ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2012


ელენ (ჩემი სულის მეგობარს)

ქარებს გაჰყოლია ყველა წამი,
განა ასე უნდა მიმატოვო, ელენ...
ჩემი სულის შენ ხარ ამორძალი,
ამ ლაბირინთებში რამდენი ხანია
გძებნე...
სიშიშვლეს სხეულის როგორმე დავფარავთ,
შენ სულის სიშიშვლე თქვი თორემ,
ელენ...
თუ გვინდა ყველა მუქი ფერი განქარდეს,
ფერების სინაზეს უნდა ვგრძნობდეთ,
ელენ...
რამდენი ხანია, აღარ გვირბენია მინდორში,
ელენ...
ფეხშიშველებსა და თმაგაშლილებს
არ შემოგვირბენია დედამიწა,
როგორც ჩვენ ვიცოდით,
ელენ...
ჩვეულებრივობას ვერ ავიტანთ,
ვამსხვრევთ ყველა ჩარჩოს და
გავდივართ
ყველა დადგენილი ნორმიდან და საზღვრიდან,
ელენ...
ჩვენ ვერ ვიცხოვრებდით, როგორც ყველა,
დაბადებიდანვე აგვიტკივდა,
მართლა აგვიტკივდა ზეცა
ელენ...
ჩვენი არსებობის წამებს ვქარგავთ,
ყველა ფერის ძაფით,
ელენ...
როცა დასრულდება,
ნაჯაფარ ხელებს მუხლებზე დავიწყობთ და
ისე გავთავდებით,
ღიმილით გავთავდებით,
ელენ...
მაგრამ ჯერ ადრეა...
ყველა ფერი გვინდა ნაქარგზე რომ იყოს,
ელენ...
და სწორედ ამიტომ...
ჰო, მხოლოდ ამიტომ:
ტკივილს და ქარაშოტებს ვებრძვით,
ელენ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები