ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
13 მარტი, 2012


მეასე საფეხური

სამარყანდი.
გოგონა მავზოლეუმისკენ აღმავალი კიბის ქვედა საფეხურთან დგას.
„თუ გამოიცნობ, რამდენი საფეხური აქვს კიბეს და ყველა საფეხურს ხუთ წუთში აირბენ, ნებისმიერი სურვილი აგისრულდებაო“- უთხრეს.
„აუცილებლად ასი იქნება!...  რა ჩავიფიქრო? ჯანმრთელობა? ბედნიერება?... არა, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი მინდა!“ 
დაფიქრდა.  კიბეს ახედა.
„საქართველოს ერთიანობა! სხვა არაფერი მსურს!“
კიბეს აუყვა. გულში ითვლიდა საფეხურებს...
„ერთი, ორი... სამოცდაჩვიდმეტი,  სამოცდათვრამეტი...“
„რომ არ იყოს ასი? ღმერთო, მიშველე!.. არა, აუცილებლად ასი იქნება! აუცილებლად მოვასწრებ ასვლას!  საქართველოს ერთიანობა მსურს!“
„ოთხმოცდათვრამეტი... ოთხმოცდაცხრამეტი... მეასე? სადაა მეასე საფეხური?“

- ეს არის დიდი მხედარმთავრის, თემურლენგის მავზოლეუმი... - ამაყად გამოაცხადა ექსკურსიამძღოლმა.

დაბნეულმა მიმოიხედა. ცრემლი დაგორდა თვალიდან.
„ოთხ წუთში ამოვედი შენამდე, მაგრამ... შენ ვერასოდეს გამიერთიანებ საქართველოს...!“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები