ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2008


მონატრება

ბრმა ვიყავი და თვალი ამიხილე...
ყრუ ვიყავი და სმენად მაქციე...
მუნჯი ვიყავი, ხმა ამოვიღე
და შენს მეხოტბედ გადამაქციე!

წვეთი ვიყავი, ლურჯ ზღვად დამღვარე,
კლდე ვიყავი და ქალად მაქციე,
შენს მოლოდინში როგორ დამღალე...
სურვილის მონად გადამაქციე!

უგრძნობი ვიყავ, ჟინით ველურით
ტრფობის სიამით ტკბობა მასწავლე,
ეკალ-ბარდიან გზებზე  მატარე...
ამ გამოცდებით როგორ დამღალე...

მერე აფრინდი ჩემი სულიდან
და გრძნობებისგან უცბად დამცალე...
არ გაპატიებ... ვერ გაპატიებ!..
ცოტაც მაცალე... ცოტაც მაცალე...

მოხვედი, გულში დაისადგურე
და მონატრებით მერე მაწამე...
არ გაპატიებ ამ განცდებისთვის!
შურსაც ვიძიებ! ცოტაც მაცალე...

თაფლში ჩაგსვამ და ენით გაგლოკავ,
ნდომის, სურვილის ჟინით კანკალებ...
არ მიგიკარებ!  შორიდან მოგკლავ
ჩემი ტანჯვისთვის! ცოტაც მაცალე...

ლოდინმა გული გადამილია...
ამ მოლოდინით როგორ მაწვალებ...
თვით სიყვარულად მოგევლინები!!!
ცოტაც მაცალე... ცოტაც მაცალე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები