ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2012


დედაქალაქი


დედაქალაქი

რიკულებიანაივნიანად,
დედამტკვრიანად, მთაწმინდიანად...
ვერა-ვაკით და ავლაბრიანად,
საბურთალოით _ ჭადრებიანად...
თავის მოკირწყლულ ქუჩებიანად...
ყოჩებიანად, დუქნებიანად...
ამ გაყუჩებულ ტუჩებიანად _
სულ ჩემიანად, ურჩებიანად! _
შუქმოტივტივე ტივებიანად,
ნაბადიანად, თამადიანად...
მოკლედ! _ მთლიანად,
მართლაც, მთლიანად,
მან!
მან მაქცია ადამიანად!

                                        2010წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები