ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2012


ელექტრონული წერილები

შენგან შორსა ვარ და მთელი სამყაროა ჩემი ტელეფონი,
იგრეკ კავშირები რაღაც სიხშირეზე ცაში გვაერთებენ
ერთურთს უხილავად,შენი წერილები გულზე მეფონება,
ჩემი ბარათებიც ფოსტის მტრედებივით თითქოს თეთრდებიან
შენს ნაზ ხელისგულზე,როცა აინთება შუქი დიოდების,
გახსნი სტრიქონებს და დასდევ მარცვალ-მარცვალ,სახეს გაღიმებულს
ვხედავ წარმოსახვით,მხრებზე შუქი გადგას,თავზე დიადემა,
მერე მახსენდება,როცა შენ სარკის წინ ტუჩებს იღებავდი
რაღაც მეწამულით,მზეზე ატომური მოხდა აფეთქება,
ზღვაში მეჩეჩებზე მართლაც გიგანტური გემი ჩაიძირა
და ეს საუკუნე ასე ამბობენ,რომ არის ფეთქებადი,
ხოდა იფეთქებს და ყველა მოვისპობით მალე ძირიანად...

ასე მიტენიან ყურებს უმნიშვნელო,სადა წვრილმანებით,
მერე გულისყური ქვიშის მარცვლებივით სადღაც მეფანტება,
წყალსაც წაუღია ბონი,ვაშინგტონი,ანდა გერმანია
და სხვა მისთანანი,ციდან მოდის ცივი,თეთრი ფანტელები...
ჩაიცვი! არ გაცივდე!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები