჩებს, როგორც შენ ამბობ, ხელს არ ვახლებ, გასაღებს ვიღებ, კარს ვკეტავ, მერე ორჯერ ვამოწმებ, როგორც დედამ მიმაჩვია ადრე და ჯიუტად ვუცდი ლიფტს მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ფეხით უფრო სწრაფად ჩავალ. იქამდე გვერდულად გადაკიდებულ ჩანთაში ვამოწმებ, სიგარეტი ხომ არ დამრჩა. ძლივს მოვიდა ჩემი ჯერიც და რკინის კაბინამ ჩემ წინ დააღო პირი. პატარა ბიჭი დგას მშიერი თვალებით. შევდივარ, ოდნავ ვუღიმი და უხერხულად ვდგები. -რომელზე მიბრძანდებით?-მეკითხება საოცრად დიდურად. -დაბლა.-შეხედვის გარეშე გამოვიცანი, რომ მტვრიანი ფეხსაცმელი ეცვა და მალევე დავამატე-პირველზე. შენ? -მეც.-ღილაკს მიაჭირა თითი, ერთიანი გააწითლა და კარს მიაჩერდა. ჩემი ლიფტი ძალიან ნელია. -აქ ცხოვრობ?-რატომღაც, გამოლაპარაკება მინდება. -დიახ. -რა გქვია? -ბექა. -ვაჰ,-გავიფიქრე ჩემთვის, ხმამაღლა კი ვეუბნები-რომელზე ცხოვრობ? -შენ მაღლა.-ძალიან სერიოზული სახით მიყურებს. ჩემ მაღლა ცხოვრობს, თურმე, მე კი პირველად ვხედავ, მგონი. ახლა ვკითხავ, რამდენისაა. წესით, მაქსიმუმ, მეოთხე კლასში უნდა იყოს. -რა წითელი ტუჩები გაქვს.-დამასწრო. მე ჩემდაუნებურად გავუღიმე. მანაც. ჩემი ლიფტი იმდენად ნელია, რომ მე გაოცება მოვასწარი და ქუჩაში გასვლიდან რამდენიმე წამში მივხვდი, რომ მშიერი კი არა, სასწაულისმომლოდინე თვალები აქვს ბექას. აღარ წვიმს. ბედი არ გინდა?! მე კი იმის იმედი მქონდა, რომ სულამდე გავილუმპებოდი. საერთოდაც, ამინდის ხათრით გამოვედი გარეთ. შენ ყოველთვის მართალი ხარ, როცა მეუბნები, გამოსვლამდე უნდა გაიხედო ფანჯრიდანო, მე კი ზედმეტად ჯიუტი. მკერავი არ ცხოვრობს შორს. არავის თავი არ მაქვს, ისევ ფეხით გავივლი. ხის ტოტზე შერჩენილი მსხვილი წვეთი ჩამიგორდა კეფაში. ფუ, შენი..-დაბოლოების გარეშე წამომცდა, ოღონდ არანაკლებ გემრიელად. საზიზღარი შეგრძებაა, მაღვიძარით გაღვიძებას უტოლდება. ახლა ძალიან მაღიზიანებს იმის გაფიქრება, რომ მკერავისგან გამოსულმა იგივე გზა უნდა გავიარო, იმავე ლიფტში ჩავჯდე, ავიდე მეთორმეტე სართულზე, მივიდე შავ კართან, სამჯერ გადავატრიალო გასაღები და შევიდე იმ სახლში, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ დატოვე, მე კი შენი წასვლის შემდეგ იქაურობისთვის ხელიც არ მიხლია და თითქმის ვალდებული ვარ, შენგან დატოვებული სურნელი ვისუნთქო. ლამისაა ისიც გავიფიქრო, ღალატის დროს ქალი გაცილებით მეტად ზარალდება-მეთქი, მწარედ ჩავიღიმო და ტუჩის კუთხეც მოვიკვნიტო ბარემ. არა, ეს ღიმილი მართლა კარგად გამომდის. თან სულ სხვადასხვანაირად. სველი ქუჩა ხომ ცალკე კატასტროფაა. კოშმარის შემდეგ დაცარიელებულ სიზმრებს ჰგავს. სიამოვნებით გავატარებდი მთელ ცხოვრებას სასტუმროებში. თუმცა შენ შენი სახლი გინდოდა, საკუთარი. თითქოს, სხვაში ვერაფერში გამოხატავდი მესაკუთრე ბუნებას. ჰოდა, ახლა რაღა მენაღვლება, წავალ და ვიხეტიალებ ქალაქიდან-ქალაქში და თუ მომესურვილება, ორჯერაც კი არ გავჩერდები ერთსა და იმავე სასტუმროში. -რა კაბა აგიტყდა ასეთ ამინდში!-მისალმების ნაცვლად მითხრა ჩემმა მკერავმა და სახლში შემიპატიჟა. საკმაოდ თბილა. ეტყობა, გამათბობელი აქვს აწეული ან გარედან რომ შემოვედი, ამიტომ მეჩვენება. ნემსები, ძაფები და ნაჭრის ნაფლეთები ყველგან. -გადაიღო?-მეკითხება თან საკერავ მანქანას მისჯდომია და სწრაფ-სწრაფად ამოძრავებს ხელებს. -სამწუხაროდ.-ნაჭრები მივწი-მოვწიე და სავარძელზე ჩამოვჯექი. სათვალიდან ამომხედა, თავი გააქნია ოდნავ და სადღესასწაულო ხმით თქვა: -ესეც ასე! დავამთავრე.-გვერდით გადადო გამზადებული კაბა და მე, ყავისფერი კაბის მიხედვით, რაც შეიძლებოდა სწრაფად გამოვიტანე ლოგიკური დასკვნა, რომ პატრონი დეპრესიულია. -აბა, გაიხადე.-უცერემონიოდ მითხრა და განსაკუთრებით დამეზარა გახდა. -იქნებ, ჯერ მეთქვა, როგორი მინდა.-გავუღიმე. -რა მორიდებულად იქცევი, თითქოს პირველად იხდიდე. ან იქნებ ის გბოჭავს, კაცი რომ ვარ და არა ვიღაც ჰომოსექსუალი?-თავისებურად, გემრიელად ახორხოცდა. გადამდები სიცილი აქვს, მეც გავუცინე კეთილად, სანდომიანი მზერით შევხედე, ვანიშნე, მშვენივრად მიცნობ-მეთქი და ზარმაცად შევუდექი გახდას. თან გამეფიქრა, შენ რომ მედგე ახლა წინ, ასე ხომ არ დამეზარებოდა ან თუ დამეზარებოდა, მაგასაც ადვილად მოუვლიდი. -მოდი, მოგეხმარები.-შემომთავაზა და უკანა შესაკრავი შემიხსნა.-აბა, ამჯერად როგორ განწყობაზე ხარ. ვგიჟდები ამ კაცზე. ზუსტად იცის, როდის და რატომ მივდივარ მასთან. ვუღიმი და ვაპირებ ვუთხრა, მძიმეზე-მეთქი, რომ ზეშთაგონებულ სახეს იღებს: -ზუსტად დღევანდელი ამინდის შესაფერისად ხარ. -გადაღებამდე თუ შემდეგ?-ოდნავ შემგრილდა. -დღევანდელი ამინდი ორივეს ითვალისწინებს, ამიტომ კაბაც ასეთი უნდა იყოს.-და მერე დაიწყო აქეთ-იქით სირბილი, ქსოვილის შერჩევა, სიგრძე-სიგანის გარკვევა და ათასი წვრილმანი. როგორი გახუნებული თვალები და დაჩხვლეტილი თითები აქვს. -დეკოლტე?-ჩემს მკერდთან შეაჩერა ხელები. -ამჯერად დეკოლტის გარეშე. -განა შეიძლება ამის დაფარვა? არ შემიძლია, ვერ ვიზამ!-ამბობს მთელი პათეტიკით და გულიანად ვიცინით.-აბა, ერთ გამოცანას გეტყვი. -გისმენთ.-ცოტა ტვინის ვარჯიში არ მაწყენდა. -კაცს ჰყავს სამი საყვარელი. უჭირს მათგან ერთის არჩევა და ამიტომ ჩამოურიგებს ყველას თითო მილიონს. პირველი ქალი წავა, სალონებს მოივლის, თავს მიხედავს თავიდან ბოლომდე და ისე გამოეცხადება კაცს. აი, მოცემული ფულით შენთვის გავლამაზდიო. მეორე სახლს იყიდის, მოაწყობს, როგორც უნდოდათ და ისე ჩაბარდება კაცს, აი, ჩვენზე ვიზრუნეო. მესამე წავა, იმდენს იზამს, ამ თანხას კიდევ ერთ მილიონს დაამატებს ზემოდან და ეტყვის, აჰა, არ ვარ მფლანგველი, გავზარდე ჩვენი კაპიტალიო. როგორ ფიქრობ, რომელს შეირთავს კაცი? -სამივეს საყვარლებად დაიტოვებს. -კარგი პასუხია, მაგრამ არასწორი.-გადაიხარხარა.-იმას მოუყვანს, ვისაც ყველაზე დიდი მკერდი აქვს.-და ერთად გავიცინეთ. შევთანხმდით, რომ თავიდან ბოლომდე დახურული კაბა, მარჯვენა ფეხზე მთლიანი ჭრილით ზეგ მზად დამხვდებოდა. ყავა არ მაქვსო და ჩაი შემომთავაზა. მე ჩაი შენს თავს მახსენებს და არ დავლიე. წამოსვლისას მითხრა, ძალიან ლამაზი ხარო. მე კი მშვენივრად ვიცი, რომ ლამაზი ქალი არ ვარ. მიმზიდველი უფრო მეთქმის, მაგრამ კაცები ასე არ წვრილმანდებით. გამოვედი. გახსოვს, ერთხელ ზუსტად ამ კაცთან შევიკერე კაბა და მერე იმ კაბით, მთელი საღამოს ხეტიალის შემდეგ, კანკანი გიცეკვე. მერე დიდხანს ვიცინეთ და ბოლოს ბანქოში მოგიგე. გაწვიმდეს მაინც. მოდი, რა. მოდი და რომელიმე კინო მომიყევი წინასწარ და ბოლოს ისიც დააყოლე, აუცილებლად უყურეო. მე არ გაგაჩერებ, გპირდები, ბოლომდე მოგისმენ და მიუხედავად დაკარგული ინტერესისა, მაინც ვუყურებ ოდესმე. იმ ადამიანივით ვარ, დიდი ხანია რომ დაკარგა რწმენა და ეს ამბავი საკუთარი თავისთვისაც ვერ გაუმხელია ჯერ. პატარა, ყავისფერ ჩანთას და სიკვდილს მივაფართხუნებ სველ ქუჩაში. ჩემს კორპუსს მივუახლოვდი. ბექა! ოღონდ შენ არა, ჩემი მეზობელი. -არ გცივა?-ვუღიმი და გაკვირვებას ვმალავ. შემოსაცმელიც კი არ აქვს. -არა.-ოსევ დიდურად მპასუხობს. -სახლში მოვდივარ. წამოხვალ? -არ მინდა. -მაშინ ჩემთან შევიაროთ ციტა ხნით ბევრი შოკოლადი მაქვს, მე კი არ მიყვარს ტკბილეული. გაგიყოფ.-სულაც არაა უსამართლობა. ესეც ბექაა და შენს მოტანილ შოკოლადებს შეჭამს. _შენ რა, არ იცი?-გახალისდა თითქოს და მერე უცებ დაიმორცხვა.არა, არა, კი არ დაიმორცხვა,რაღაც უფრო კაცურად ქნა. -რა უნდა ვიცოდე? -მეზობელი გარდაიცვალა, შენ მაღლა რომ ცხოვრობს, პატარა ბავშვი. აი, რატომ მცემდა სიკვდილის სუნი მისაღებიდან საძინებელში გასასველ დერეფანში,-ეს იყო პირველი, რაც გაიფიქრე და მერე სხვა რამეზეც დავფიქრდი: -ჩემ მაღლა შენ არ ცხოვრობ? -ჰო, მაგრამ მდგმურები გვყავდა ეს თვეები. დღეს დაგვირეკეს. ოთხი თვის გოგონა იყო. და მომეჩვენა, თითქოს მახარა ეს ამბავი. მორჩა, ახლა საბოლოოდ გამიფუჭდა ხასიათი. კორპუსს ჩავუარე, ვგრძნობ, როგორ მივათრევ ფეხებს. სულ ასეა, როცა უმიზნოდ და გამოცარიელებული ვრჩები. შემაშფოთებლად სუფთა თვალები აქვს ამ ჩემს მეზობელ ბექას. ძალიანც კარგი, რომ წახვედი. როდემდე მომეყოლა ათასი სისულელე ჩემი არსებობა რომ დამეჯერებინა შენთვის. ეს სიკვდილის სუნიც როგორ ამეკიდა მთელი დღეა. მე მართლა გავგიჟდი, საყვარელო, რადგან მგონია, უკან თუ მივიხედავ, აუცილებლად იქ დამხვდები და შემოწმებისაც მეშინია, ზედმეტად დაწყევლილი დღეა. შენ ახლა უსაფრთხოდ ხარ, სადაც ხარ. ხომ ასეა? სიკდილის უფლებაზე გიფიქრია? მე მიფიქრია და ამ დროს ჩემი სახლის პარალელური ქუჩა მიტრიალებს ხოლმე გონებაში. სულ ასეა, როცა რამეზე ვფიქრობ, მაშინვე რომელიმე ქუჩა ამოტივტივდება. სხვათაშორის, არც ისე ადვილი მოსაპოვებელია ეს სიკვდილის უფლება. ჯანდაბა! ხომ ვიცი, როგორი ცარიელი ბინა მელის ახლა. ავდგები და ამ სველ ქვაზე ჩამოვჯდები. სულ არ მაინტერესებს გაციება და მითუმეტეს, ტანსაცმლის გაჭუჭყიანება. ღმერთო, რა დღეა! არა, ღმერთი არ უნდა მეხსენებინა, ის რა შუაშია. ვზივარ, ვფიქრობ, როგორ დავიკიდო ყველაფერი ფეხებზე და თვალწინ შენი ქუჩა მიდგას. გაწვიმდეს მაინც.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
35. გაწვიმდებოდა მაინც... გაწვიმდებოდა მაინც...
34. ახლა ვკითხულობ ამას, პროცესში ვარ ანუ, ჰოდა ეს
ჯანდაბა! ვერ ვიტან როიალას! არა, როიალს რას ვერჩი, მშვენიერი ინსტრუმენტია, თან მრავალმხრივ გამოყენებადი, მაგრამ არ შემიძლია დაკვრა, არაა ჩემი საქმე და მორჩა. - სმიტ უბრალოდ განწყობების მკერავი კი არა განწყობების შანელი ხარ, ზეგენიალური გარტყმაა ამ მოთხრობისთვის ეს :დ რამდენი ვიცინე :დ
ვსიო ვაგრძელებ.
ოოო აქაც უნდა გავჩერდე და უნდა ავღნიშნო რომ ზესაზიზღარი ხარ :დ
მე კი მშვენივრად ვიცი, რომ ლამაზი ქალი არ ვარ. მიმზიდველი უფრო მეთქმის, მაგრამ კაცები ასე არ წვრილმანდებით.
ვაგრძელებ.
:| არ გაპატიებ არასდროს.
შენიშვნები მაქვს რაღაც და ვისაუბროთ მერე როცა გაიღვიძებ და მოხვალ აქამდე. ახლა ვკითხულობ ამას, პროცესში ვარ ანუ, ჰოდა ეს
ჯანდაბა! ვერ ვიტან როიალას! არა, როიალს რას ვერჩი, მშვენიერი ინსტრუმენტია, თან მრავალმხრივ გამოყენებადი, მაგრამ არ შემიძლია დაკვრა, არაა ჩემი საქმე და მორჩა. - სმიტ უბრალოდ განწყობების მკერავი კი არა განწყობების შანელი ხარ, ზეგენიალური გარტყმაა ამ მოთხრობისთვის ეს :დ რამდენი ვიცინე :დ
ვსიო ვაგრძელებ.
ოოო აქაც უნდა გავჩერდე და უნდა ავღნიშნო რომ ზესაზიზღარი ხარ :დ
მე კი მშვენივრად ვიცი, რომ ლამაზი ქალი არ ვარ. მიმზიდველი უფრო მეთქმის, მაგრამ კაცები ასე არ წვრილმანდებით.
ვაგრძელებ.
:| არ გაპატიებ არასდროს.
შენიშვნები მაქვს რაღაც და ვისაუბროთ მერე როცა გაიღვიძებ და მოხვალ აქამდე.
33. შეგრძნება დამეუფლა"- მშვენივრად იწყებ და მეც სიამოვნებით წავიკითხე, და ბოლოს ,რომ ჩავედი დავრწმუნი, რომ სათაური, უნდა ყოფილიყო
" შეგრძნებების მკერავი" ნაწარმოებში განწყობა რა ვიცი მე ვერ დავინახე, რადგან ფრაზები:
" დეკოლტე?- ჩემს მკერდთან შეაჩერა ხელი, დაჩხვლეტილი თითები, მსხვილი წვეთი ჩამიგორდა კეფაში, ეს სიკვდილის სუნიც როგორ ამეკიდა მთელი დღე" - ეს არის შეგრძნებები, (მხედველობითი, , შეხებითი, ყნოსვითი და ა.ს.)
მღლიანობაში მომწონს ავტორის შემოქმედება და მომავალში დიდი წარმატებებია მოსალოდნელი! შეგრძნება დამეუფლა"- მშვენივრად იწყებ და მეც სიამოვნებით წავიკითხე, და ბოლოს ,რომ ჩავედი დავრწმუნი, რომ სათაური, უნდა ყოფილიყო
" შეგრძნებების მკერავი" ნაწარმოებში განწყობა რა ვიცი მე ვერ დავინახე, რადგან ფრაზები:
" დეკოლტე?- ჩემს მკერდთან შეაჩერა ხელი, დაჩხვლეტილი თითები, მსხვილი წვეთი ჩამიგორდა კეფაში, ეს სიკვდილის სუნიც როგორ ამეკიდა მთელი დღე" - ეს არის შეგრძნებები, (მხედველობითი, , შეხებითი, ყნოსვითი და ა.ს.)
მღლიანობაში მომწონს ავტორის შემოქმედება და მომავალში დიდი წარმატებებია მოსალოდნელი!
32. ძალიან კარგად მესმის შენი. წერ იმას, რასაც მე გავურბრვარ და ზოგჯერ ვახერხებ კიდეც:) მაგრამ მუდამ ერთი კითხვა სულ თან დამდევს - როდემდე? მთელი ცხოვრება? ძალიან კარგად მესმის შენი. წერ იმას, რასაც მე გავურბრვარ და ზოგჯერ ვახერხებ კიდეც:) მაგრამ მუდამ ერთი კითხვა სულ თან დამდევს - როდემდე? მთელი ცხოვრება?
31. კითხვას არ მაცდიან.....
მოვალ ისევ ამ გვერდზე, აუცილებლად, დრომოცლილი. კითხვას არ მაცდიან.....
მოვალ ისევ ამ გვერდზე, აუცილებლად, დრომოცლილი.
30. აჰ, პატივი მქონია =)
მოხარული ვარ =) აჰ, პატივი მქონია =)
მოხარული ვარ =)
29. ოთახის კატა?! ))რა თქმა უნდა mrs.smith. მართლაც ხომ, "ასეთი ქალები არ მოჰყავთ ცოლად" ისინი ხომ "ჩამოშლილი თმით უდგებიან კვალში ავსულებს" )) მადლობთ, თქვენი წყალობით კიდევ ერთ საინტერესო ავტორს მივაგენი. )) ოთახის კატა?! ))რა თქმა უნდა mrs.smith. მართლაც ხომ, "ასეთი ქალები არ მოჰყავთ ცოლად" ისინი ხომ "ჩამოშლილი თმით უდგებიან კვალში ავსულებს" )) მადლობთ, თქვენი წყალობით კიდევ ერთ საინტერესო ავტორს მივაგენი. ))
28. კიდევ ერთხელ წავიკითხე. მეღიმებოდა თან )) კიდევ ერთხელ წავიკითხე. მეღიმებოდა თან ))
27. ჟადენ, განსაკუთრებით გამიხარდი =)
მისს უაიტ, რატომღაც, მომინდა პასუხის ასე გაცემა: ,,მე არასოდეს არ გავხდები ოთახის კატა".. (თუმცაღა მიგიხვდით, რაც და როგორც იგულისხმეთ =) ) და კიდევ, ყავისფერი დეპრესიული ფერია =) ნაცრისფერი ხშირ შემთხვევაში ნიშნავს დამალვის, დაფარვის სურვილს =)
დიდი მადლობა ჟადენ, განსაკუთრებით გამიხარდი =)
მისს უაიტ, რატომღაც, მომინდა პასუხის ასე გაცემა: ,,მე არასოდეს არ გავხდები ოთახის კატა".. (თუმცაღა მიგიხვდით, რაც და როგორც იგულისხმეთ =) ) და კიდევ, ყავისფერი დეპრესიული ფერია =) ნაცრისფერი ხშირ შემთხვევაში ნიშნავს დამალვის, დაფარვის სურვილს =)
დიდი მადლობა
26. კარგი იყო იმ პატარის სიკვდილი რომ არა... კარგი იყო იმ პატარის სიკვდილი რომ არა...
25. " და როცა გითხარი, არ არსებობენ მოღალატე ქალებზე ერთგულები-მეთქი,." _ამას დავიმახსოვრებ )))
"ლამისაა ისიც გავიფიქრო, ღალატის დროს ქალი გაცილებით მეტად ზარალდება-მეთქი, მწარედ ჩავიღიმო და ტუჩის კუთხეც მოვიკვნიტო ბარემ. არა, ეს ღიმილი მართლა კარგად გამომდის. თან სულ სხვადასხვანაირად." "ზარმაცად შევუდექი გახდას. თან გამეფიქრა, შენ რომ მედგე ახლა წინ, ასე ხომ არ დამეზარებოდა ან თუ დამეზარებოდა, მაგასაც ადვილად მოუვლიდი." _ვგიჟდები ამ თქვენს ირონისტ cat women ზე ))
"ყავისფერი კაბის მიხედვით, რაც შეიძლებოდა სწრაფად გამოვიტანე ლოგიკური დასკვნა, რომ პატრონი დეპრესიულია." დასკვნა კი არასწორია, ყავისფერი ფერი არ არის დეპრესიისკენ მიდრეკილების, პირიქითაც კი შეიძლება ჩაითვალოს. როგორც წესი, ნაცრისფერია პესიმიზმის, მოწყენილობისა და დეპრესიისკენ მიდრეკილთა ფერი.
რა სასიამოვნოა ხოლმე აქ შემოსვლა! )) " და როცა გითხარი, არ არსებობენ მოღალატე ქალებზე ერთგულები-მეთქი,." _ამას დავიმახსოვრებ )))
"ლამისაა ისიც გავიფიქრო, ღალატის დროს ქალი გაცილებით მეტად ზარალდება-მეთქი, მწარედ ჩავიღიმო და ტუჩის კუთხეც მოვიკვნიტო ბარემ. არა, ეს ღიმილი მართლა კარგად გამომდის. თან სულ სხვადასხვანაირად." "ზარმაცად შევუდექი გახდას. თან გამეფიქრა, შენ რომ მედგე ახლა წინ, ასე ხომ არ დამეზარებოდა ან თუ დამეზარებოდა, მაგასაც ადვილად მოუვლიდი." _ვგიჟდები ამ თქვენს ირონისტ cat women ზე ))
"ყავისფერი კაბის მიხედვით, რაც შეიძლებოდა სწრაფად გამოვიტანე ლოგიკური დასკვნა, რომ პატრონი დეპრესიულია." დასკვნა კი არასწორია, ყავისფერი ფერი არ არის დეპრესიისკენ მიდრეკილების, პირიქითაც კი შეიძლება ჩაითვალოს. როგორც წესი, ნაცრისფერია პესიმიზმის, მოწყენილობისა და დეპრესიისკენ მიდრეკილთა ფერი.
რა სასიამოვნოა ხოლმე აქ შემოსვლა! ))
24. " და როცა გითხარი, არ არსებობენ მოღალატე ქალებზე ერთგულები-მეთქი, სულ გადაირიე." _ამას დავიმახსოვრებ )))
"ლამისაა ისიც გავიფიქრო, ღალატის დროს ქალი გაცილებით მეტად ზარალდება-მეთქი, მწარედ ჩავიღიმო და ტუჩის კუთხეც მოვიკვნიტო ბარემ. არა, ეს ღიმილი მართლა კარგად გამომდის. თან სულ სხვადასხვანაირად." "ზარმაცად შევუდექი გახდას. თან გამეფიქრა, შენ რომ მედგე ახლა წინ, ასე ხომ არ დამეზარებოდა ან თუ დამეზარებოდა, მაგასაც ადვილად მოუვლიდი." _ვგიჟდები ამ თქვენს ირონისტ cat women ზე ))
"ყავისფერი კაბის მიხედვით, რაც შეიძლებოდა სწრაფად გამოვიტანე ლოგიკური დასკვნა, რომ პატრონი დეპრესიულია." დასკვნა კი არასწორია, ყავისფერი ფერი არ არის დეპრესიისკენ მიდრეკილების, პირიქითაც კი შეიძლება ჩაითვალოს. როგორც წესი, ნაცრისფერია პესიმიზმის, მოწყენილობისა და დეპრესიისკენ მიდრეკილთა ფერი.
რა სასიამოვნოა ხოლმე აქ შემოსვლა! )) " და როცა გითხარი, არ არსებობენ მოღალატე ქალებზე ერთგულები-მეთქი, სულ გადაირიე." _ამას დავიმახსოვრებ )))
"ლამისაა ისიც გავიფიქრო, ღალატის დროს ქალი გაცილებით მეტად ზარალდება-მეთქი, მწარედ ჩავიღიმო და ტუჩის კუთხეც მოვიკვნიტო ბარემ. არა, ეს ღიმილი მართლა კარგად გამომდის. თან სულ სხვადასხვანაირად." "ზარმაცად შევუდექი გახდას. თან გამეფიქრა, შენ რომ მედგე ახლა წინ, ასე ხომ არ დამეზარებოდა ან თუ დამეზარებოდა, მაგასაც ადვილად მოუვლიდი." _ვგიჟდები ამ თქვენს ირონისტ cat women ზე ))
"ყავისფერი კაბის მიხედვით, რაც შეიძლებოდა სწრაფად გამოვიტანე ლოგიკური დასკვნა, რომ პატრონი დეპრესიულია." დასკვნა კი არასწორია, ყავისფერი ფერი არ არის დეპრესიისკენ მიდრეკილების, პირიქითაც კი შეიძლება ჩაითვალოს. როგორც წესი, ნაცრისფერია პესიმიზმის, მოწყენილობისა და დეპრესიისკენ მიდრეკილთა ფერი.
რა სასიამოვნოა ხოლმე აქ შემოსვლა! ))
23. ხის ტოტზე შერჩენილი მსხვილი წვეთი ჩამიგორდა კეფაში. ფუ, შენი..-დაბოლოების გარეშე წამომცდა, ოღონდ არანაკლებ გემრიელად. საზიზღარი შეგრძებაა, მაღვიძარით გაღვიძებას უტოლდება.
კარგი და სასიამოვნო წასაკითხი ძალიან. დ ეს სიკვდილის სუნი, ვიცი ზუსტად, თუ როგორია.
ვზივარ, ვფიქრობ, როგორ დავიკიდო ყველაფერი ფეხებზე და თვალწინ შენი ქუჩა მიდგას. გაწვიმდეს მაინც. :) დავინახე. ხის ტოტზე შერჩენილი მსხვილი წვეთი ჩამიგორდა კეფაში. ფუ, შენი..-დაბოლოების გარეშე წამომცდა, ოღონდ არანაკლებ გემრიელად. საზიზღარი შეგრძებაა, მაღვიძარით გაღვიძებას უტოლდება.
კარგი და სასიამოვნო წასაკითხი ძალიან. დ ეს სიკვდილის სუნი, ვიცი ზუსტად, თუ როგორია.
ვზივარ, ვფიქრობ, როგორ დავიკიდო ყველაფერი ფეხებზე და თვალწინ შენი ქუჩა მიდგას. გაწვიმდეს მაინც. :) დავინახე.
22. შენ კიდევ ინტრიგანი ლურსმანი =)) შენ კიდევ ინტრიგანი ლურსმანი =))
21. იმ ადამიანივით ვარ, დიდი ხანია რომ დაკარგა რწმენა და ეს ამბავი საკუთარი თავისთვისაც ვერ გაუმხელია ჯერ. :|||||||||||||
ოო სმიტუნია :* რა კარგად და სასიამოვნოდ ჩამეკითხა .
ჩამიყოლია (:
" წამოსვლისას მითხრა, ძალიან ლამაზი ხარო. მე კი მშვენივრად ვიცი, რომ ლამაზი ქალი არ ვარ. მიმზიდველი უფრო მეთქმის"
გეტყვი მერე ამაზე რაცხას
კარგი გოგო ხარ.ხუთი იმ ადამიანივით ვარ, დიდი ხანია რომ დაკარგა რწმენა და ეს ამბავი საკუთარი თავისთვისაც ვერ გაუმხელია ჯერ. :|||||||||||||
ოო სმიტუნია :* რა კარგად და სასიამოვნოდ ჩამეკითხა .
ჩამიყოლია (:
" წამოსვლისას მითხრა, ძალიან ლამაზი ხარო. მე კი მშვენივრად ვიცი, რომ ლამაზი ქალი არ ვარ. მიმზიდველი უფრო მეთქმის"
გეტყვი მერე ამაზე რაცხას
კარგი გოგო ხარ.ხუთი
20. ,,და შინ უიმედოდ მისულს ტკბილი ღიმილით ხომ არ დავხვედროდი-მეთქი, სავარძელში ფეხი-ფეხ გადადებული, მაგრამ მართალი ხართ, ზედმეტად დემონური სვლა იქნებოდა.” მაგარია,მართლა დემონურია ხოლმე ეგეთი რაღაცეები:)მომეწონა. ,,და შინ უიმედოდ მისულს ტკბილი ღიმილით ხომ არ დავხვედროდი-მეთქი, სავარძელში ფეხი-ფეხ გადადებული, მაგრამ მართალი ხართ, ზედმეტად დემონური სვლა იქნებოდა.” მაგარია,მართლა დემონურია ხოლმე ეგეთი რაღაცეები:)მომეწონა.
19. ,,და შინ უიმედოდ მისულს ტკბილი ღიმილით ხომ არ დავხვედროდი-მეთქი, სავარძელში ფეხი-ფეხ გადადებული, მაგრამ მართალი ხართ, ზედმეტად დემონური სვლა იქნებოდა.” მაგარია,მართლა დემონურია ხოლმე ეგეთი რაღაცეები:)მომეწონა,მთელი გულწეფელობით.ისეთი შეგრძნება დამიტოვა,ძალიან ნამდვილია ეს ყველაფერი და ამიტომ ყველაზე მეტად მომეწონა ,,და შინ უიმედოდ მისულს ტკბილი ღიმილით ხომ არ დავხვედროდი-მეთქი, სავარძელში ფეხი-ფეხ გადადებული, მაგრამ მართალი ხართ, ზედმეტად დემონური სვლა იქნებოდა.” მაგარია,მართლა დემონურია ხოლმე ეგეთი რაღაცეები:)მომეწონა,მთელი გულწეფელობით.ისეთი შეგრძნება დამიტოვა,ძალიან ნამდვილია ეს ყველაფერი და ამიტომ ყველაზე მეტად მომეწონა
18. ყოველთვის იცვლები... სხვას ველოდები მე ან სხვანაირს რავიცი... +5 ყოველთვის იცვლები... სხვას ველოდები მე ან სხვანაირს რავიცი... +5
17. ისე ჩავიკითხე არც გამიგია.. ))
მომენტებში ღიმილი დამჩემდა.. და ნაწერი საშინლად მომეწონა ))
წვიმა.. <3 ისე ჩავიკითხე არც გამიგია.. ))
მომენტებში ღიმილი დამჩემდა.. და ნაწერი საშინლად მომეწონა ))
წვიმა.. <3
16. ჰო, ასე დაინახა ბლაგვმა =) ჰო, ასე დაინახა ბლაგვმა =)
15. "მთლიანად მისი ხარ.... ან ის არის შენში... :* " :) თავისებურად, გემრიელად ახორხოცდა. ჰმ :) ხო.. ჩუ (მე)
"მთლიანად მისი ხარ.... ან ის არის შენში... :* " :) თავისებურად, გემრიელად ახორხოცდა. ჰმ :) ხო.. ჩუ (მე)
14. ამინდი რომ მოქმედებს ადამიანის გუნება-განწყობაზე, გეცოდინებათ, მგრძნობიარეებზე-მითუფრო. ესღა მაკლდა! არა, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ წვიმდა. ეგ კი არა, მთელი ღამე საამოდაც ჩამესმოდა ყურში ჩემი ფანჯრის რაფაზე ატეხილი ხმაური, (აი ეს განწყობა ნაცნობია ალბათ ბევრისთვის:*) ამინდი რომ მოქმედებს ადამიანის გუნება-განწყობაზე, გეცოდინებათ, მგრძნობიარეებზე-მითუფრო. ესღა მაკლდა! არა, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ წვიმდა. ეგ კი არა, მთელი ღამე საამოდაც ჩამესმოდა ყურში ჩემი ფანჯრის რაფაზე ატეხილი ხმაური, (აი ეს განწყობა ნაცნობია ალბათ ბევრისთვის:*)
13. აი ახლა წავიკითხე..... :(
ის მკერავი მაგარი კაცია ძალიან..... რა კარგ ხასიათზე დაგაყენა.. :)) ჰმ..... მაშ დიდ მკერდიანსო არაა? :))))
ეს სახლში დაბრუნების სცენა რაღაც ძალიან დაგიმძიმებია... რაღაც საოცარი წუხილი და გულისტკივილი დავინახე..რაღაცეები მეტკინა გულში ეს ბოლო სცენა რომ წავიკითხე....
და ეს მთელი წერილის მანძილზე სუბსტანცია "შენ" მუდამ თან დაგყავს...მთლიანად მისი ხარ.... ან ია არის შენში... :*
მოკლედ ძალიან კარგი წერილია.მძიმე სევდიანი და ამავდროულად მკერავის პერსონაჟთ იგრძნობა, რომ მაინც დიალოგი გაქვს შენს თავთან, რომ შენ მაინც ის ხარ ვინც ხარ.....
ზემოთაც ავღნიშნე და ახლაც პირდაპირ და ღიად ვამბობ... მე ვამაყობ შენით..... მიხარია რომ გიცნობ....
მპუა....... :)
დიადი ბლაგვი ...:) აი ახლა წავიკითხე..... :(
ის მკერავი მაგარი კაცია ძალიან..... რა კარგ ხასიათზე დაგაყენა.. :)) ჰმ..... მაშ დიდ მკერდიანსო არაა? :))))
ეს სახლში დაბრუნების სცენა რაღაც ძალიან დაგიმძიმებია... რაღაც საოცარი წუხილი და გულისტკივილი დავინახე..რაღაცეები მეტკინა გულში ეს ბოლო სცენა რომ წავიკითხე....
და ეს მთელი წერილის მანძილზე სუბსტანცია "შენ" მუდამ თან დაგყავს...მთლიანად მისი ხარ.... ან ია არის შენში... :*
მოკლედ ძალიან კარგი წერილია.მძიმე სევდიანი და ამავდროულად მკერავის პერსონაჟთ იგრძნობა, რომ მაინც დიალოგი გაქვს შენს თავთან, რომ შენ მაინც ის ხარ ვინც ხარ.....
ზემოთაც ავღნიშნე და ახლაც პირდაპირ და ღიად ვამბობ... მე ვამაყობ შენით..... მიხარია რომ გიცნობ....
მპუა....... :)
დიადი ბლაგვი ...:)
12. ის პატარა ბექა რაღაცეებს იტყუება, მე ასე მგონია... მთლიანად ეფლობი ნაწერში, ისეთი კარგია არ გინდა დასრულდეს. ჰოო განწყობები... :)))) და კიდევ, დემონური სუნი აქვს ამ ნაწერს... ის პატარა ბექა რაღაცეებს იტყუება, მე ასე მგონია... მთლიანად ეფლობი ნაწერში, ისეთი კარგია არ გინდა დასრულდეს. ჰოო განწყობები... :)))) და კიდევ, დემონური სუნი აქვს ამ ნაწერს...
11. ჰო, განწყობის ნაწერია =)
აჰ, გამოცანაზე თავის დროზე მეც დაახლოებით ეგრე =)) ჰო, განწყობის ნაწერია =)
აჰ, გამოცანაზე თავის დროზე მეც დაახლოებით ეგრე =))
10. მდაჰ, სმიტ :) ეს ის შემთქვევაა, კომენტარის გარეშე რომ ვერ გავიძურწები აქედან :)) მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადგილს ოდნავ შევცვლიდი... ძალიან კარგია :) ნეტა მე როგორ ვწერდი შენს ასაკში :)) დავფიქრდი ახლა... შეცდომები აშკარად უფრო მეტი მექნებოდა :)))) და ფაბულა სულაც არაა საჭირო ამ შემთხვევაში, ამინდივით განწყობის ტექსტია, უდეკოლტოდ "გამომცხვარი".
პ.ს გამოცანაზე დავეცი :))))))))) მდაჰ, სმიტ :) ეს ის შემთქვევაა, კომენტარის გარეშე რომ ვერ გავიძურწები აქედან :)) მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადგილს ოდნავ შევცვლიდი... ძალიან კარგია :) ნეტა მე როგორ ვწერდი შენს ასაკში :)) დავფიქრდი ახლა... შეცდომები აშკარად უფრო მეტი მექნებოდა :)))) და ფაბულა სულაც არაა საჭირო ამ შემთხვევაში, ამინდივით განწყობის ტექსტია, უდეკოლტოდ "გამომცხვარი".
პ.ს გამოცანაზე დავეცი :)))))))))
9. კარგი თხრობაა, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე :) ოღონდ ერთი ისაა, რომ ფაბულას ვერ ვიჭერ.. ფოკუსირება უფრო თხრობაზეა, ვიდრე თავად შინაარსზე.
მომწონხარ მანერულობით :) კარგი თხრობაა, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე :) ოღონდ ერთი ისაა, რომ ფაბულას ვერ ვიჭერ.. ფოკუსირება უფრო თხრობაზეა, ვიდრე თავად შინაარსზე.
მომწონხარ მანერულობით :)
8. ქალბატონო თამარ, გაპარული შეცდომები შევასწორე და სხვა ისეთი არაფერია, მგონი =)
დიდი მადლობა ყველას და განსაკუთრებული (ასევე თბილღიმილიანი) მადლობა ბლაგვს =) ოღონდაც ჩამოყალიბებამდე (ამ საქმეში ვგულისხმობ) ჯერ კიდევ ბევრი მაკლია (თავმდაბლობის გარეშე). და ჩემი წიგნის ერთი ეგზემპლარი უკვე გადადებულია შენთვის =))) (ეს უკვე თავმდაბლურად) ქალბატონო თამარ, გაპარული შეცდომები შევასწორე და სხვა ისეთი არაფერია, მგონი =)
დიდი მადლობა ყველას და განსაკუთრებული (ასევე თბილღიმილიანი) მადლობა ბლაგვს =) ოღონდაც ჩამოყალიბებამდე (ამ საქმეში ვგულისხმობ) ჯერ კიდევ ბევრი მაკლია (თავმდაბლობის გარეშე). და ჩემი წიგნის ერთი ეგზემპლარი უკვე გადადებულია შენთვის =))) (ეს უკვე თავმდაბლურად)
7. :))) ბლაგვის "დიად" განწყობას გავიზიარებ აქ :) :))) ბლაგვის "დიად" განწყობას გავიზიარებ აქ :)
6. ხის ტოტზე შერჩენილი მსხვილი წვეთი ჩამიგორდა კეფაში. ფუ, შენი..-დაბოლოების გარეშე წამომცდა, ოღონდ არანაკლებ გემრიელად. საზიზღარი შეგრძებაა, მაღვიძარით გაღვიძებას უტოლდება. არადა გალუმპვას აპირებდა...:)) ჰო...რაღაცნაირი იყო...ძალიან ჩვეულებრივი და უბრალო... სადაც გინდა წახვიდე და რაც გინდა აკეთო,სულ გამუდმებით თან რომ დაგსდევს საყვარელი ადამიანი ფიქრში...:-* აი მკერავზე კი დიდად ვერ აღვფრთოვანდი...მგონი მოძველდა მათი" შეკერილი ფსიქოთერაპია"...:)) ხის ტოტზე შერჩენილი მსხვილი წვეთი ჩამიგორდა კეფაში. ფუ, შენი..-დაბოლოების გარეშე წამომცდა, ოღონდ არანაკლებ გემრიელად. საზიზღარი შეგრძებაა, მაღვიძარით გაღვიძებას უტოლდება. არადა გალუმპვას აპირებდა...:)) ჰო...რაღაცნაირი იყო...ძალიან ჩვეულებრივი და უბრალო... სადაც გინდა წახვიდე და რაც გინდა აკეთო,სულ გამუდმებით თან რომ დაგსდევს საყვარელი ადამიანი ფიქრში...:-* აი მკერავზე კი დიდად ვერ აღვფრთოვანდი...მგონი მოძველდა მათი" შეკერილი ფსიქოთერაპია"...:))
5. ეხლა მე ეს არ წამიკითხავს... (სამწუხაროდ სათვალე გამიტყდა და პატარა რაღაცეებს ძლივს ვკითხულობ ხოლმე.) გპირდები წავიკითხავ... მაგრამ მანამდე მინდა გთხოვო... როცა შენი წიგნი გამოვა ერთი ცალი ჩემთვის გადაინახე... სიმბოლურ ფასად 100 ლარად ვყიდულობ... :) :**
ზოგადად მინდა ამ ადამიანის შემოქმედებას შევეხო,....... პირველი რაც ძალიან მომწონს შენს წერილებში ..არის დასაწყისი..... იწყება ეგრევე ეპიცენტრიდან. (ნებისმიერი შენი წერილი ასე იწყება.. :) ) მეორე რაც ძალიან მომწონს ეს არის გარემოებების შესანიშნავი აღწერა... ეს იმაზე მეტყველებს რომ ჩამოყალიბებული მწერალი ხარ და სიტყვის დიდი მრაგი გაგაჩნია..
და მესამე და ყველაზე მთავარი...... ძალიან მიყვარხარ.. :)
პატივისცემით: დიადი ბლაგვი ეხლა მე ეს არ წამიკითხავს... (სამწუხაროდ სათვალე გამიტყდა და პატარა რაღაცეებს ძლივს ვკითხულობ ხოლმე.) გპირდები წავიკითხავ... მაგრამ მანამდე მინდა გთხოვო... როცა შენი წიგნი გამოვა ერთი ცალი ჩემთვის გადაინახე... სიმბოლურ ფასად 100 ლარად ვყიდულობ... :) :**
ზოგადად მინდა ამ ადამიანის შემოქმედებას შევეხო,....... პირველი რაც ძალიან მომწონს შენს წერილებში ..არის დასაწყისი..... იწყება ეგრევე ეპიცენტრიდან. (ნებისმიერი შენი წერილი ასე იწყება.. :) ) მეორე რაც ძალიან მომწონს ეს არის გარემოებების შესანიშნავი აღწერა... ეს იმაზე მეტყველებს რომ ჩამოყალიბებული მწერალი ხარ და სიტყვის დიდი მრაგი გაგაჩნია..
და მესამე და ყველაზე მთავარი...... ძალიან მიყვარხარ.. :)
პატივისცემით: დიადი ბლაგვი
4. სველი ქუჩა ხომ ცალკე კატასტროფაა. კოშმარის შემდეგ დაცარიელებულ სიმზრებს ჰგავს...
mrs.smith, ყოჩაღ! ძალიან მომეწონა, მაგრამ... კორექტურაა უამრავი! გაასწორე, არ დაგეზაროს! :)
სველი ქუჩა ხომ ცალკე კატასტროფაა. კოშმარის შემდეგ დაცარიელებულ სიმზრებს ჰგავს...
mrs.smith, ყოჩაღ! ძალიან მომეწონა, მაგრამ... კორექტურაა უამრავი! გაასწორე, არ დაგეზაროს! :)
3. ოოო, ჯონათან, თქვენ არასწორად ჩაწვდით შოკოლადებთან დაკავშირებულ აზრს )) და რაღაცნაირად ისე მოიხსენიეთ ის ბექა რომ არ მესიამოვნა რატომღაც ))
ჰო, მომწონს, გაგიკვირდება და სუბიექტურადაც. ( ეგოიზმი) ვისიამოვნე, მშვენივრად იკითხება.
მოდი, რა. მოდი და რომელიმე კინო მომიყევი წინასწარ და ბოლოს ისიც დააყოლე, აუცილებლად უყურეო. მე არ გაგაჩერებ, გპირდები, ბოლომდე მოგისმენ და მიუხედავად დაკარგული ინტერესისა, მაინც ვუყურებ ოდესმე.
აქ ჩემებურად გამეღიმა ))
ოოო, ჯონათან, თქვენ არასწორად ჩაწვდით შოკოლადებთან დაკავშირებულ აზრს )) და რაღაცნაირად ისე მოიხსენიეთ ის ბექა რომ არ მესიამოვნა რატომღაც ))
ჰო, მომწონს, გაგიკვირდება და სუბიექტურადაც. ( ეგოიზმი) ვისიამოვნე, მშვენივრად იკითხება.
მოდი, რა. მოდი და რომელიმე კინო მომიყევი წინასწარ და ბოლოს ისიც დააყოლე, აუცილებლად უყურეო. მე არ გაგაჩერებ, გპირდები, ბოლომდე მოგისმენ და მიუხედავად დაკარგული ინტერესისა, მაინც ვუყურებ ოდესმე.
აქ ჩემებურად გამეღიმა ))
2. ეგოისტი იყო, ჯონათან =)
მიყვარს აქაური წვიმა =) ეგოისტი იყო, ჯონათან =)
მიყვარს აქაური წვიმა =)
1. გაგმართლებია...მკერავში:) ის ბექა კი....ისიც კი არ იცოდა თურმე, რომ შოკოლადები არ გიყვარს... რატომ მოჰქონდა აბა?:) და რა კარგია, ეს ამბავი პარიზში და ლონდონში (აქაოდა, იქ უკეთ წვიმსო), რომ არ გადაიტანე. გაგმართლებია...მკერავში:) ის ბექა კი....ისიც კი არ იცოდა თურმე, რომ შოკოლადები არ გიყვარს... რატომ მოჰქონდა აბა?:) და რა კარგია, ეს ამბავი პარიზში და ლონდონში (აქაოდა, იქ უკეთ წვიმსო), რომ არ გადაიტანე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|