ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2012


მინდა, რომ დუმილი ძვლებში გადავტეხო...

ახლა თითქოს ყველა ფრაზა გაიცვითა,
თან მსურს, ეს დუმილიც ძვლებში გადავტეხო,
ყველა კარნავალის გავხდი მონაწილე,
უნდა შევეხორცო ნიღბებს სანაქებოდ...
ზოგჯერ სუნთქვის თითო წამიც დამღლელია
და ვერ ვეგუები ვეღარც გამოსავალს,
როცა სიმართლისკენ გზები მოჭრილია,
ბევრი საიდუმლო რჩება ამოცანად...
ჩემთვის ამ ქაოსში კუთხეც გამოვნახე,
მას შემდეგ აბსურდის ნაწილში ვარსებობ,
ბოლოს კი საკუთარ ეჭვებსაც დავნებდი,
ყველაზე ახლოს და ყველაზე საჩემოს...
მიზეზად, რატომაც ამ სიტყვებს დავათრევ,
გეტყვი ამის გარდა მაინც არაფერს, რომ:
თუმცა ყველა ფრაზა გახდა გაცვეთილი,
მინდა, რომ დუმილიც ძვლებში გადავტეხო...

ლიკა ოხანაშვილი
16.03.2012


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები