ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2012


მუსიე

მუსიე,  ეგება  შენა ხარ?
მოგყვები ჩიხამდე...
მითხარი, გეთაყვა: -
"ჭამე და აღარ მოგშივდეს,
სუვი და აღარ მოგწყურდეს,
უკუნისამდე!"
მუსიე,  მიდიხარ?
თან წამიყვანე!
მომბეზრდა ვიარო ასე
ხელგაწვდილმა,
იმედად , წუთებად,
წამებად დათვლილმა.
მუსიე, ის არ ხარ?
მე ისევ შემშლია...
ეჰ, მერამდენე უარი პურობაზე.
წახვედი?
მეგონა უფალი ჩვენშია...
ნუ გაგეცინება ჩემს 
გულუბრყვილობაზე.
             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები